სეკო ანიელის განცხადებაზე საუბრობს
ანდრეა ანიელის განცხადებამ , რომელიც ბიანკონერის პრეზიდენტმა , კლუბის აქციონერების შეკრებაზე გააკეთა , საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია . საქმე დელ პიეროსთან დაკავშირებულ სიტუაციას ეხება . ანიელიმ ნათლად მიანიშნა იმაზე , რომ პინტურიჩიო თავის უკანასკნელ სეზონს ატარებს ფეხბურთელის ამპლუაში , შავ თეთრი მაისურით : ” მოვისმინე ანიელის განცხადება სადაც ის კლუბის ძველ ხელმძღვანელობას ადანაშაულებდა არა სწორ მმართველობაში . ამასთან დაკავშირებით სათქმელი პრინციპში არაფერი მაქვს . ის თავისუფალი ადამიანია და მას ღიად შეუძლია საკუთარი მოსაზრების საჯაროდ დაფიქსირება . მე კი იუვენტუსში აღარ ვმუშაობ და შესაბამისად ეს საკითხი , არ მაინტერესებს . დელ პიეროსთან დაკავშირებით ? ვფიქრობ , მხარეებმა იცოდნენ ამის შესახებ საკმაოდ დიდი ხნით ადრე , თუმცა უშუალო ნიაუნსებზე ვერაფერს მოგახსენებთ ” – განაცხადა ბიანკონერის ექს სპორტულმა დირექტორმა ალესიო სეკომ .
წყარო : TuttoJuve.com
ეს მაინც აზრზე არ იყო არაფრის
ar gainteresebs bebiashenisam :)