ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტოტი: ” “იუვე” დელ პიეროს გარეშე სხვა კლუბია “

ბოლო დღეები იტალიაში ყველა მხოლოდ ანდრეა ანიელის განცხადებაზე საუბრობს. “იუვენტუსის” პრეზიდენტმა პირდაპირ განაცხადა, რომ წლევანდელი სეზონი “ბებერი ქალბატონის” რიგებში დელ პიეროსთვის უკანასკნელია. ამჯერად, ამ თემაზე კომენტარს ფრანჩესკო ტოტი აკეთებს: “ “იუვენტუსი” დელ პიეროს გარეშე აბსოლუტურად სხვა კლუბი იქნება. უცნაურ გრძნობას გამოვცდი, როცა ამ გუნდის წინააღმდეგ მოედანზე გავალ და მეცოდინება, იქ ალესანდრო აღარ თამაშობს. დიდი სპორტული გამოწვევების თითქმის ოცი წელი… ბევრს ნამდვილად არ გამოუცდია ამდენი რამ ერთი გუნდის მაისურით. ეს ფეხბურთელისთვის პროფესიულთან ერთად, პირადი ბედნიერებაცაა. ” -აცხადებს ტოტი.

წყარო: Corierre Dello Sport

16 thoughts on “ტოტი: ” “იუვე” დელ პიეროს გარეშე სხვა კლუბია “

  1. ეეხ რა დრო წავიდა.. მაგრამ უნდა წასულიყო : (( სულ რამდენიმე წლის წინ ტოტი იტალიის სტადიონებზე, დელ პიერო კი იტალიის და ევროპის სტადიონებზე დაფრინავდნენ.. მაგრამ ნელ ნელა გვტოვებენ ეს ლეგენდა ხალხი

  2. ეჰ ალე სამწუხაროდ დადგა ეს საშინელი დრო როცა შენ უნდა დაგვტოვო მარა პირადად ჩემთვისაც და ყველა იუვეს ფანისთვის დარჩები ჩვენ დიდ კაპიტნათ გვიყვარხარ ალეეეეეეეეეეეეე დიდი 10 იანი გვტოვბს :love:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.