ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მიჰაილოვიჩი : “იუვენტუსი კარგად დაკომპლექტებული გუნდია”

ტურინში გამგზავრებამდე რამოდენიმე საათით ადრე ჟურნალისტებთან შეხვედრა ანტონიო კონტეს მსგავსად ფლორენციის “ფიორენტინის” მთავარმა მწვრთნელმა, სინიშა მიჰაილოვიჩმა მოაწყო.

იები ბიანკონერებთან დაპირისპირებისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან.ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა კარგად იციან, რას ნიშნავს დაპირისპირება ამ ორ გუნდს შორის : “ბიჭები მოტივირებულნი არიან და დარწმუნებული ვარ, შესანიშნავ მატჩს ჩავატარებთ.ძალიან მომწონს აზრი იმის შესახებ, რომ ფიორენტინა გახდება პირველი გუნდი, რომელიც იუვენტუსის ახალ სტადიონზე პირველ გამარჯვებას მოიპოვებს.40 000 ტურინელი ფანატის წინაშე მატჩი არც ისე ადვილია, თუმცა გახსნილ თამაშს ველი.”

“ფიორენტინა” ტურინში სკუადრა აძურას წევრების გარეშე ითამაშებს, მარჯვენა მცველი, მატია კასანი ტრავმირებულია, ნახევარდაცვის ბურჯი რიკარდო მონტოლივო კი დისკვალიფიცირებული : “ვინც ითამაშებს, ის ბოლომდე დაიხარჯება.ჯილარდინო მზადაა მოედანზე 90 წუთი დაჰყოს, ხვალ გადავწყვეტ, ითამაშებს თუ არა ალბერტო ძირითად შემადგენლობაში.იმაზე ნაკლები ქულა გვაქვს, ვიდრე ვიმსახურებდით, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.იუვე – აგრესიული გუნდია, რომლის თითოეული ფეხბურთელი მთელი ძალით თამაშშია ჩართული.მათი ძლიერი მხარე მოედნის ცენტრია, ანტონიო კონტეს შესანიშნავად დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს.”

აქვე გთავაზობთ იმ ფეხბურთელების სიას, რომლებიც სინიშა მიჰაილოვიჩმა “იუვენტუსთან” მატჩზე გამოიძახა : ბეჰრამი, ბორუცი, ჩერჩი, დე სილვესტრი, გამბერინი, ჯილარდინო, იოვეტიჩი, ხარჯა, ლიაიჩი, ლაცარი, მუნარი, ნასტასიჩი, ნატალი, ნეტო, პასკუალი, პაცალი, რომიცი, რომულო, სილვა, ვარგასი

წყარო : Juventus.com ; Juventus.com

16 thoughts on “მიჰაილოვიჩი : “იუვენტუსი კარგად დაკომპლექტებული გუნდია”

  1. ––––––––––––––––სტორარი–––––––––––––

    ლიხტშტაინერი––ბარძალი––ბონუჩი––კიელინი

    –––––––––პირლო–––––ვიდალი––––––––––

    –––––––––––––მარკიზიო–––––––––––––––

    დელ პიერო––––––––––––––––––––––––ელია

    –––––––––––––––მატრი––––––––––––––––

  2. Darja
    არა მაინც სულ დაცვაში უწევს თამაში და მიტო ვთქვი, ლიხაც და კიელინიც ბევრჯერ გადაარჩინა
    მე არ ვიძახი რო უმაღლესი დონის ფეხბურთელია, მარა რაც შეუძლია თავს არ ზოგავს და არ ვიძახი 11 პეპეს უბრალოდ 1 საწიროა
    სეიძლება ნივერსალი არაა მარა კარშიც რო დააყენო იქაც დამორჩეული იქნება თავისი მონდომებით, ეტყობა რო გუნდი უყვარს და ამას იქ შეკრებილი მაყურებელიც გრძნობს

  3. 1juve

    კაი ეგ პეპე დიდი უნივერსალიც და უმაღლესი კლასის ფეხბურთელი ნუ გგონია, პოზიციის შეცვლა უპრობლემოდ რომ მოახერხოს, მიუხედავათ იმისა რომ შეიძლება უთამაშია მაგ პოზიციაზე..ამ გარემარბის პოზიციით ხვდება ძირითადში და დაეტიოს მანდ, კაპიტნობაც მივცეთ ბარეღამ და მეათეც მივაკრათ ზურგზე :blin: საშუალო დონის მუშა მებრძოლია რა, იმსახურებს ეხლა თამაშს მხოლოდ და მხოლოდ გარემარბის პოზიციაზე..

  4. ————————–სტორარი—————————-

    ლიხა————–ბარძალი———კიელინი—————–პეპე

    ——–პირლო————ვიდალი———-მარკიზო————-

    ——–კვალი————-მატრი————მირკო————-

    ეს სასტავი დააყენოს და ფიორე კია არა ბარსა ვერ გაგვიძლებს

    1. თავიდან გამიკვირდა პეპე რო ვერ შევნიშნე… :lool:
      მერე კი ვერ დავიჯერე და ხელახლა გადავხედე შემადგენლობას და მაინც ვიპოვე :lool: :lool: :lool:

  5. აჰაა მიხაილოვიჩიც კი აღიარებს რომ იუვენტუსის ძლიერი მხარე მოედნის ცენტრია.. სადაც დიდწილად ვიდალზე და პირლოზეა მთავარი აქცენტი!!! ასევე მარკიზიოზეც, თუმცა ძალიან არ მომწონს როცა ზოგ თამაშში თითქმის არ ჩანს, თუმცა მომენტებში ამტკიცებს საშემსულებლო დონეს

  6. ჩერჩის, იოვეტიჩს და ვარგასს განსაკუთრებით უნდა ვუფრთხილდეთ, ამიტომ პეპეს დააყენებს ძირითადში, მარცხნიც რომ დაეხმაროს დაცვას..

    ზედმეტმა თავდაჯერებულობამ არ დაგღუპოს სინიშა :loool:

  7. კაი გუნდია, კასანის და მონტოლივოს არ ყოფნა დიდათ დააკლდებათ მარა
    ჩერჩი იოვეტიჩი ვარგასი

    ჯილა
    ძან გაუჭირდებათ ჩვენ მცველებს ამათთან გამკლავება, თუ რამე არ შეიცვალა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.