სორენტინო: ” “იუვე” ერთიანია “
სტეფანო სორენტინო, ვერონული “კიევოს” კარის დარაჯი გუშინდელ დაპირისპირებაზე საუბრობს. “სერია ა” -ს მე-6 ტურში “კიევო” “იუვენტუსს” მასპინძლობდა და უგოლო ფრის შემდეგ აქტივში კიდევ ერთი ქულა მიითვალა. სორენტინო “ბებერი ქალბატონის” ერთიანობას გამოყოფს: ” მაგალითისთვის, “ნაპოლი” ეზეკიელ ლავეციზეა დამოკიდებული, “იუვენტუსი” კი უფრო ერთიანი ძალაა. როცა “იუვე” მთელი შემართებით გვიტევდა, ბრწყინვალედ გამოვიყურებოდით, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოგვივიდოდა.” -“ნაპოლიზე” საუბარი შემთხვევითი არაა, რამდენიმე კვირის წინ სორენტინოს გუნდმა “აძურები” მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.
კაია რო მიხვდი