ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესკონფერენცია
ანტონიო კონტემ დღეს საღამოს მედიასთან მომავალი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე ტურინის “იუვენტუსი” “ჯენოას” საკუთარ კედლებში დაუხვდება.
“ბიანკონერები” მორიგი სამი ქულის აღებას ეცდებიან, მაგრამ გასეირნებას არც გენუელები აპირებენ. პრესკონფერენცია კონტემ დელ პიეროზე საუბრით დაიწყო…
” ალესანდრო თავს კარგად გრძნობს, დღეს ისე ივარჯიშა, როგორც არასდროს. მასთან ვისაუბრე და კიდევ ერთხელ ვუთხარი, რომ გადაწყვეტილებებს მხოლოდ მწვრთნელის პოზიციიდან მივიღებდი. დრო, რომელსაც მას სათამაშოდ მივცემ მის ფორმასა და იმ სარგებელზე იქნება დამოკიდებული, რომლის მოტანასაც შეძლებს.”
” რაც შეეხება “ჯენოას”, ეს ტექნიკურად ძლიერი გუნდია, “როსობლუებმა” ჩემპიონატი კარგად დაიწყეს. ძალიან მობილიზირებულები არიან, ეს კი ჩვენთვის სიამაყის საგანია, მეტოქეები ისევ ჯეროვნად გვაფასებენ. ”
” ტაქტიკური სქემა? ყოველთვის ვამბობდი, რომ მთავარი სქემა კი არა შემართება და განწყობაა. წელს იმ ტიპის ნახევარმცველები მყავს, რომლებიც ორი განსხვავებული სტილის ფეხბურთის თამაშის საშუალებას იძლევიან, ეს ჩვენს მეტოქეებს საქმეს ურთულებს, ჩვენი განჭვრეტა ძნელია. ვიდალი და მარკიზიო ძალიან გვეხმარებიან.”
” ჯიჯიმ ვარჯიშის დროს ლავიწის ტრავმა მიიღო, მაგრამ საბედნიეროდ ახლა ყველაფერი რიგზეა. პრობლემები ჰქონდა ვიდალსაც, დროის მცირე შუალედში სამი შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი და რისკის გაწევა სისულელე მგონია. ამასთან სიტუაციას ყურადღებით შევაფასებ, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდე. დაიწყებს თუ არა ესტიგარიბია ძირითად შემადგენლობაში? ისიც და ელიაც სულ უფრო და უფრო ადაპტირდებიან ჩვენს სქემასთან. ჰოლანდიელს შანსი “კატანიასთან” მიეცა და ეს კიდევ განმეორდება ხვალინდელ, ან მომავალ შეხვედრებში. რაც შეეხება ესტიგარიბიას, ჯერ ნამდვილად არ გადამიწყვეტია, როგორ მოვიქცევი, თუმცა მას ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ კარგი ფეხბურთი აჩვენოს. ”
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
4-4-2 ათამაშებს ალბათ და ესტიგარბიას და ელიას დააყენებს, დელპიეროსაც სასტავში დააყენებს, და ცენტრში მარკიზიო პირლო და ზამენებზე შემოუშვებს თუ რამე დანარჩენებს, ასე მგონია და უფრო მინდა რო ასე ქნას :)
სტორარი
ლიხტშტაინერი ბარძალი ბონუჩი კიელინი
პირლო
მარკიზიო
პეპე ესტიგარიბია
დელ პიერო
მატრი
ეს სასტავი მინდა ძირითადში. კვალიარელა, ტონი, ვუჩინიჩი, ელია და კრასიჩი სათადარიგოდან დაგვეხმარებიან
სტორარი
ლიხტშტაინერი ბარძალი ბონუჩი კიელინი
პირლო
მარკიზიო
პეპე ესტიგარიბია
დელ პიერო
მატრი
ეს სასტავი მინდა ძირითადში. ვუჩინიჩი, ელია და კრასიჩი სათადარიგოდან დაგვეხმარებიან
ისე მინდა რომ ელია ან ესტიგარიბია დააყენოს დააყენოს ძირითადში, უფრო ალბათ ესტიგარიბია, იმიტომ, რომ ელიამ უკვე ითამაშა ძირითადში, თან ესტიგარიბიამ წინა თამაშში ბოლო 10 წუთი კარგად ითამაშა.
დელ პიეროც კარგ ფორმაშია და ეგეც ძირითადში მინდა
ჯოვინკომ მოუგო ჯენოას და ამათმა თუ ვერ მოუგეს მალადეც რა…
ჯოვინკომ

ნამიოკი ჩაარტყა და თქვა რო ვიდალი და ბუფონი ძირითადში არ იდგებიანო :)
BaTuMski……..>>>
მაქსიმალური კორექტულობა კომენტარის წერისას )
დელ პიერო ნამდვილი გენიაა

ტონი კვალი დააყენოს, შარშან ტონიმ გადაგვარჩინა ჯ
ენუასთან
რატომღაც მგონია რომ ხვალე ვერ მოვიგებთ :( იმედია ვცდები. . .
თუ ფიორენტინამ ვერ მოიგო მაშინ მოვიგებთ მაგრამ თუ მოიგო მაშინ ნაკელბი შანსი იქნება
მე პირადად დელ პიეროს ველოდები ძირითადში!!! მომენატრა ალეს თამაშის ყურება