ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესკონფერენცია

ანტონიო კონტემ დღეს საღამოს მედიასთან მომავალი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე ტურინის “იუვენტუსი” “ჯენოას” საკუთარ კედლებში დაუხვდება.

“ბიანკონერები” მორიგი სამი ქულის აღებას ეცდებიან, მაგრამ გასეირნებას არც გენუელები აპირებენ. პრესკონფერენცია კონტემ დელ პიეროზე საუბრით დაიწყო…

ალესანდრო თავს კარგად გრძნობს, დღეს ისე ივარჯიშა, როგორც არასდროს. მასთან ვისაუბრე და კიდევ ერთხელ ვუთხარი, რომ გადაწყვეტილებებს მხოლოდ მწვრთნელის პოზიციიდან მივიღებდი. დრო, რომელსაც მას სათამაშოდ მივცემ მის ფორმასა და იმ სარგებელზე იქნება დამოკიდებული, რომლის მოტანასაც შეძლებს.”

რაც შეეხება “ჯენოას”, ეს ტექნიკურად ძლიერი გუნდია, “როსობლუებმა” ჩემპიონატი კარგად დაიწყეს. ძალიან მობილიზირებულები არიან, ეს კი ჩვენთვის სიამაყის საგანია, მეტოქეები ისევ ჯეროვნად გვაფასებენ.

ტაქტიკური სქემა? ყოველთვის ვამბობდი, რომ მთავარი სქემა კი არა შემართება და განწყობაა. წელს იმ ტიპის ნახევარმცველები მყავს, რომლებიც ორი განსხვავებული სტილის ფეხბურთის თამაშის საშუალებას იძლევიან, ეს ჩვენს მეტოქეებს საქმეს ურთულებს, ჩვენი განჭვრეტა ძნელია. ვიდალი და მარკიზიო ძალიან გვეხმარებიან.”

ჯიჯიმ ვარჯიშის დროს ლავიწის ტრავმა მიიღო, მაგრამ საბედნიეროდ ახლა ყველაფერი რიგზეა. პრობლემები ჰქონდა ვიდალსაც, დროის მცირე შუალედში სამი შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი და რისკის გაწევა სისულელე მგონია. ამასთან სიტუაციას ყურადღებით შევაფასებ, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდე. დაიწყებს თუ არა ესტიგარიბია ძირითად შემადგენლობაში? ისიც და ელიაც სულ უფრო და უფრო ადაპტირდებიან ჩვენს სქემასთან. ჰოლანდიელს შანსი “კატანიასთან” მიეცა და ეს კიდევ განმეორდება ხვალინდელ, ან მომავალ შეხვედრებში. რაც შეეხება ესტიგარიბიას, ჯერ ნამდვილად არ გადამიწყვეტია, როგორ მოვიქცევი, თუმცა მას ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ კარგი ფეხბურთი აჩვენოს.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juventino90
12 years ago

4-4-2 ათამაშებს ალბათ და ესტიგარბიას და ელიას დააყენებს, დელპიეროსაც სასტავში დააყენებს, და ცენტრში მარკიზიო პირლო და ზამენებზე შემოუშვებს თუ რამე დანარჩენებს, ასე მგონია და უფრო მინდა რო ასე ქნას :)

JUVE - THE BEST CLUB. ONE LOVE

სტორარი

ლიხტშტაინერი ბარძალი ბონუჩი კიელინი

პირლო
მარკიზიო
პეპე ესტიგარიბია

დელ პიერო
მატრი

ეს სასტავი მინდა ძირითადში. კვალიარელა, ტონი, ვუჩინიჩი, ელია და კრასიჩი სათადარიგოდან დაგვეხმარებიან

JUVE - THE BEST CLUB. ONE LOVE

სტორარი

ლიხტშტაინერი ბარძალი ბონუჩი კიელინი

პირლო
მარკიზიო
პეპე ესტიგარიბია

დელ პიერო
მატრი

ეს სასტავი მინდა ძირითადში. ვუჩინიჩი, ელია და კრასიჩი სათადარიგოდან დაგვეხმარებიან

JUVE - THE BEST CLUB. ONE LOVE

ისე მინდა რომ ელია ან ესტიგარიბია დააყენოს დააყენოს ძირითადში, უფრო ალბათ ესტიგარიბია, იმიტომ, რომ ელიამ უკვე ითამაშა ძირითადში, თან ესტიგარიბიამ წინა თამაშში ბოლო 10 წუთი კარგად ითამაშა.
დელ პიეროც კარგ ფორმაშია და ეგეც ძირითადში მინდა

Giorgi kasrashvili
12 years ago

ჯოვინკომ მოუგო ჯენოას და ამათმა თუ ვერ მოუგეს მალადეც რა…

7uP
7uP
12 years ago

ჯოვინკომ :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

საბა შიოშვილი

:forza: :forza:

ნამიოკი ჩაარტყა და თქვა რო ვიდალი და ბუფონი ძირითადში არ იდგებიანო :)

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

BaTuMski……..>>>

მაქსიმალური კორექტულობა კომენტარის წერისას )

shohashoha
12 years ago

დელ პიერო ნამდვილი გენიაა
:juvee:

Di Francesco # 1
12 years ago

ტონი კვალი დააყენოს, შარშან ტონიმ გადაგვარჩინა ჯ :italy: ენუასთან

Juvent1no
12 years ago

რატომღაც მგონია რომ ხვალე ვერ მოვიგებთ :( იმედია ვცდები. . .
თუ ფიორენტინამ ვერ მოიგო მაშინ მოვიგებთ მაგრამ თუ მოიგო მაშინ ნაკელბი შანსი იქნება :oldman:

12 years ago

მე პირადად დელ პიეროს ველოდები ძირითადში!!! მომენატრა ალეს თამაშის ყურება :roll:

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x