ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი : ” იტალია იტყვის საკუთარ სიტყვას ევრო 2012-ზე ”

” სიმართლე გითხრათ , ირლანდიასთან დაპირისპირებაში , ჩვენ არ გვიჩვენებია საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი , მაგრამ მიუხედავად ამისა თამაშის ხარისხით ნასიამოვნები ვარ . ვითამაშეთ კარგი ფეხბურთი და ამასთან ერთად გავიტანეთ გოლები , რომელიც კარგი მომავლის საწინდარია “ – განაცხადა სკუადრა აძურას პირველმა ნომერმა , სამხრეთ ირლანდიასთან ჩატარებული მატჩის შემდეგ , რომელიც იტალიელთა გამარჯვებით , ანგარიშით 3-0 დასრულდა . აღსანიშნავია , რომ თავი ანტონიო კასანომ გამოიჩინა , რომლის ანგარიშზე დუბლია . პრანდელის გადაწყვეტილებით , მილანის ფორვარდს წინა ხაზში , სებასტიან ჯიოვინკო შეუწყვილდა და უნდა ითქვას , რომ ამ დუეტმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა : ” ორი საკმაოდ ეფექტური გოლი შექმნა ანტონიომ , მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არ არის . საერთოდაც მის მიერ გატანილ ბურთებს , რომ შევხედოთ ყველა გამოირჩევა საკუთარი სილამაზით და ეფექტურობით . ორი აზრი არაა , რომ ტანდემი როსი – კასანო , ან ჯიოვინკო – კასანო , დადებითი შედეგის მომტანია აძურისთვის “

იტალიამ დაასრულა ევროპის 2012 წლის , შესარჩევ ეტაპზე ასპარეზობა მარცხის გარეშე და ჯანლუიჯი ბუფონის აზრით , გუნდი აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას ევროპის პირველობაზე …

” სწრაფად ვპროგრესირებთ , მაგრამ ჯერ ჯერობით ” ჰოლანდიის ” , ” გერმანიის ” და ” ესპანეთის ” ნაკრებები მაინც გვისწრებენ . ჩამოთვლილ გუნდებს პირველ რიგში საკუთარ თავში რწმენის ფაქტორი აქვთ ჩვენზე უკეთესი . უშუალოდ ჩვენ კი ჯერ ჯერობით , გზის საწყის ეტაპზე ვიმყოფებით ” .

წყარო : Football Italia

8 thoughts on “ბუფონი : ” იტალია იტყვის საკუთარ სიტყვას ევრო 2012-ზე ”

  1. FORCA JUVE
    ბოსნიასთან ხო ითამაშეს ფრანგებმა ხოდა საფრანგეთს ფრეც აწყობდა ჯგუფში პირველზე რო ყოფილიყო და ნასრიმ თქვა ჩვენ იტალიელები კი არ ვართ თამაში ჩავკეტოთო :lool: :lool: :lool: :lool:

  2. შენ გენაცვალე ჯიჯი,კაცი ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობს,იცის რა დონეზეც დგანან და ისიც იცის სად რა უნდა თქვას,ზოგიერთი ხეპრესავით კი არ წამოროშავს სისულელეებს ასე ვიზამთ და ისე ვიზამთო (ნასრი მყავს მხედველობაში ამ ეტაპზე :lool: :lool: )

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.