ნაკრებებში გამოძახებული ფეხბურთელები ვინოვოზე დაბრუნდნენ
დღევანდელ ვარჯიშზე ანტონიო კონტეს განკარგულებაში უკლებლივ ყველა ფეხბურთელი იმყოფებოდა.სანაკრებო ბატალიების გამო ბიანკონერები აქამდე შეთხელებული შემადგენლობით ვარჯიშობდნენ, მაგრამ დღეიდან “კიევოსთან” მატჩისთვის მზადება მთელმა გუნდმა დაიწყო.
ვარჯიში ანდრეა ანიელისთან, ჯუზეპე მაროტასთან და ფაბიო პარატიჩისთან შეხვედრით დაიწყო.მცირე მოთელვის შემდეგ ანტონიო კონტემ ფეხბურთელები თერთმეტი თერთმეტზე ათამაშა.ტრეინინგი ტაქტიკური მონახაზებით დასრულდა, განსაკუთრებული ყურადღება ფეხბურთელებმა ბურთის ფლობაზე გაამახვილეს.ხვალ დილით, ვინოვოზე ტურინის “იუვენტუსის” მოთამაშეები კვლავ შეიკრიბებიან.
მარკიზიო ძირითადშია, თან დასვენებული…
კონტე გადაღლილი ფეხბურთელები ძაან არ გადატვირთო