ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო: ” “იუვეს” ყოველთვის სჯეროდა ჩემი “

კლაუდიო მარკიზიო “იუვენტუსის” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილი ნახევარმცველია და როგორც საფეხბურთო სპეციალისტები ვარაუდობენ, მალე “ბებერი ქალბატონის” შეუცვლელი ფიგურა და ლიდერიც გახდება. იტალიელისთვის სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, უკვე სამჯერ გამოიჩინა თავი შავ-თეთრ მაისურში და მეტოქის კარის აღება ნაკრების რიგებშიც შეძლო: ” ორი თვის წინ ჭორები მესმოდა, რომ ტრანსფერზე ვიყავი დაყენებული და რომ ჩემი ძალების რწმენა აღარავის აღარ ჰქონდა. სინამდვილე კი სხვანაირი იყო, “იუვენტუსს” ბოლომდე სჯეროდა ჩემი. ჩემთვის უდიდესი პატივია, როცა ტარდელისნაირ ფეხბურთელებს მადარებენ. ” -აღსანიშნავია, ბრიტანული ჟურნალ-გაზეთები აქტიურად იუწყებიან, რომ სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი მზადაა მარკიზიოს სანაცვლოდ “იუვეს” 20 მილიონი ევრო შესთავაზოს. როგორც ჩანს, წინ საინტერესო ზამთრის სატრანსფერო კამპანია გველოდება.

წყარო: football italia

13 thoughts on “მარკიზიო: ” “იუვეს” ყოველთვის სჯეროდა ჩემი “

  1. მსოფლიო ვარსკვლავი არ ვიცი მარა იუვესთვის რო უდიდესი ფეხბურთელია უკვე და მომავალში რო უფრო გაიზრდება მისი როლი მაგაში დარწმუუნებული ვარ ფორცა კლაუდი :* :forza:

  2. კაი რა მარკიზიო 20 მილიონი და ჩარლი ადამები და კეროლები 35 მილიონი ფუნტები ღირს რა მაგრები არიან ეს კუნძულელები რა ნეტა მეტეორი დაეცეს ბუკინგემის სასახლეს

  3. ჩვენც გვჯერა შენი… :juvee:

    მალე 20 მილიონი არაფერი არ იქნება ,ბევრად მეტი ფასი დაედება.
    მაგრამ მაინც არცერთ შემთხვევაში არ უნდა გაიყიდოს. ამისგან არა მარტო იუვეს ლიდერი, მსოფლიო ვარსკვლავიც გამოვა. და კიდევ ბევრ სარგებელს მოუტანს გუნდსაც და ნაკრებსაც :yeah: :yeah: დამიჯერეთ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.