ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” – “ჯენოა” ( წინასამატჩო )

არის “იუვენტუსი” “სკუდეტოსთვის” ბრძოლის ფავორიტი? თუ ასეა, “ბიანკონერებს” ისევ გამარჯვებების გზაზე დაბრუნება მოუწევთ, ამის ბრწყინვალე შანსი კი დღეს, საკუთარ სტადიონზე მიეცემათ…

“მილანთან” მოპოვებულმა შთამბეჭდავმა გამარჯვებამ უკვე ყველას დაავიწყა “კიევოსთან”, “კატანიასა” და “ბოლონიასთან” დაკარგული ქულები. ეს ყველაფერი კი “იუვენტუსმა” უკვე ამ სეზონში მოასწრო.

კვირას, უგოლო ფრედ დასრულებული მატჩი “სერია ა” -ში ერთპიროვნული ლიდერობის ხელიდან გაშვებული შანსი იყო. “მფრინავმა ვირებმა” ბრწყინვალე დაცვითი განსწავლულობა გამოიჩინეს და საკუთარი კარების 90 წუთის განმავლობაში მშრალად შენახვა შეძლეს, მიუხედავად იმისა, რომ ალესანდრო დელ პიეროს სეზონის პირველი გოლის გატანამდე მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი დააკლდა.

უკვე მერამდენე დღეა მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება სწორედ დელ პიეროსადმია მიპყრობილი. ანდრეა ანიელიმ ნათლად განაცხადა კაპიტნის წასვლის შესახებ, რაც ბევრისთვის, უბრალოდ, შოკი იყო. ცხადია, არავის გაუკვირდება, თუ ასეთი სიახლე გუნდის თამაშსაც დაასვამს დაღს, დელ პიეროს გარეშე “იუვენტუსის” წარმოდგენა თავად ფეხბურთელებსაც გაუჭირდებათ.

თავისმხრივ, გადაწყვეტილებების მიღება ანტონიო კონტესაც მოუწევს. საინტერესოა, ისევ დარჩება 4-1-4-1 ტაქტიკის ერთგული თუ მცირე ხნით 4-4-2 -ს დააბრუნებს? ტრავმირებული ფეხბურთელები თითქმის არ არიან, შეხვედრას ტრიბუნებიდან “ბენტეგონიზე” მიღებული ტრავმის გამო მხოლოდ ჯიაკერინი დააკვირდება. ამასთან, შესაძლოა, ცენტრში ისევ ბარცალი-ბონუჩის დუეტი დადგეს, მარცხენა ფლანგი კი, როგორც “მილანთან” მატჩში, კიელინიმ დაიკავოს.

“ჯენოა” დღევანდელ შეხვედრამდე ორი გამარჯვებით მოვიდა, გენუელებმა მეორე ტურში “ლაციო”, მესამეში კი “კატანია” დაამაცხეს და ამჟამად ექვს თამაშში აღებული 8 ქულით მე-12 პოზიციას იკავებენ. აქამდე იყო მარცხი “პარმასა” და “კიევოსთან” და ფრედ დასრულებული შეხვედრა სამხრეთიტალიურ “ლეჩესთან”.

პრეზიდენტმა ენრიკო პრეციოზიმ მედიას განუცხადა, ჩემი გუნდისგან მეტს ველოდებიო, თუმცა ალბერტო მალეზანის გაშვების შესაძლებლობა კატეგორიულად გამორიცხა. ეს უკანასკნელი “ბოლონიადან” გასულ ზაფხულს გადმობარგდა, მაგრამ იტალიური ფეხბურთის სპეციალისტები უფრო დელიო როსის ან ჯიჯი დი კანიოს ელოდნენ.

მალეზანი, სავარაუდოდ, 4-3-1-2 ფორმაციით ითამაშებს, თუმცა კახა კალაძის გარეშე. ვეტერანი ქართველი მცველი “ჯიალოროსებთან” შეხვედრაში მიღებული ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება საკუთარ გუნდს. დაცვაში ახლა დაირო დაინელი და ემილიანო მორეტი დადგებიან.

ისტორიული კუთხით, “იუვენტუსს” დიდი უპირატესობა აქვს 35 მოგებით, 7 ფრითა და მხოლოდ ორი მარცხით. ეს ექვსი ქულაც “ჯენოამ” 1937 და 1991 წლებში მოიპოვა. მას შემდეგ ტურინში გენუელებმა მხოლოდ ერთ ქულას მოუყარეს თავი. საგულისხმოა, რომ საკუთარ არენაზე ჩატარებულ ბოლო სამ შეხვედრაში, ტურინელებმა “ჯენოას” კარი ათჯერ აიღეს.

სავარაუდო გმირები: საინტერესოა, ითამაშებს თუ არა ალესანდრო დელ პიერო. და თუ ითამაშებს, როგორი იქნება მისი საფეხბურთო რეაქცია გასული კვირის მოვლენებისადმი? დღევანდელ მატჩში კაპიტანს განსაკუთრებული მოტივაცია ექნება, ეს კი წარმატებული ფეხბურთის მთავარი გარანტია.

სავარაუდო შემადგენლობა: (იუვენტუსი): სტორარი, ლიხტშტაინერი, კიელინი, ბონუჩი, ბარცალი, პირლო, მარკიზიო, კრასიჩი, პეპე, მატრი, ვუჩინიჩი.

(ჯენოა): ფრე, როსი, დაინელი, მორეტი, ანტონელი, კუჩკა, ველოსო, ბირსა, მერკელი, პალასიო, კარაჩიოლო.

არბიტრი: რომეო.

60 thoughts on ““იუვენტუსი” – “ჯენოა” ( წინასამატჩო )

  1. BaTuMski……..>>>
    მაგაშია საქმე, მომატება არ შეუძლია მთლად არ გეთანხმები, შარშანდელთან შედარებით ბევრი მოუმატა
    ესეიგი შენ კმაყოფილი იქნები იმ მრავალგზის წაგებული ან მოუგებელი გუნდით რომლის ტრეინერი გამოვა და იტყვის რო, ყველაფერი კარგადაა დღე წავაგეთ ხვალაც წავაგებთ, მარა რაც მთავარია გუნდში არის ფეხბურთელებიც მომავალში მოუმატებენო? ან მოუმატებენ ან არა
    ზუსტად ეს შემთხვევაა კრასიჩთან იმის გამო რო მომავალში კრასიჩმა შესაძლოა უკეთესად ითამაშოს, ამის გამო გარანტირებული რაგაც დონის შედეგის მომტანი პეპე არუნდა დაკარგო

    1. მერე დააყენოს კრასიჩი და ალია ან ესტირაბია და თუ რამე გამოიყვანს მაგ პეპეს…. ზამენა რისთვის არსებობს რო რამეშეცვალო თამაში.. მაიც მეორე ტაიმშის 70 წუთის მერე იწყებენ შეტევას …. იქმდე დადიან

  2. დააყენოს ელია დაგვანახოს რა შეუძლია ამ კაცს,კრასიჩი სასტავში აღარ იმსახურებს-პეპეს კი დაანებეთ თავი კაცი მთელ გულს და ენერგის დებს -რა გინდა რო ქნას -თავს ზემოთ ძალა არაააა

    1. მარკიზიოს თუ გულისხმობ ამ სეზონის ლიმიტი ამოწურა მაგან გოლების დარწმუნებული ვარ :givi: აი მირკოს თუ ამ ეგ უფრო რეალურია

  3. BaTuMski……..>>>
    შენ ვინ გინდა პეპეს მაგივრად ელია?
    შანსი არაა მარცხენაფლანგელმა ელიამ, რომელიც ძალინ ცუდ ფორმაშია აჯობოს პეპეს მითუმეტეს მაგი დაცვაში ჩამსვლიელი არა, არც შეტევაშია შეუჩერებელი

  4. შეუყძლია კაია, სანამ მოედანზე შევა ყველას ყველაფერი შეუძლია, ელიამ მარჯვნივ კიარა მარცხნივ ვერ ითამაშა
    დღეს იუვეში პეპეზე უკეთესი ფლანგის მოთამაშე არაა, თან ორივე ფლანგზე ერთნაირი წარმატებით თამაშობს
    ამ თამაშების მიხედვით, მითუმეტეს იუვეს ფანისგან პეპეზე კაის მეტი არაფერი უნდა ისმოდეს

    1. მე არ ვამბობ რო ცუდია უბრალოდ, მე იმას ვამბობ რობ რო მომატება არ შეუძლია რაც მახსოვს მაგ დონეზეა მთელი თამაში.. დაცვაში კი ბაზარი არაა 5+ მარა თავდასხმაში იმენა ნოლია იგივეა ჯაკერინიც.. ჯაკერინი ვაფშე ტურინში რატო უნდა თამაშობდეს ნუ ეგ უკვე მეორე თემაა …

    1. დღეს კი კრასიჩს ცალი ფეხი რო ქონდეს მაინც ჯობია… პეპე არის იდეალური ზამენაზე… და ელიას რაც შეეხება 45 წუთი აქ ნათამაში და პეპე კი რაც მახსოვს ძირითადშია … აუუუუუ ფიორე იგებს იმედია ვერ მოიგებს თორე მეშინია იუვემ არ გამაზოს

  5. ბარძალი არის საუკეთესო უკანა ხაზელი მაგრამ არ ჩანს ელიტაში იმიტო რო იუვენტუსი არ არის ისეთ დონეზე როგორზეც ბარსელონა.თორე პიკეზე ბევრად მაღალი დონის მცველია ბარძალი.
    და კიდე კიელინის ფლანგზე თამაში უკეთესია ვიდრე დეჩელიეს ფლანგზე დამცირება და ბონუჩის სკამზე ჯდომა.და ნაკრებშიც კიდე 3 უკანახაზელი ერთი გუნდიდან ბევრს ნიშნავს,ძაან მაგრად გაუგებენ ერთმანეთს.

  6. სამწუხაროდ მე ვერ ვივიწყებ იმ სამ ფრეს.. მაგრამ ყველაფერი წინ არის, ერთ კვირაში სამი თამაში გვაქვს და ბევრი რამე გადაწყდება!!! ჯენოას და ფიორენტინას უნდა მოვუგოთ.. მერე კი ინტერის ჯერიც დადგება :forza:

  7. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა,იტალიის ნაკრების მომავალი დაცვის 3 ბურჯი გვყავს ნაკრებში,ლეომ იპოვა სტაბილურობა და თუ კიელინის არ გადმოწევს ფლანგიდან მაგრად გაუჭირდება ბარძალის ლეოს კონკურენცია,და პირიქითაც,საუკეთესო უკანა ხაზი გვყავს იტალიაშიც და სულ მალე ევროპაშიც

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.