კონტენტო შესაძლოა “ბაიერნიდან” წავიდეს
ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიუნხენის “ბაიერნის” გერმანელი მარცხენა მცველი დიეგო კონტენტო იანვარში “იუვენტუსში” განაგრძობს კარიერას. “ბიანკონერის” მარცხენა ფლანგზე პრობლემები აქვს და კონტესთვის კონტეტნტო იდეალური ვარიანტია. BBC – თან საუბარში კონტენტომ მის მომავალზე ისაუბრა: “მე მინდა თამაში და ეს განვუცხადე ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე ხელმძღვანელობას. თუ “ბაიერნს” ჩემთან განშორება უნდა, მე მაქვს შესანიშნავი შემოთავაზებები “იუვენტუსიდან”, “ლაციოდან” და “ნაპოლიდან”, ამასთან ძალიან მხიბლავს პრემიერლიგა. მაგრამ, იტალიაში თამაშზეც არ ვიტყოდი უარს. ჯერჯერობით კი “ბაიერნის” გადაწყვეტილებას ველოდები”.
ეგ თუ იყიდეს, მერე ვინ გაგვაჩერებს
ეგენი ძველ იუვეს აბრუნებენ თუ კალიარის აძლიერებენ?

ვინ გვაძლევს მერე ამ კორალოვს? სიტი არ გაუშვებს მაგას შანსი არაა…
რატო ჯერ ჯერობით კლიშის კონკურენციას ვერ უძლებს და სკამზე ზის, მხოლოდ ლიგაზე ითამაშა ეგ არაფერია, საერთო ჯამში კლიშის უფრო დიდ უპირატესობას ანიჭებს მანჩინი..ამიტომ მისი შეძენა მონდომებისამებრ რეალურია..
კონტენტო შეიძლება კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მარცხენა ფლანგზე პრობლემას ვერანაირად ვერ მოგვიხსნის, მეტად გამოცდილი გვინდა, კოლაროვი მართლა მაგარი ვარიანტია..
ვაა რა კაცი გაეძრო
მოლინარო დვა!!! დარბის მაგრამ არ იცის რისთვის… პეპე ამასთან შედარებით პელეა
ვარგასი ბასტოსი კოლაროვი რომელიმე მოიყვანონ და მოგვერდება ყველაფერი
მოიცა კონტენტო მოგვიხსნის მარცხენა ფლანგზე პრობლემას ? დე ჩელიეზე უკეთესი არაფრით არ არის
კოლაროვი დაიდოს !
კონტეტნტო დე ჩელიე რო ერთად იქნებიან ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ და ეგ კარგია
აზრი ? ))
ყველაზე მაგარი ვარიანტი