ბონუჩი : “სისწრაფე, აგრესია და მოტივაცია”
სტეფან ლიხტშტაინერის შემდეგ Juventus Channel – ის სტუმარი ბიანკონერების ახალგაზრდა მცველი, ლეონარდო ბონუჩია, რომელიც გუნდში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრობს : “სეზონი მშვენივრად დავიწყეთ, დაკვირვებით ვასრულებთ მწვრთნელის დავალებებს, რომლის წყალობითაც იუვენტუსი სწრაფ, დამაჯერებელ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს.ის გუნდის ნამდვილი ლიდერია და ფეხბურთელებს მოტივაციას მატებს, მილანთან მატჩში ეს ძალიან კარგად გამოჩნდა.იტალიის ჩემპიონთან შეხვედრაში სავსე ტრიბუნებმა ჩვენი მონდომება გააორმაგა, ახლა მოტივაცია კიევოს წინააღმდეგ გვჭირდება.”
“მილანთან” მატჩის შემდეგ იტალიის ჩემპიონატმა სანაკრებო ბატალიების გამო მცირე პაუზა აიღო, უახლოეს უიქ-ენდზე კი ყველაფერი ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება : “ჩვენ პროფესიონალები ვართ და ვიცით, რომ სანაკრებო შეხვედრების შემდეგ რეალურად უნდა ვიაზროვნოთ.იუვენტუსი უნიკალური გუნდის ნამდვილი ნიმუშია, გუნდის, რომელშიც საკუთარი თავის რწმენა უმთავრესია.”
იტალიის ეროვნულ ნაკრებში “იუვენტუსს” ბევრი წარმომადგენელი ჰყავს.სერბეთის ნაკრებთან მატჩში ჩეზარე პრანდელიმ ჯორჯო კიელინი მარცხენა ფლანგზე დააყენა, ცენტრში კი ლეონარდო ბონუჩისა და ანდრეა ბარძალის მისცა თავის გამოჩენის საშუალება, ზუსტად ისე, როგორც კონტემ როსონერის წინააღმდეგ დაპირისპირებაში : “ჯორჯოს თამაში შეუძლია მარცხნივ, თუმცა აქტიურად ამაგრებს ცენტრს.კარგი დაცვა აქტიური შეტევის ნიშანია, იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგეს წინ წასვლის მცირე შანსი აქვს, მცველებს საშუალება ეძლევათ ნახევარმცველებს დაეხმარონ.მე სრულიად ვეთანხმები მათ, ვინც კიელინის მარცხენა ფლანგის მოთამაშედ თვლის.რაც შეეხება ანდრეას, იანვარში მისი ტრანსფერის შემდეგ მან საოცარი პროგრესი განიცადა.ბარძალი გამოცდილი, გაწონასწორებული და პოზიციურად ძლიერი უკანახაზელია.ვფიქრობ, მე და ანდრეა ცენტრში კარგ დუეტს ვქმნით, იმ შემთხვევაში თუ ჯორჯო მარცხენა ფლანგზე თამაშს დათანხმდება.”
თუ მცველს პრობლემა შეექმნება, იგი ბურთს ანდრეა პირლოს აწოდებს : “ანდრეა თამაშს მოწინააღმდეგეზე ადრე კითხულობს, სწორედ ესაა მისი უპირატესობა.გარდა ამისა, მოედნის ფარგლებს გარეთ პირლო შესანიშნავი ადამიანია.”
ლეონარდო აქტიურად ემზადება “კიევოს” წინააღმდეგ მატჩისთვის და სრულიად მოტივირებულია : “კიევომ ჩემპიონატი ძალიან კარგად დაიწყო, ამ გუნდს ჩვენგან მხოლოდ სამი ქულა აშორებს, ამიტომ ვერონელებს, როგორც ძლიერ მოწინააღმდეგეს ვაფასებთ.იმ შემთხვევაში, თუ გუნდი მოედანზე მოტივაციის გარეშე გავა, ჩვენი ამოცანის შესრულება გართულდება, მაგრამ იუვენტუსი ერთიანი კოლექტივია, რომელიც ნებისმიერი მატჩისთვის სრული მონდომებით ემზადება.”
ამ უდინეზემ აღარ უნდა წააგოს ბოლო ბოლო
ეხლა ატალანტას ერთიანი მიწერია და წააგებს :D
კიევოს თუ მოუგეს ჯენოასაც მივაყოლებთ და მშვენიერი იქნება
ინტერი მგონი ვერ მოიგებს რამდენი ფეხბურთელი აკლია
მილანი ან ძლივს მოიგებს ან ნიჩიაა მაგათაც ტრავმირებულები ყავთ 
ნეტა მოვიგოთ რა
ცოტა დრო კიდე უნდა და მერე ნახეთ ეს რა მცველი დადგება!!! მიდი ლეო ბოლომდეეეეეეეეე

იტალიაში საუკეთესო მცველები გვყავს
მიდი ლეონარდო