ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” 2-2 “ჯენოა” (ფეხბურთელების შეფასებები)

“იუვენტუსი” 2-2 “ჯენოა” (ფეხბურთელების შეფასებები).

მარკო სტორარი – 6.0 – კარის მარცხენა ფლანგზე უშვენს შეცდომებს და სწორედ ამ ფლანგიდან გასდის ორივე გოლი, მაგრამ აქ აღნიშვნის ღირსი დაცვის ძალიან სუსტი თამაშია რამაც მეტწილად განაპირობა მის კარში გატანილი ორი გოლი. მატჩის მიწურულს იგერიებს ხორკერას ძალიან ძლიერ დარტყმას.

ბონუჩი – 5.5 – მეტნაკლებად კარგად თამაშობდა პალასიოს წინააღმდეგ, მაგრამ კარაჩელოს გამოსვლის შემდეგ დაკარგა თავისი თამაში და საბოლოოდ 2-2.

ბარძალი – 6.0 – საწყის წუთებში “ჯენოას” ფეხბურთელებს ჩაწოდებების და კარში დარტყმების უფლება არ მისცა, მაგრამ შემდეგ მერკელს აძლევს შანსს გააკეთოს საგოლე გადაცემა და 1-1. უნდა ითქვას, რომ დღეს ის “იუვეს” საუკეთესო მცველია.

კიელინი – 5.0 (მატჩის ანტიგმირი) – როგორც ჩანს, ჯორჯო მარცხენა ფლანგს ვერ სათანადოდ ვერ მოერგო. თამაშობს დაბნეულად, უამრავი არაზუსტი პასი, ორი შესანიშნავი მომენტი რომლის მსგავსიც აქამდე ბრწყინვალედ აქვს შესრულებული. ორივე გაშვებული გოლი მატწილად მის სინდისზეა. პირველი გოლის მომენტში მეორე სართულზე ორთაბრძოლას აგებს როსისთან , მეორე გოლის ეპიზოდში კი კუჩკასთან.

ლიხშტაინერი – 5.5 – პირველივე წუთებიდან სცადა შეტევაში წასვლა, მაგრამ ანტონელი შესანიშნავად ირჯებოდა მის წინააღმდეგ. როდესაც ანგარიში 2-1 იყო უშვებს ზალიან უხეშ შეცდომას, მაგრამ საბედნიეროდ “ჯენოას” ფეხბურთელი მასთან ახლოს არ იყო და სტეფანმა თავისი შეცდომა გამოასწორა. სამწუხაროდ თამაშიდან თამაშამდე რეგრესირებს, იმედია მალე მოეგება გონს.

პეპე – 5.5 – როგორც ყოველთვის ბოლომდე იბრძვის ყველაფერს დებს თამაშში, მაგრამ დღეს მისი დღე ნამდვილად არ იყო ძირითადად გამოირჩეოდა უხეშობით, ერთ-ერთ ეპიზოდში კი მატრის ხელს უშლის დარტყმაში. რომელიც შესაძლოა გოლად ქცეულიყო და “იუვენტუსისთვის” გამარჯვება მოეტანა.

ესტიგარიბია – 6.0 – აქტიურია მარცხენა ფლანგზე, თამაშის საწყის წუთებში რამდენჯერმე ხვდება ფეხებში, მესტოს ყვითელი ბარათის შემდეგ კი უფრო გაიხსნა, რადგან “ჯენოას” მცველი ხისტ თამაშს ერიდებოდა. პირველ ტაიმში აკეთებს ბრწყინვალე პასს მატრიზე, ამ უკანასკნელის დარტყმა კი მცირედით ცდება მეტოქის კარს.

მარკიზიო – 5.5 – სწორედ მისი დარტყმის შემდეგ შეუცვალა მატრიმ ბურთს მისამართი და მეტოქის კარში აღმოჩნდა. მოედანზე შეუმჩნებლად მუშაობს, არტურო ვიდალის არყოფნაში მის პოზიციაზე არ თამაშობდა და ამიტომაც ცოტა ინერტულად ასპარეზობდა.

პირლო – 6.5 – მეტწილად მისი დამსახურებაა “იუვეს” მიერ გატანილი ორივე გოლი. პირველი გოლი მისი და მარკიზიოს მიერ გათამაშებული კუთხურიდან გავიდა. მეორე გოლის ეპიზოდში კი შესანიშნავად ატარებს ფეხებშუა ვუჩინიჩის პასს, რითაც აბნევს “ჯენოას” მცველებს, ბურთი კი მარტოდმარტო მყოფ მატრის მისდის რომელსაც გოლის გატანა არ უჭირს და 2-1.

მატრი – 8.0 – (მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი) – შესანიშნავი რეაქცია მარკიზიოს დარტყმის შემდეგ და გოლი. შემდეგ თავური დარტყმა რომელიც მცირედით ცდება “ჯენოას” კარს, კიდევ ერთ მის დარტყმულს ფრეი რის ვაივაგლახით იგერიებს კუთხურზე. მეორე ტაიმში ბრწყინვალედ იყენებს ვიჩინიჩის პასს და როგორც ნამდვილ პროფესიონალს შეეფერება გააქვს გოლი. იყო მომენტი როდესაც სიმონე პეპემ შეუშალა დარტყმაში ხელი, რომელიც შესაძლოა გასული კიდეც. მატრიმ კონტეს იმედები გაამართლა და “ფიორენტინასთან” მატჩშიც მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოვა.

ვუჩინიჩი – 6.0 – ცდილობს გამოავლინოს მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ამას ვერ ახერხებს. ხელიდან უშვებს ორ საგოლე მომენტს, პირველად თითქმის პირისპირ გასულმა პირდაპირ ფრეის მოარტყა ბურთი, მეორედ კი დიდი მანძილით ცდება ბურთი “ჯენოას” კარს. მის აქტივშია საგოლე პასი რომელიც მეორე ტაიმში მატრიზე გააკეთა, მაგრამ რომ არა პირლოს კარგი თამაში შესაძლოა ეს პასი მატრიმდე არცკი მისულიყო.

კრასიჩი (82_ე წუთიდან)– 5.0 – თამაშის დასრულებამდე 8 წუთით ადგერ გამოდის მოედანზე, რათქმაუნდა ძნელია ამ დროის მონაკვეთში რაიმე ღირებულის გაკეთება. ცდილობდა ყოფილიყო აქტიური, მაგრამ დაბნეული ჩანდა.

პაციენცა – (69_ე წუთიდან) – 6.0 – შემოვიდა ნახევარდაცვის ცენტრის გასაძლიერებლად, რაც მეტწილად გამოუვიდა კიდეც, არ აძლევდა მეტოქე ფეხბურთელებს მოედანზე მშვიდად გადაადგილების უფლებას. მას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია გუბდისთვის.

დელ პიერო (89_ე წითიდან) – შეფასების გარეშე – ისმის კითხვა: რატომ გამოიყვანა კონტემ მოედანზე დელ პიერო? რა უნდა გააკეთოს ფეხბურთელმა ერთ წუთში? დელ პიეროს მხოლოდ სტატისტიკაში “სერია A_ში” გამართული კიდევ ერთი მატჩი ჩაეწერა.

კონტე – 5.5 – ფეხბურთელებს გოლის შემდეგ თამაშის ტემპის დაგდება მოსთხოვა, რითაც პირველ ტაიმში დაისაჯა, მეორე ტაიმში გატანილი გოლის შემდეგაც კი არ შეცვალა თამაშის ტაქტიკა და ისევ თამაშის დაწყნარება გადაწყვიტა და ისევ დაისაჯა. მოედანზე შემოჰყავს კრასიჩი და დელ პიერო, მაგრამ როდის? როდესაც სულ რაღაც 6-7 წუთია მატჩის ძირითადი დროის ამოწურვამდე დარჩენილი. მისმა მოწინააღმდეგე კოლეგამ სამივე ცვლილება გამოიყენა და მეორე გოლი სწორედ ხორკერას ჩაწოდებით, კუჩკას თავური პასით და კარაჩელოს გოლით დასრულდა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

22 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
xataba
12 years ago

მარტის შეფასება ძალიან ბევრია, ბოატენგმა 9 მიიღო და მოიგო თამაში, მარტისთვის ცოტა არ იყოს ბევრი მეჩვენება 8

გიორგი ნაჭყებია

მეორე ბურთი სტორარის ბრალი იყო ბრატცი.. ბუფო რო ყოფილიყო დარწმუნებული ვარ მეორე გოლი არ გავიდოდა!!!!!
და არც 6.0 ეკუთვნის შეფასება სტორარის ჩემი აზრით.
ფიორენტინასთან იმედია დადგება ჯიჯი და 3 ქულას ავიღებთ
პირლოზე მაგარი კი არავინ გვყავს. ბოლო თამაშშიც გამოჩნდა

merabchick
12 years ago

მეორეს ჯიჯი ცხვირით აიგებდა :lool: სტორარი პრასააააა :lool:
სერია A-ში სლაბები არ არიან ,ასე რომ მოგვიწევს დაძაბული სეზონის ჩატარება… ფიორეს მოუგებთ 2-0

lasha naxucrishvili
12 years ago

ფიორენტინას უნდა მოუგოთ თორე არც ისე კარგად იქნება საქმე, აუ რა საშინელი კალენდარია რა არის ვინც კი ძლიერებია ყველას ზედიზედ ვხვდებით ფუუ სადაა იღბალი :lool:

12 years ago

სწორედაც კარგი კალენდარია.. აქ მაინც არ მოდუნდებიან :lool: :forza:

TIGANA
12 years ago

ჩემი აზრით შუაკვირაში, რომ არ გვქონოდა თამაში მოვიგებდით… ეტყობოდათ ზედმეტად არ იკლავდნენ თავს, 2 პრინციპული თამაში გველოდება ამ კვირაში ჯერ ფიორე მერე პრინტერი :) მე პირადათ ორივეში დადებით შედეგს ველოდები… FORZA JUVE

Del Piero 10+
12 years ago

მარჩესტერი/სიტი 1.6 :lool: ამ შაბათ კვირას მილანის და რეალის ფანები ბლატაობენ :lool: დანარჩენებმა გაისხეს :lool:

dito chanturia
12 years ago

dacvis areva chemi azrit bufonis aryofnam gamoiwvia radgan ufro mshvidad arian roca bufonia karebshi da uketesadac awyobs mcvelebs es chemi subieqturi azria da tqveni ar vici

12 years ago
Reply to  dito chanturia

:up: რა თქმა უნდა მართალი ხარ… სხვათაშორის სტორერის ბრალიც არის მეორე გოლი.. ბუფონი ან დაუძახებდა ან აღარ გავიდოდა.. კაროჩე არამგონია გასულიყო ეგ გოლი, ჯიჯი მსოფლიოში საუკეთესოა ეგეთ სიტუაციებში

12 years ago

რა მილანი რა ნაპოლი.. კაცურად რატომ ბალერშიკობთ ამათ წაგებას და გატეხვას??? ჩვენ თუ ჯენოებს და ბოლონიებს ქულები ვჩუქნეთ რა აზრი აქვს რას იზავს მილანი და ნაპოლი…

juventino90
12 years ago
Reply to 

+1

Del Piero 10+
12 years ago
Reply to 

იმიტო რო კონკურნტი ჩამოიშორო .. ძნელი მისახვედრი იყო ? :lool:

12 years ago
Reply to  Del Piero 10+

მერე რა კენი??? ჩამოიშორეე??? :lool: :lool: :lool:

Pinturicch10.
12 years ago

აუ ანჩელოტი მინდა იუვეში რა :juvee: :forza:

Del Piero 10+
12 years ago
Reply to  Pinturicch10.

მეც

საბა შიოშვილი

udinese pirvelzea :|

lasha naxucrishvili
12 years ago

ფიორენტინასაც თუ ვერ მოუგეთ დაერხათ და ეგაა

lasha naxucrishvili
12 years ago

90 % კონტეს ბრალია ნიჩია !!!!!!!! ოკ ვაცადოთ კაცს :lool: აბა ვნახოთ მაგ ჯიბრში ჩადგომებით ფეხბურთელების მიმართ რას მიაღწევს. 1 0 იგებდნენ ეგრევე მოეშვნენ 2 1 იგებდნენ ისევ და ჯენოას აჩუქეს 1 ქულა რა !

d a v i d
12 years ago

—————————ბუფონი——————————-

ლიხტა———ბარზალი———–ბონუჩი——–კილინი

მარკიზიო——–პირლო——–ესტიგარიბია

——–ვიდალი——

მატრი————-ვუჩნიჩი

d a v i d
12 years ago
Reply to  d a v i d

ფიორენტინასთან სათამაშოდ კარგი იქნება მგონი ეგეთი ტაქტიკა!!! 4-3-1-2 ანუ გამოდის 4-3-3

d a v i d
12 years ago

ესტიგარიბია მომწონს პირველ ნახევარში რაღაც შებოჭილი ჩანდა და ვერ თამაშობდა და მეორეში აშკარად მოუმატა და ათამაშდა უფრო მარა რატომღაც სამწუხაროდ შეცვალეს!!

vitali darsania
12 years ago

აუ ამის მილანმა სად მოიგო

| Newsphere by AF themes.
22
0
Would love your thoughts, please comment.x