ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატრი: ” წუწუნი არ შეიძლება “

დუბლის შესრულების შემდეგ სტადიონის დამწუხრებული დატოვება ფეხბურთელისთვის უჩვეულო რამაა, ალესანდრო მატრიმ გუშინ საღამოს სწორედ ეს გამოსცადა. იტალიელმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, თუმცა გუნდისთვის სამი ქულის მოპოვება მაინც ვერ შეძლო: “ გამარჯვება დავიმსახურეთ, ჩვენი ფანების იმედებთან ერთად, ჩვენი მოლოდინიც იზრდება და უცბად ეს მოულოდნელი ფრე. ორი გოლი განწყობისთვის კარგია, თუმცა სამი ქულა ბევრად უკეთესი იქნებოდა. ახლა დაუყოვნებლივ ფეხზე უნდა დავდგეთ და დღევანდელი საღამო დავივიწყოთ. თამაშს არ ვგულსიხმობ, ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ აი შედეგი… მაგრამ არც წუწუნი შეიძლება, “ჯენოამ” მხოლოდ ორჯერ თუ სამჯერ დაარტყა. ცხადია, მეტი კონცენტრაცია იყო საჭირო. ასეა თუ ისე, მაინც მგონია, ცუდად არ გვითამაშია. ჩვენი ტემპი მთელი 90 წუთის განმავლობაში მაღალი იყო და მხოლოდ ორი იზოლირებული ეპიზოდის გამო ვაგეთ პასუხი. “

წყარო: “იუვენტუსიუს” ფოციაილური ვებ-გევრდი

4 thoughts on “მატრი: ” წუწუნი არ შეიძლება “

  1. მატრი სერიოზული ფეხბურთელია, უბრალოდ სწორად გამოყენება სჭირდება. თუ ფორმაშია, მტრისას, ნებისმერი გუნდის დაცვა, ფრთხილად უნდა იყოს

    კაცი არასდროს არ საუბრობს თავის მიღწევებზე, გუნდის შედეგები და მიღწევები უფრო აინტერესებს

    მატრიიიიი მაგარი ხაააააარ!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.