ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტრეზეგე : “იუვენტუსი ჩემთვის გამორჩეული გუნდია”

“იუვენტუსი” უდიდესი სიყვარულია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია.დევიდ ტრეზეგე ბებერ ქალბატონთან საოცარი გრძნობითაა დაკავშირებული : “იუვენტუსი” უდიდესი ისტორიის მქონე კლუბია, რომელიც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.ტურინში ჩემი კარიერის 10 საუკეთესო წელი გავატარე, უმაღლესი დონის გუნდში, შესანიშნავი თანაგუნდელების გვერდით.”

ტურინული კარიერის მანძილზე დევიდ ტრეზეგესთვის ერთ-ერთი გამორჩეული დღე 2002 წლის 5 მაისია : “ეს საოცარი დღე იყო, გავედით მოედანზე იმ რწმენით, რომ აუცილებლად უნდა მოგვეგო შეხვედრა.კაპელოს პერიოდს იუვენტუსში შესანიშნავი თაობა დაემთხვა, დავიმატეთ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც კანავარო, ვიეირა და იბრაჰიმოვიჩი არიან.სერია A – ში იდეალურად გამოვდიოდით, სამწუხაროდ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა ვერ მოვახერხეთ.”

2006 წელს, ტურინის “იუვენტუსის” პრობლემების მთელი ქარიშხალი დაატყდა თავს, თუმცა მიუხედავათ ამისა, ფრანგმა გოლეადორმა გუნდში დარჩენა გადაწყვიტა : “ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივისცემა სჭირდება.გუნდი რთულ ეკონომიურ ვითარებაში აღმოჩნდა, ხელმძღვანელობა იძულებული იყო გაეყიდა მოთამაშეები, დანარჩენები კი სერია A – ში დაბრუნებისთვის ვიბრძოდით.ჩემი სიყვარული იუვეს მიმართ განსაკუთრებით მაშინ გაძლიერდა, როცა დელ პიეროსთან, ნედვედთან, ბუფონთან და კამორანეზისთან ერთად კლუბში დარჩენა და ბებერი ქალბატონის უმაღლეს დონეზე დაბრუნება გადავწყვიტე.კალჩიოპოლის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ იუვენტუსი ერთადერთი აღმოჩნდა, ვისაც ასე მკაცრად მოუწია პასუსმგებლობა, სხვა გუნდების არასამართლიანი მოქმედება კი, მაგალითად ინტერის, განუხილავი დარჩა.მოჯი ? – ის ჭკვიანი ადამიანია, რომელმაც დროულად დატოვა იუვე, რადგან ხელმძღვანელობას ასე სურდა.კობოლი ჯილისა და მის სამეულს ძალიან უყვარდა ტურინული გრანდი, ამიტომ მათი შედარება სხვა რომელიმე ხელმძღვანელთან შეუძლებელია.”

საუკეთესო პარტინიორი “იუვენტუსში” ასპარეზობისას : “ბევრ ფეხბურთელთან ერთად მითამაშია, მაგრამ დელ პიეროსთან ერთად გამორჩეული ტურინული ისტორიის დაწერა მოვახერხე.ჩემი საუკეთესო მეგობარი ? – კამორანეზი.”

რომელი გუნდის თამაში მოსწონდა დევიდ იტალიასა და ევროპაში : “2000 წლიდან 2005 წლამდე შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობდა მილანი, შემდეგ სადავეები ხელთ ინტერმა იგდო.ევროპაში – მადრიდის რეალი, ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში მუდამ გამორჩეულია.”

“იუვენტუსი” – გამორჩეული გუნდი : “ეს ის გუნდია, რომელსაც მუდამ გამარჯვება სურს.ტიფოზერია ? – გულშემატკივრები მუდამ ჩვენს გვერდით იყვნენ, ამიტომ მათი მადლობელი ვარ.სამწუხაროდ, ახალი არენის გახსნით ცერემონიაზე მისვლა ვერ მოვახერხე, რადგან ჩემს მოქმედ გუნდთან ერთად ვიმყოფებოდი.გამოსამშვიდობებელი საღამო ? – ამის შესახებ მოგვიანებით ვიფიქრებ, ახლა გულშემატკივრების მადლიერი ვარ.”

ჯანი და უმბერტო ანიელები : “ავოკატო საოცარი ადამიანი გახლდათ, ძლიერი და გამჭრიახი ხასიათის მქონე.უმბერტოს მსგავსად, მუდამ გამარჯვებისთვის იბრძოდა.სწორედ ამ გრძნობების ჩანერგვას ცდილობდა ფეხბურთელებში.ანდრეა ანიელი ? – ის ახალგაზრდა და ამბიციური ადამიანია, მას სურს დააბრუნოს იუვენტუსი უმაღლეს მწვრვერვალზე და იხილოს ისეთი გუნდი, როგორსაც მის ბავშვობაში ხედავდა.”

დღევანდელი “იუვენტუსი” : “ახლანდელი გუნდი ძალიან მომწონს და ვთვლი, რომ ისინი პირველ ადგილს იმსახურებენ.იუვე ძლიერ გუნდად ჯერ კიდევ ყალიბდება.მარკიზიო ? – ძალიან ძლიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი, მისი შესაძლებლობების შესახებ ჯერ კიდევ B – ში თამაშისას შევიტყვე.არ მიკვირს, რომ მილანთან გამარჯვების გოლები სწორედ მან გაიტანა, მითუმეტეს, ამ ყველაფერს ნაკრებში გატანილი გოლიც დაუმატა.კლაუდიოს შეუძლია გახდეს დიდი ჩემპიონი. “

წყარო : Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
BIANCO
12 years ago

:forza: :forza:

GLAXO GONGADZE
13 years ago

interi napoli egec sheni faoritebi. romaa magari oriani,

George Khubulava
13 years ago

15 ოქტომბერი ორი დიდი იუვენტისნოს – ტრეზეგეს და დეშამის დაბადების დღეა.. ( მეც ამ რიცხვში დავიბადე.. პირადად ჩემთვის, სასიამოვნო დამთხვევაა.. :-) ) :juvee:

marchisio8
13 years ago

ხოდა სამი იუვენტინოსი ყოფილა და შენც მრავლას დაესწარი :D :* :forza:

George Khubulava
13 years ago
Reply to  marchisio8

გაიხარე, ბრატ.. ; )

JUVE - THE BEST CLUB. ONE LOVE

ტრეზეგე მიყვარხარ :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love:

იუვენტუსის გამორჩეული ლეგიონერი. ეგეთი ცენტრი იუვეს არ ჰყავს და არც იტალიაშია ეგეთი ცენტრი. რა ფეხბურთელები და გუნდი გვყავდა, აფსუს.
როგორ მინდა კიდო ერთხელ ვიხილო ეგეთი იუვე :yes: :yes: :yes: :yes:

lasha naxucrishvili
13 years ago

ნაპოლია ფავირიტი ნაპოლი :chuvak: :chuvak: :chuvak: შეუტყაპუნეს :lool:

13 years ago

კაი კაცი! ასე გააგრძელოს მარკიზიომ!

13 years ago

კარგი სტატიაა…
მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო ინტერის კიდევ ერთი მარცხი : ))) სატურნირო ცხრილს უხდება Internazionale 6 თამაშში 4 ქულა

bacho kochlashvili
13 years ago

STATIA RO KAIA FEXBURTELIS DAMSUXAREBAAA

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

:up:

G M
G M
13 years ago

კაი სტატიაა საღოლ :juventus:

lasha naxucrishvili
13 years ago

ძალიან მაგარი სტატიაა ძალიან მაგარ ფეხბურთელზე საღოლ :up:

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x