ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო : “ტრავმა სერიოზული არაა, თავს კარგად ვგრძნობ”

გუშინ კლაუდიო მარკიზიომ იტალიის ეროვნული ნაკრების რიგებში პირველი გოლი გაიტანა, მატჩის შემდეგ კი გულშემატკივრებს მცირე ტრავმის შესახებ ამცნო, რომ სერიოზული არაფერია : “სრულ მზადყოფნაში ვარ, მხოლოდ კუნთი გამეჭიმა, ფეხი გასიებულიც კი არ მაქვს.” – განაცხადა ნახევარმცველმა, რომელიც შეხვედრის მიწურულს იძულებით შეცვალეს.

ახალგაზრდა ბიანკონერომ ეროვნულ ნაკრებში პირველი გოლი მსაჯის სასტვენიდან 54 – ე წამზე გაიტანა, გასულ კვირას კი “მილანის” კარში დუბლი შეასრულა : “მატჩის დაწყებამდე თანაგუნდელებს ვეუბნებოდი, რომ ძალიან მინდოდა გოლის გატანა, საბედნიეროდ მოედანზე ეს მოვახერხე.გუნდმა კარგად ითამაშა, მიუხედავათ სერბების მიერ განხორციელებული პრესინგისა, ბურთს ვაკონტროლებდით.კარგ ფორმაში ვარ, ყველაფერი კარგად მიდის როგორც იუვეში, როგორც ნაკრებში.”

ვინ ითვლება ევრო 2012 – ის ფავორიტად : “ფსონს ყოველთვის იტალიაზე ჩამოვდივარ, რა თქმა უნდა გერმანიასთან და ესპანეთთან ერთად.მათ შესანიშნავი ნაკრებები ჰყავთ.”

წყარო : Football Italia

17 thoughts on “მარკიზიო : “ტრავმა სერიოზული არაა, თავს კარგად ვგრძნობ”

  1. მარკიზიოზე კიდევ დიდხანს გაგრძელდება აქაური იუზერების ცინიკური პოსტები ? რანიერის წასვლის შემდეგ მარკიზიოს მეასედი არ დადიოდა მოედანზე . რიგ ეპიზოდებში ანათებდა და ვთქვი კიდევაც , რომ პროგრესი შეაჩერათქო . შარშანდელ სეზონში მოედნის ცენტრში იდგა ერთი კაცი და ეს იყო მელო ! სხვები უბრალოდ , ათაასში ერთხელ ანათებდნენ

    კონტეს ხელში კლაუდიომ პროგრესი გააგრძელა და ეს კარგია ) თუმცა ჯერ კიდევ ბევრი აქვს მოსამატებელი )) ხოდა იმ იუზერს ) რომელმაც ჩემს მისამართით დაწერა რამდენიმე დღის წინ რომ თურმე დათკამ მარკიზიო იუვენტუსის დონე არ არისო ) პოსტი დამიგდოს ) უკვე დიდი ხანია ველოდები )) არ მიყვარს ცილისწამება და მსგავსი მარაზმი ) ამიტომ კონკრეტული კომენტარი დაიდოს ))

  2. მოჯიმ რო აღიარა რო 2006 ში სკანდალი რო არ ყოფილიყო მილანში გადავიდოდიო გაიგეტ ? :givi: :givi: :givi: კიდე გინდათ რო დაბრუნდეს ეგ ბებერი :oldman: იუვეში ? :buhee: მადლობელი ვარ რაც იუვეში გააკეთა, მაგრამ მილანთან არ უნდა ქონოდა კონტაქტი :offtopic

    1. მოჯი სკანდალამდე გადადგა და არის იქ კალჩOპოლის თემაში ეგ სტატიაც და რატომაც გადადგა ნახავთ იქ და უმუშევრად ნაღდად არ გაჩერდებოდა

  3. მიდი მარკი მიაწექი ბოლომდე.. ჯერჯერობით რაღაც მაინც გაკლია, ერთი ტიტული უნდა დადო და მერე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება :vashaa:

    1. სება მართლა მაგარია რა არა კლაუდიოც მაგარია მაგრამ სება სუპერია ნახეტ რა ფეხბურთი ითამაშოს სება :forza: :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.