ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფრეი:” “იუვეს” წინააღმდეგ ბრწყინვალე “ჯენოა” ითამაშებს “

სებასტიან ფრეი “იუვენტუსს” აფრთხილებს. კარის დარაჯი მომავალი ტურის მატჩისთვის ემზადება და “ბებერი ქალბატონის” ახალ არენაზე ქულების მოგროვებასაც აპირებს: “ “ჯენოა” პროგრესირებს. გუნდში დიდი პოტენციალია და ამას აუცილებლად დავამტკიცებთ. ვიცით, ჯერ კიდევ დიდი შრომაა საჭირო, თუმცა კლუბში ენთუზიაზმი და ძალა იგრძნობა. “იუვენტუსის” წინააღმდეგ ბრწყინვალე “ჯენოას” ნახავთ. სიამოვნებით ვიღებ ლიდერის როლს და “იუვესნაირი” გუნდის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის განსაკუთრებული სტიმული იქნება. ფლორენციაში ეს ყოველთვის მნიშვნელოვანი მატჩი იყო, “ვიოლები” ისე ვეკითებოდით შეხვედრას, როგორც ნამდვილ დერბის. ” -შეგახსენებთ, “იუვენტუსისა” და “ჯენოას” დაპირისპირება 22 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 -ზე დაიწყება.

წყარო: football italia

5 thoughts on “ფრეი:” “იუვეს” წინააღმდეგ ბრწყინვალე “ჯენოა” ითამაშებს “

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.