ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბიანკონერების შედეგები ეროვნულ ნაკრებებში

იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ სერბეთის წინააღმდეგ ფრედ ითამაშა, თუმცა ბიანკონერებს არა მხოლოდ ამ მატჩში მიუღიათ მონაწილეობა.

ჯანლუიჯი ბუფონისთვის, ანდრეა ბარძალისთვის, ლეონარდო ბონუჩისთვის, ჯორჯო კიელინისთვის, კლაუდიო მარკიზიოსთვის და ანდრეა პირლოსთვის ბელგრადში გასამართ მატჩს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მილოშ კრასიჩისთვის კი სკუადრა აძურას წინააღმდეგ შეხვედრა განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო.სერბები მესამე პოზიციაზე იმყოფებიან, მეორე ადგილს ესტონეთი იკავებს.გადამწყვეტი იქნება მატჩი სლოვენიის წინააღმდეგ, სამშაბათს.

ევრო 2012 – ის საგზური მოიპოვა ჩერნოგორიის ნაკრებმაც.ფაბიო კაპელოს მიერ გაწვრთნილი ინგლისის ნაკრები 2-0 იგებდა, მაგრამ მირკო ვუჩინიჩმა და მისმა თანაგუნდელებმა ბოლომდე იბრძოლეს და შეხვედრა ფრედ, 2-2 დაასრულეს.შვეიცარიელებმა, რომელთა რიგებშიც შტეფან ლიხშტაინერი გამოდის, უელსთან წააგეს და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი დაკარგეს.ვუჩინიჩიც და ლიხშტაინერიც მოედანზე 90 წუთი იმყოფებოდნენ, სამშაბათს, ბაზელში ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ, თუმცა სამწუხაროდ, ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა არ ექნება.

ელჯერო ელიამ ჰოლანდიის ნაკრების მაისურით მხოლოდ 15 წუთი ითამაშა, მოლდოველების წინააღმდეგ მატჩი 1-0 დასრულდა.

მანამ, სანამ ევროპაში 2012 წლის ჩემპიონატისთვის მზადება მიმდინარეობს, სამხრეთ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს არკვევენ.ჩილემაც და პარაგვაიმაც გუშინ ცუდად დაიწყეს.ვიდალის გუნდმა არგენტინასთან 4-1 წააგო, ესტიგარიბიას პარაგვაიმ კი ვერაფერი მოუხერხა პერუს, 2-0.

იტალიის U21 ნაკრების წევრმა, ლუკა მარონემ მოედანზე 90 წუთი დაჰყო და ლიხტენშტეინის წინააღმდეგ 7-2 იმარჯვა, ფრედერიკ სორენსენის დანიამ კი ( U21 )  ფარერის კუნძულები 2-0 დაამარცხა, ახალგაზრდა მცველმა მოედანზე 60 წუთზე მეტი დაჰყო.

წყარო : Juventus.com

7 thoughts on “ბიანკონერების შედეგები ეროვნულ ნაკრებებში

  1. კაცურათ თქვით რა გინდა თ ვიდალისგან არ ? სულ მაგარი ახატია რას იზამს ნაკრებში .. მთავარია იუვეს გამოდგეს და ასეც იქნება :juvee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.