“იუვენტუსი” კარვალიოს გადმობირებას გეგმავს
tuttomercatoweb -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსი” იანვარში რიკარდო კარვალიოს გადმობირებას გეგმავს. უკვე დიდი ხანია “ბებერი ქალბატონი” ცენტრალური მცველის ძიებაშია და ცოტა ხნის წინ ჟურნალ-გაზეთები ბრაზილიელი როდოლფოს ყიდვის შესახებაც იტყობინებოდნენ. როგორც ჩანს, პორტუგალიელის კანდიდატურას “იუვენტუსი” სწორედ “სან პაულოსთან” მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში მიუბრუნდება. შეგახსენებთ, კარვალიო “რეალის” რიგებში 2010 წელს 8 მილიონი ევროს საფასურად ინგლისური “ჩელსიდან” ჩაირიცხა.
იმედია ჭორია, იმიტომ რომ, ეს ახლა ისეთ ასაკშია, რო მილანი წაიყვანს :D
კაი რა რა დროს კარვალიოა რა….