ვუჩინიჩმა შესაძლოა პოზიცია შეიცვალოს
აპენინებზე გავრცელებული ხმების თანახმად , მირკო ვუჩინიჩი ” ჯენოასთან ” დაპირისპირებაში განსხვავებულ პოზიციაზე იასპარეზებს . საქმე იმაშია , რომ ანტონიო კონტე ფრიად უკმაყოფილოა მილოშ კრასიჩის ასპარეზობით , ხოლო ელჯერო ელიას და მარსელო ესტიგარიბიას ჯერ არ გაუვლიათ ბოლომდე ადაპტაცია . ვუჩინიჩისთვის ეს არ იქნება პირველი შემთხვევა , ” რომაში ” ასპარეზობის პერიოდში , ჩერნოგორიელი ხშირად ასპარეზობდა ფლანგელი ფორვარდის პოზიციაზე . კონტე თავის მხრივ გეგმავს 4-1-4-1 ტაქტიკური სისტემით თამაშს . ცენტრ ფორვარდის პოზიციას ალესანდრო მატრი დაიკავებს , რომელსაც ფლანგებიდან ზემოთხსენებული ვუჩინიჩი და სიმონე პეპე დაეხმარებიან .
წყარო : Football Italia
კრასიჩ, მკივნეულ წერტილში ხო არ მოგხვდა ეს სტატია, პატარავ?
უჩინიჩს თავისი ფასი აქვს :) და ამას სეზონი დაგვანახებს ინტერის კარი უყვარს ძალიან :))) ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ

კრასიჩი მელოს და სისოკოს ფონზე ჩანდა კარგი თორემ მილანის მცველებს, რომ ბურთს ვერ შემოატარებ! ეგ უნდა ესმოდეს :))) კარგი ზამენაა!
საერთოდ პრიმავერაში გაუშვან კრასიჩი რა უნდა საერთოდ იმენა კაცი ტრანვაია ლიანდაგზე დადის მარტო ან წავიდეს რა უნდა ირბინიოს ასმეტრიანი დისტანციები დაანებოს ბურთს თავი…ან დარჩეს ვარჯიშის მერე პადაჩა მაინც ისწავლოს ან კაცის მოტყუება ან რამე ხო უნდა იცოდეს რაც ბურთს ეხება?ცოტა მკაცრად მომივიდა და მე მაპატიეთ მაგრამ რაც მართალია მართალია გონზე არ არის სამწუხაროთ…
მგონი მშვენიერია, ვუჩინიჩი ფლანგზეც საკმაოდ პროდუქტიული იქნება, თან მატრი
კაია რო ფლანგზე გადაყავს

მემგონი ვერ პეპე ვერ იფიქრებდა რო შეუცვლელი გახდებოდა
სირბილიც კაია, მარადონამ რიკელმე იმიტო დაიწუნა რო სირბილი არ უყვარსო და მასეთი ფეხბურთელი არ მინდაო
პირველი რასაც შეიძლება შედეგი მოყვეს არის სირბილი, მოძრაობა და გახსნა მოედანზე, ამას აკეთებს და სეზონის ბოლოს კიდო მოუმატებს და ჩაწოდებასაც ისწავლის, შორიდან დარტყმები კი დაამუღამა ამ ბოლო დროს
პეპე იმენა სასტავს არ შორდება , კარგად თამაშობს თან მაგარია პეპეს რო ათამაშებს კონტე ძაან მიხარია
მარტო სირბილი არ შველის ცოტა ბურთის ფლობას ტუ დახვეწავს უფრო მაგარი იქნება, ისე კი დიდი მადლობა პეპეს რო ყველა თამასში ბოლომდე იხარჯება. მარა ისევ და ისვე ცოტა ტექნიკურ მონაცემებს უნდა მოუმატოს!!!
კარგით,რა პეპეე,ეგეთი ჩვენც გვყავდა გოგა გახოკიძე,სულ დარბოდა ფლანგზე ზევით-ქვევით,პროსტა ჩაწოდება და კაცის მოტყუება ვერ ისწავლა თორე მაგარი იგროკი იყო
…ერთხელ ბუფონსაც ! :shock: გაუტანა,გახსოვთ ალბათ,მაგრამ….ბოლოს რა??? …..პეპე რომ აწი რამეს ისწავლის,ვუცადოთ ჩვენ 28 წლის კაცის გახსნას….კი,კარგია,მეც მომწონს რომ დარბის და დაცვას ეხმარება,მაგრამ მისი უპირველესი მოვალეობა რაც არის,ვაღიაროთ და 10 ბალიანი სისტემით 4-5-ზე აქვს,მაგ პოზიციის ხალხი ნებისმიერ ძლიერ გუნდში ბრდღვნიან ყველაფერს…ეჰ იუვე,იუვე…

რო რამე სამი მცველით რო ვითამაშოდ არ გაამართლებს? და უფრო ნახევარ დაცვა დავრტვირთოთ? 3-4-3 ან 3-5-2 მგონი კაი ვარიანი იქნება
ეგ აზრი მეც მიტრიალებს თავში, მარა რო ჩავუღრმავდი, ვერც პეპე და ვერც კრასიჩი მარტო კრაის ვერ მიხედავენ და ლიხა მაგრად ეხმარება და მაგანაც რო შეუტის ვინღა დარჩება უკან :)