პირველი ოფიციალური ფოტო Juventus Stadium – ზე
ეს ის პირველი შემთხვევაა, როცა უნიკალური არენა ნამდვილ ფოტოსტუდიად იქცა.დღეს დილით, ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელებმა Juventus Stadium – ზე პირველი გუნდური ფოტო გადაიღეს.მიუხედავათ სიცივისა, მზის განათებამ გადაღებული სურათები მეტად ეფექტური გახადა.
ბიანკონერები ადგილობრივი დროით 8:30 სთ-ზე შეიკრიბნენ და ერთად ისაუზმესს.ამის შემდეგ ფეხბურთელებმა გასახდელში გადაინაცვლეს და ოფიციალურ გუნდურ სმოკინგებში გამოეწყვნენ.
პირველი გაჩერება – სტუმრებისთვის განკუთვნილი ლოჟა, რომელიც ჯანი და უმბერტო ანიელების სახელს ატარებს.მთელი გუნდი ტექნიკურ შტაბთან ერთად სამ რიგში განლაგდა და ფოტო გადაიღო.
ხუთი წუთიც და პირველი სურათი გადაღებულია.ამის შემდეგ ფოტო კლასიკურ სტილში, პირველ რიგში ფეხბურთელები სხედან, მეორე რიგში დგანან, ხოლო მესამე რიგში ოდნავ შემაღლებულ ადგილზე იმყოფებიან.აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად ფოტო გადაიღო კარლო პინიატელიმაც, ეს ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ტანსაცმლის დიზაინერია.
ამის შემდეგ ფეხბურთელებმა გასახდელს მიაშურეს და სპორტულ ფორმებში გამოეწყვნენ, ჯერ შავ-თეთრ, ხოლო შემდეგ ვარდისფერ ფორმებში.ამჯერად მინი ფოტოსტუდიად სამხრეთ ტრიბუნა იქცა, სწორედ აქ იქნა გადაღებული პირველი ოფიციალური ფოტო შავ-თეთრ ფორმაში.
Juventus Stadium – ზე გადაღებული ოფიციალური ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ამ სტატიასთან არაფერ შუაში არაა, მაგრამ თუ ვინმეს საიტზე რაიმე ისეთი პოსტის ნახვა უნდა რაც აინტერესებს მომმართეთ და შევეცდები დავდო ნებისმიერი ტიპის სტატია
გამარჯობა
ადრე იწერებოდა ურთიერთშეხვედრები სხვა გუნდებთან
თუ შეიძლება ისევ გაკეთდეს ან წამყვენ ევროპულ გრანდებთან ურთიერთშეხვედრები რომ დაიდოს, (ყველა ტურნირების ჩათვლით, ამხანაგურებიც თუ იქნება ძალიან კარგი იქნება)
ძალიან მაინტერესებს შემდეგ გუნდებთან: რეალი, ბარსელონა, პორტო, მანჩესტერი, ლივერპული, აიაქსი, ბაიერნი, მილანი, ინტერი
წინასწარ დიდი მადლობა
რეალი, ბარსა, მანჩესტერი, ბაიერნი, მილანი დევს – დაშეგიძლია ძებნაში ჩაწერო და ნახო
ამაური არაა

ამაური რო არ არი

gamityდა ცვეტში