ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბოლო ვარჯიში მიმდინარე კვირაში

მანამ, სანამ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული 14 ფეხბურთელი ოფიციალურ თუ მეგობრულ მატჩებს მართავს, ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე დარჩენილი ბიანკონერები ვარჯიშებს განაგრძობენ.

დღევანდელი ვარჯიში მცირე მოთელვით დაიწყო, შემდეგ იყო მინი-მატჩი ნახევარ მოედანზე.განცალკევებით ვარჯიშობდა ემანუელე ჯაკერინი, რომელმაც გუშინდელ ტრეინინგზე მცირე ტრავმა მიიღო, პაოლო დე ჩელიე კი სრული დატვირთვით ვარჯიშებს დაუბრუნდა.დღევანდელი შეკრება მიმდინარე კვირაში ბიანკონერებისთვის ბოლო აღმოჩნდა, ვარჯიშები სამშაბათს გაგრძელდება, თუმცა ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების გარეშე.შეგახსენებთ, რომ სერია A – ს შემდეგ ტურში ტურინის “იუვენტუსი” ვერონაში, ადგილობრივ “კიევოს” დაუპირისპირდება.

წყარო : Juventus.com

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.