ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვერონა – “იუვენტუსისთვის” იღბლიანი ქალაქი

ტურინის “იუვენტუსისთვის” ვერონა საკმაოდ იღბლიანი ქალაქია, როგორც წესი, ბიანკონერები უილიამ შექსპირის ისტორიული გმირების, რომეოსა და ჯულიეტას ადგილსამყოფელს სამ ქულა მოპოვებულნი ტოვებენ.ბოლო გამარჯვება ტურინელებმა “კიევოს” წინააღმდეგ გასვლაზე 2008/09 წლების სეზონში იზეიმეს.

2001/02 სეზონში “მფრინავი ვირების” განადგურებას საფუძველი ჩირო ფერარამ ჩაუყარა, ამას მოჰყვა მოროს ავტოგოლი და ალესანდრო დელ პიეროს ინდივიდუალური ოსტატობა, რომლის ხარჯზეც პინტურიკიომ ორი გოლის გატანა მოახერხა.

შემდეგ სეზონში ლუიჯი დელ ნერის მიერ გაწვრთნილ “კიევოს” დევიდ ტრეზეგემ ორი უპასუხო გოლი პირველივე ტაიმში გაუტანა და ბიანკონერებს 3 ქულა გაუნაღდა.შეხვედრის მეორე ნახევარში ტურინელების უპირატესობამ სამამდე ალესანდრო დელ პიერომ გაზარდა, ვერონელთაგან კი თავი კოსატომ გამოიჩინა.მატჩის მიწურულს ჰეტ-ტრიკის გაფორმება ტრეზეგემ მოახერხა და ბიანკონერებსს 27-ე სკუდეტოსკენ გზა კიდევ უფრო ფართოდ გაუხსნა.ფრანგმა გოლეადორმა თავი გამოიჩინა 1 წლის შემდეგაც, მატჩში მეორე გოლი ნიკოლა ლეგროტალიემ გაიტანა, ვერონელთაგან კი პრესტიჟის გოლის გატანა პენალტის ნიშნულიდან დ’ანამ მოახერხა.

2004/05 სეზონში ფაბიო კაპელოს გუნდს გატანილი ერთადერთი გოლით გამარჯვება ოლივეირამ მოუტანა.წაუგებელი სერია მფრინავი ვირების შემდეგ მორიგ სეზონშიც გაგრძელდა, ფრანჩესკინის გოლის წყალობით ყვითლები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ვიეირამ წონასწორობა აღადგინა და ბიანკონერებს ქულა ააღებინა.

კლაუდიო რანიერის მიერ გაწვრთნილმა “იუვენტუსმა” 2008/09 სეზონში ვერონაში შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა, 0-2.პირველი ტაიმის მიწურულს საოცარი ჯარიმა გაიტანა ალესანდრო დელ პიერომ, მატჩის მეორე ნახევარში კი საბოლოო ანგარიში ვინჩენცო იაკინტამ დააფიქსირა.

პირველი ისტორიული გამარჯვების მოპოვება ვერონელებმა 2009/10 სეზონში შეძლეს.ერთადერთი გოლი სარდომ გაიტანა, შავ-თეთრებმა კი სორენტინოს კარის დალაშქვრა ვერ მოახერხეს.

გასულ სეზონში “იუვენტუსი” ვერონაში ფრეს დასჯერდა.ფაბიო კვალიარელამ ანგარიში ულამაზესი გოლით გახსნა, მეორე ტაიმში კი ბიანკონერებს არასპორტული საქციელისთვის მოედნიდან მანუელ ჯანდონატო გაუძევეს.მფრინავი ვირების ლიდერმა, სერჟიო პელისიემ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მარკო სტორარის გაუტანა და ფრე, 1-1 დააფიქსირა.

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
JUVE - THE BEST CLUB. ONE LOVE

მოვიგებთ :forza:

ვფიქრობ 0:2 მატრიმ მინდა, რომ გაიტანოს და დაიწყოს ბომბარდირობა, ტორემ მემგონი ჯერ ფორმაში არ არის ალესა

7uP
7uP
12 years ago

2:2 დამესიზმრა იმედია მოვიგებთ :forza:

Vaxooo
12 years ago

შარშან ძალიან უიღბლო გამოდგა :(

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x