“იუვენტუსი” 2-1 “ფიორენტინა” ( ფეხბურთელების შეფასებები )
გთავაზობთ გუშინდელ მატჩში მონაწილე ფეხბურთელების შეფასებებს…
სტორარი 6.5 – პირველ ტაიმში მის კართან ხიფათი არ შექმნილა, შეხვედრის მეორე ნახევარში იგერიებს იოვეტიჩის თავურს.
ლიხშტაინერი 6.5 – მეტოქის საჯარიმოში აწვდის რამოდენიმეჯერ, თან ძალიან სახიფათოდ.სამწუხაროდ, თანაგუნდელები რამოდენიმეჯერ ვერ ამჩნევენ მის ფლანგურ ჩართვებს.
ბარძალი 6 – გარდა გატანილი გოლის ეპიზოდისა, დამაჯერებლად მეურვეობს იოვეტიჩს.
ბონუჩი 6.5 – გააქვს პირველი გოლი მიმდინარე სეზონში.უყურადღებოდ იყო, როცა “ფიორენტინამ” საგოლე მომენტი შექმნა.
კიელინი 6 – დამაჯერებლად კეტავს მარცხენა ფლანგს.
პირლო 6 – პირველ ტაიმში მუდმივად ბრძოლა უწევდა ბეჰრამის წინააღმდეგ.ჩვეულებრივზე ნაკლებ აქტიური.
პეპე 7 – მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურად ასპარეზობდა, ფაქტიურად უშეცდომოდ.ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შექმნა მეორე გოლის ეპიზოდი.
დე ჩელიე ( 87 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.
ვიდალი 6.5 – ურტყამს და აწვდის განსაკუთრებული სიზუსტით მოედნის ნებისმიერი წერტილიდან.აქტიურად ერთვება შეტევებში.
პაციენცა ( 88 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.
მარკიზიო 6 – გუნდურ თამაშში ნაკლებ ჩართული იყო.
ვუჩინიჩი 6 – მეტოქის მცველებთან საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.ქარს გაატანა მინიმუმ 3 საგოლე მომენტი.თამაშობს გუნდზე, ანაწილებს პასებს.
ესტიგარიბია ( 78 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.
მატრი 7 – ყოველთვის მის პოზიციაზე.მატჩის მეორე ნახევარში ორჯერ აღმოჩნდა ხელსაყრელ სიტუაციაში, მათგან ერთხელ ბურთი მეტოქის კარში მოათავსა.შვიდი მატჩი, 4 გოლი – მშვენიერი შედეგია.
კონტე – 6.5
წყარო : La Stampa
მატრი საუკეთესო იყო უდავოდ
პრინტერიდან ამოვბეჭდავთ