მიმდინარე კვირის პირველი ვარჯიში ახალ არენაზე
ეს კვირა ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელებისთვის Juventus Stadium – ზე ვარჯიშით დაიწყო.პირველ რიგში ფეხბურთელებმა გუნდური ფოტო გადაიღეს, შემდეგ კი დაგეგმილი 5 ვარჯიშიდან პირველი გამართეს.
ანტონიო კონტემ ვარჯიში მათთან ერთად დაიწყო, ვისაც “კიევოსთან” მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.მოთამაშეები გახურდნენ, ტაქტიკური დავალებები შეასრულეს და ხელბურთიც კი ითამაშეს.ამის შემდეგ მინი მატჩი გაიმართა, შვიდი შვიდზე, ტრეინინგი კი კარში დარტყმებით დასრულდა.ხვალ, ადგილობრივი დროით 15:00 სთ – სთვის ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე მორიგი ვარჯიშია დაგეგმილი.
დავიჯერო ასეთი სიცივეა ტურინში რო ქუდებით ვარჯიშობდნენ? :D
არა … რეკლამას უკეთებენ :)
ქუდები სად ნახე ?
ვუჩინიჩს და პირლოს უბრალოდ თმები აქვთ აწეული მაგითი, რო ხელი არ შეუშალოს …
ელიას, კრასიჩს და მაგ სასტავს რაც უკეთიათ ყელზე ეგ უბრალოდ აქსესუარის პონტია :) კრასიჩს მთელი სეზონი ეკეთა .. :)
შეიძლება სუსხიც იყო