“იუვენტუსი” – “ჯენოა” ( წინასამატჩო )
არის “იუვენტუსი” “სკუდეტოსთვის” ბრძოლის ფავორიტი? თუ ასეა, “ბიანკონერებს” ისევ გამარჯვებების გზაზე დაბრუნება მოუწევთ, ამის ბრწყინვალე შანსი კი დღეს, საკუთარ სტადიონზე მიეცემათ…
“მილანთან” მოპოვებულმა შთამბეჭდავმა გამარჯვებამ უკვე ყველას დაავიწყა “კიევოსთან”, “კატანიასა” და “ბოლონიასთან” დაკარგული ქულები. ეს ყველაფერი კი “იუვენტუსმა” უკვე ამ სეზონში მოასწრო.
კვირას, უგოლო ფრედ დასრულებული მატჩი “სერია ა” -ში ერთპიროვნული ლიდერობის ხელიდან გაშვებული შანსი იყო. “მფრინავმა ვირებმა” ბრწყინვალე დაცვითი განსწავლულობა გამოიჩინეს და საკუთარი კარების 90 წუთის განმავლობაში მშრალად შენახვა შეძლეს, მიუხედავად იმისა, რომ ალესანდრო დელ პიეროს სეზონის პირველი გოლის გატანამდე მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი დააკლდა.
უკვე მერამდენე დღეა მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება სწორედ დელ პიეროსადმია მიპყრობილი. ანდრეა ანიელიმ ნათლად განაცხადა კაპიტნის წასვლის შესახებ, რაც ბევრისთვის, უბრალოდ, შოკი იყო. ცხადია, არავის გაუკვირდება, თუ ასეთი სიახლე გუნდის თამაშსაც დაასვამს დაღს, დელ პიეროს გარეშე “იუვენტუსის” წარმოდგენა თავად ფეხბურთელებსაც გაუჭირდებათ.
თავისმხრივ, გადაწყვეტილებების მიღება ანტონიო კონტესაც მოუწევს. საინტერესოა, ისევ დარჩება 4-1-4-1 ტაქტიკის ერთგული თუ მცირე ხნით 4-4-2 -ს დააბრუნებს? ტრავმირებული ფეხბურთელები თითქმის არ არიან, შეხვედრას ტრიბუნებიდან “ბენტეგონიზე” მიღებული ტრავმის გამო მხოლოდ ჯიაკერინი დააკვირდება. ამასთან, შესაძლოა, ცენტრში ისევ ბარცალი-ბონუჩის დუეტი დადგეს, მარცხენა ფლანგი კი, როგორც “მილანთან” მატჩში, კიელინიმ დაიკავოს.
“ჯენოა” დღევანდელ შეხვედრამდე ორი გამარჯვებით მოვიდა, გენუელებმა მეორე ტურში “ლაციო”, მესამეში კი “კატანია” დაამაცხეს და ამჟამად ექვს თამაშში აღებული 8 ქულით მე-12 პოზიციას იკავებენ. აქამდე იყო მარცხი “პარმასა” და “კიევოსთან” და ფრედ დასრულებული შეხვედრა სამხრეთიტალიურ “ლეჩესთან”.
პრეზიდენტმა ენრიკო პრეციოზიმ მედიას განუცხადა, ჩემი გუნდისგან მეტს ველოდებიო, თუმცა ალბერტო მალეზანის გაშვების შესაძლებლობა კატეგორიულად გამორიცხა. ეს უკანასკნელი “ბოლონიადან” გასულ ზაფხულს გადმობარგდა, მაგრამ იტალიური ფეხბურთის სპეციალისტები უფრო დელიო როსის ან ჯიჯი დი კანიოს ელოდნენ.
მალეზანი, სავარაუდოდ, 4-3-1-2 ფორმაციით ითამაშებს, თუმცა კახა კალაძის გარეშე. ვეტერანი ქართველი მცველი “ჯიალოროსებთან” შეხვედრაში მიღებული ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება საკუთარ გუნდს. დაცვაში ახლა დაირო დაინელი და ემილიანო მორეტი დადგებიან.
ისტორიული კუთხით, “იუვენტუსს” დიდი უპირატესობა აქვს 35 მოგებით, 7 ფრითა და მხოლოდ ორი მარცხით. ეს ექვსი ქულაც “ჯენოამ” 1937 და 1991 წლებში მოიპოვა. მას შემდეგ ტურინში გენუელებმა მხოლოდ ერთ ქულას მოუყარეს თავი. საგულისხმოა, რომ საკუთარ არენაზე ჩატარებულ ბოლო სამ შეხვედრაში, ტურინელებმა “ჯენოას” კარი ათჯერ აიღეს.
სავარაუდო გმირები: საინტერესოა, ითამაშებს თუ არა ალესანდრო დელ პიერო. და თუ ითამაშებს, როგორი იქნება მისი საფეხბურთო რეაქცია გასული კვირის მოვლენებისადმი? დღევანდელ მატჩში კაპიტანს განსაკუთრებული მოტივაცია ექნება, ეს კი წარმატებული ფეხბურთის მთავარი გარანტია.
სავარაუდო შემადგენლობა: (იუვენტუსი): სტორარი, ლიხტშტაინერი, კიელინი, ბონუჩი, ბარცალი, პირლო, მარკიზიო, კრასიჩი, პეპე, მატრი, ვუჩინიჩი.
(ჯენოა): ფრე, როსი, დაინელი, მორეტი, ანტონელი, კუჩკა, ველოსო, ბირსა, მერკელი, პალასიო, კარაჩიოლო.
არბიტრი: რომეო.
ბორდომ იგებს,რეალიც იგებს. ეს ორივე დაჯდეს და გენკმაც მოიგოს და მარტო იუვე დამრჩება
საკაიფო ბილეთი მაქვს. ხიხონი,ვერდერი და ნიუკასლი უკვე დავსვი
NEDVEDA11.. x2 უნდა დაგედო ეგ თამაში განა იმიტო რო იუვეს მოგება არ მინდა :D არამედ იმიტო რო თუ იუვე წააგებს ან ფრე მორჩება (ჯვარი გვწერია) ტოტალიზატორში მოიგებ და გაგიხარდება თუ იუვე მოიგებს ტოტალიზატორის დედაც ვატირე შენი ფავორიტი გუნდი მოიგებს და ვაფშე გაგიხარდება :))
მაგდენ ტანჯვას არ შეიძლება უბრალოდ არ ჩადო შენი საყვარელი გუნდი???
დღეს ვიგებთ ფიორემ გამაზა… იოვეტჩი ფორმაში შედის ნელ0ნელა დუბლი გაიფორმა…იმედია ჩვენთან არ გამოისხამს ფრთებს
GMG სპორ1 აჩვენებს ..ვიცავ უნდა იქ უყუროს
დღეს იუვეზე არ მაქ დადებული ზნაჩიტ მოვიგებთ
( მგონი მიხვდებით ამას რატომაც ვამბობ
)
მე მაინც მაქვს დადებული :D
ერთად ვიგებთ, ერთად ვაგებთ
live – ს დადებთ ვინმე ადმინები ხართ ჩემს გარდა აქ ?
fromsport.com აქ შედი ძაან იშვიათად რო გაჭედოს და კაი ხარისხი აქ
cudi interneti maqvs da iseti linki dmaigdet aq ra ro vuyuro cinascar madloba :D

დგეს ვიგებთ ორი ბურთის სხვაობით მატრი ვუჩინიჩი გოლების ავტორები
ჩვენი დროით 22:45-ზე იწყება? თუ იცით?
კი..
მადლობა ყურადღებისთვის ;)
ika_karala

არა რა ბეილი, ბეილი და 1 თამაშით გავარსკვლავებული ბევრი ვიცი ყვავებს რო ყრიდა
ისე ესეც უელსელია, ძველი ლივეპულიდან მომწონდა და სულ მინდოდა იუვეში, ახლა ცოტა მობერდა მარა სისწრაფე კიდე აქ კაცს ატყუებს ჩაწოდება იცის და კარში დარტყმა
დღეს ვუჩინიჩს მატრის და დელ პიეროს ერთად დავაყენებდი.. დაცვის ლიდერი აკლიათ და ავიკლავთ (ლიდერში კალაძეს ვგულისხმობ,ჯენოაში ერთ-ერთი საუკეთესოა)
BaTuMski……..>>>
ზამენა იმისთვისაა რო, ვიდალი, ელია,კრასიჩი, და მატრი დააჯინო, სანამ აზრზე არ მოვლენ
მარცხენა ფლანგზე ბელამი დაგვხატავდა მარა აწი ვინ გამოგატნევს, ამ ზაფხულზე უნდა გვეყიდა
დღითიდღე მაკვირვებ.. რა ბელამი???
თუ ბეილი უნდა დაგეწერა??? : )
ვიდალი კი არ არის ზამენის კაცი.. ძირითადისაა ; )
ვიდალი ნაკლებად…მაგას მირჩევნია მარკიციო ქალიშვილი იჯდეს მანდ
ყველაფერი კარგად იქნება !!!

სტორარი ძალიან მაგარია იმედია ისევ მხეც ფორმაშია
:))))
ბუფონს რა ჭირს რატო არ იქნება????????! არაა განაცხადში?
ტრავმა აქვს 10 დღე არ იქნება..ლავიწის ძვალი დაიზიანა ვარჯიშზე