აგენტი : “წინასწარი შეთანხმება არ არსებობს”
ტურინის “იუვენტუსი” იანვარის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბრაზილიელი როდოლფოს გაფორმებას შეეცდება, მაგრამ ამ მომენტისთვის “სან პაულუსა” და ბებერ ქალბატონს შორის არანაირი სიტყვიერი შეთანხმება არ არსებობს : “ამ მომენტისთვის წინასწარი შეთანხმება მიღწეული არ არის.იუვენტუსი ერთადერთი იტალიური კლუბია, რომელიც ჩემი კლიენტის სატრანსფერო უფლებებითაა დაინტერესებული.ფეხბურთელი სიამოვნებით განაგრძობდა კარიერას აპენინებზე, მაგრამ ბრაზილიურ კლუბს ლიდერის გაშვება სეზონის დასრულებამდე არ სურს.” – აცხადებს როდოლფოს აგენტი, გაბრიელ მასა.შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტეს განკაგულებაში ამ მომენტისთვის 4 ცენტრალური მცველი იმყოფება : ჯორჯო კიელინი, ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ფრედერიკ სორენსენი.
რიჟა ბაზარია… მწვრთნელი კონტე და ბრაზილიელი იუვენტუსში არ იქნება ეგეთი რამე :-)
მცველები რა შუაშია ეს ხომ თავდამსხმელია?
არა ძმა ეს ცენტრალური მცველია თუ არ ვცდები 4 ნომერზე თამაშობს.
ბრაზილიაში სეზონი როდის მთავრდება ვინ იცის???