ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლეონარდი : ” ჯიოვინკო არ დატოვებს კლუბს იანვარში ”

” პარმას ” წარმომადგენლების განცხადებით , სებასტიან ჯიოვინკო არავითარ შემთხვევაში არ დატოვებს კლუბს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში . შეგახსენებთ , რომ ” ატომური ჭიანჭველა ” , ამ ეტაპზე ორი კლუბის თანამფლობელობაში იმყოფება . პიეტრო ლეონარდიმ ამასთან დაკავშირებით Sky Sport Italia – სთან ისაუბრა : ” გამოვრიცხავ ჯიოვინკოს იანვარში გადასვლას ტურინის ” იუვენტუსში ” . ბიანკონერისთან მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დავილაპარაკებთ . დღევანდელ დღეს კი ის ჩვენი კლუბის წამყვანი ფიგურაა , რომლითაც არა ერთი გამორჩეული კლუბია დაინტერესებული . მაგრამ , უდიდესი სურვილი გვაქვს , რომ მისი ტალანტით ” პარმას ” გულშემატკივარი დიდი ხნის განმავლობაში დატკბეს . ჩვენ , დიდი იმედები დავამყარეთ სებაზე , მივეცით მას ყველაფერი იმისთვის , რომ თავი საკუთარ სახლში ეგრძნო , ეხლა კი უკვე ჯერი თავად ფეხბურთელზეა .

წყარო : Football Italia

4 thoughts on “ლეონარდი : ” ჯიოვინკო არ დატოვებს კლუბს იანვარში ”

  1. სამთარში ეს თუ მოიყვანენ დაგვხატავს…. მაგრამ არამგონია საერთოდ დაბრუნდეს,.. არაუშავს ამაძე ათჯერ უკეთესის შოვა შეილება… მაგრამ უფასოა და მაგ პონტში კაია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.