პეპე: ” მთავარი მოტივაციაა “
სიმონე პეპეს აზრით, ახლა “იუვენტუსს” მომენტების რეალიზაციაზე მუშაობა სჭირდება. ნაკლებად შთამბეჭდავი პიველი ტაიმის შემდეგ, იტალიელმა ნახევარმცველმა არადამაკმაყოფილებელი თამაშის რეაბილიტაცია შესანიშნავი საგოლე გადაცემის გაკეთებით მოახდინა: ” შესანიშნავი სასტარტო 45 წუთი ჩავატარეთ, ბევრი მომენტი შევქმენით და თავისუფლად შეგვეძლო სხვაობა ორ ან სამბურთიანი გაგვეხადა. რაც არ უნდა დაგვეშვა ის არის, რომ მეორე ნახევრის პირველი ათი წუთი “ფიორენტინას” დავუთმეთ, ეს დრო უბრალოდ ჩაგვივარდა. ნებისმიერი ფორმაცია გამოდგება, როცა ფეხბურთელები შედეგზე მოწადინებულები არიან. მწვრთნელმა მთხოვა ლიხტშტაინერისთვის სივრცის მისაცემად ცოტა ხნით ცენტრისკენ შემეწია. ამან შეტევის უკეთესი შესაძლებლობები მომცა და რამდენიმე სახიფათო ეპიზოდიც შევმენი. ტაქტიკურ ოპერაციებზე ჯერ კიდევ ბარდონეკიაში (საზაფხულო ბანაკი) ყოველ საღამოს საათობით ვმუშაობდით. გაწეული შრომა დიდად დაგვიფასდა. კონტე გამარჯვებული იყო, როგორც ფეხბურთელი და სურს ასეთად დარჩეს, როგორც მწვრთნელიც. ნამდვილად გამოსდის ჩვენთვის მუხტის მოცემა, ეს “ფიორენტინასთან” შეხვედრაშიც გამოჩნდა, როცა ჩვენმა სტუმრებმა მხოლოდ ერთი ტაიმი ჩაატარეს. ” -აცხადებს პეპე.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
gamarjobat. iuventusi didi,klubia. bavhvobidan iuves. vbalehikob. es celi,chventvis carmatebuli ikneba.
პეპე ყანა ხარ და ყანად დარჩები… მაგრამ მაგარი კაცი ხარ
ამას გარეკილი აქვს ? რეალიზაციაზე სერიოზულად იძახის ?
პეპე: შესანიშნავი სასტარტო 45 წუთი ჩავატარეთ, ბევრი მომენტი შევქმენით და თავისუფლად შეგვეძლო სხვაობა ორ ან სამბურთიანი გაგვეხადა
ისე საუბრობს, ვითომ სხვამ “გამაზა” ის ორი სამი ბურთი : ))))
imereli
ხოოოოო
დღეს იმედია პარმა არ წააგებს მილანში
ჯოვინკომაც უნდა იჩალიჩოს რამე
ხოო,იქ წინასწარ,თითქოს საღათას ძილით სძინავთო ისე გამოდიან მოედანზე და იქვე ისვრიან,ერთი-ორი იშვიათი გამონაკლისის გარდა 5 წელიწადში ერთხელ,აქ კი შეიძლება პარმასთან უშანსოდ წააგონ,მაგრამ იუვეს ეთამაშონ ფრე გასვლაზე(ჯენოას მაგალითი) ,ესაა იტალია,სადაც ყველაზე რთულია თამაში,ვინც იტალიაში ითამაშა,იმას არსად გაჭირვებია მერე,შევჩენკოს გარდა,ისიც იმიტომ რომ უკვე ასაკში იყო და პლიუს მწვრთნელი არ ენდობოდა…
imereli
იტალიაში პირიქით უხარიათ, გრანდებთან თამაში და მოტივაცია აქვთ იმდენი რო შეიძლება ლეჩემ, მილანს მოუგოს
იქ კიდე დაუწვება ბარსას ხიხონი მოუგებს 7-0 და მერე იძახიან, რა ჯობია ბარსას თამაშის ყურებასო, რათ მინდა ის თამაში სადაც არანაირი დაძაბულობა არაა და გუნდმა წინასწარ იცის რო 5-0 წააგებს
imereli
ხიხონები და რასინგებია ყველა პრიმერაში, ბაესას და რეალის გარდა
ისე ეგეც მართალია
…მაგრად მინდა ბარსა,რეალი,მანჩესტერი და ბაიერნი იყვნენ იტალიაში,თუნდაც ერთი სეზონი და თუ გაილაღებენ,ისე როგორც თავიანთ ჩემპიონატებში ვნახავ რა…7-8 გოლი არაა პრობლემა,6-ზე საერთოდ საუბარი არ მაქვს ისე უტანენ სუსტ გუნდებს,იტალიაში კი დარწმუნებული ვარ ეგრე უშანსოდ არავინ წააგებს…
როგორ აქვს შე კაი კაცო ვერ გავიგე,ახლა დავთვალე და ძირითადში აქვს მარტო 108 თამაში დაწყებული,შენ იმასაც თუ ათვლი,თუ რამდენჯერ შეცვალეს კეიტა,მაშინ მეტი ექნება აბა რა,იმიტომ რომ მესის მთელი ცხოვრების განმავლობაში არ შეცვლიან მაგდენჯერ…108-სა და 59-ს შორის განსხვავებაა მგონი დიდი,თან ეს მონაცემები მარტო ესპანეთის ჩემპიონატისაა როგორც ჩანს,ლიგა,თასები და ტურნირები არ ფიგურირებს თორე მერე ვნახავდი,ლიგაზე თითქმის არ თამაშობს კეიტა,იშვიათად,უფრო ხიხონებთან და რასინგებთან აძლევს თავის გამოჩენის შანსს…
mereda ra gamodis???ese igi barsashi chautarebia sul 101 tamashi,aqedan 59 ziritadshi da 42 shecvlaze,es yvelaperi bolo otx weliwadshi,da 101 tamashze meti ar chautarebia barsas???sezonshi avigot min.50 tamashi,ra gamodis???200 matchidan keitam ziritadshi daiwyo 59 ??? da eg nishnavs rom sastavis kacia??? ,izvini magram shenive statistikam gighalata

imereli
გეტყობა ბარსას თამაშებს, საფუძვლიანად არ უყრებ კეიტა ყოველთვის ძირითადშია 4 წელი რაც ბარსასია
არ არის ყოველთვის ძირითადში და ნუ შემეკამათები ახლა,აბა ვინაა ამოვარდნილი?ბუსკეტსი,ინიესტა,ხავი,პედრო,მესი და ვილია სულ თამაშობენ,პლიუს ამათ წელს ფაბრეგასი და ალკანტარა,უკან კიდევ დაცვაა და კეიტა მეთორმეტე კაცია?უბრალოდ ესეთი გაჭირვების დროს შემოყავს,ან შეცვლებზე,თან ეს არ ნიშნავს რომ კეიტა მაგარია,უბრალოდ პეპს ევასება,ყველას აქვს თავისი ახირებები,მარტო კონტეს კი არა

ხო,მასკერანო დამავიწყდა კიდევ…უი,სულ არ დარჩენილა კეიტას ადგილი

imereli
მართალი ხარ
imereli
გუშინ ცენტრშიც კარგად ითამაშა
მომავალ თამაშებში, მომენტებსაც თუ გამოიყენებს მთლად კაი იქნება
კარგი,კარგი,აღარ გედავები,ჯერ ერთი რომ აზრი არ აქვს და მერე მეორე რომ მთავარია მოვიგოთ და შედეგი იყოს და პეპე კი არა თუ გინდა კლიმენტი იყოს წიტაიშვილი ძირითადში
….ისე 96-ში მანუელ მარკეშ დიმაში?!?!?!
გვყავდა,მაგრამ ლიგა დაიდო და იმედია ახლა სკუდეტო მაინც დაიდება პეპეთი

imereli
პეპე ორივე ფლანგზე თანაბრად ტამაშობს
წელსაც ხან ერთ ფლანგზე იყო ხან მეორზე
ჩემი აზრით მარჯვნივ უკეთესია,თუ მაგის უკეთესობაზე შეიძლება ლაპარაკი,მარცხნივ კი ესტი მირჩევნია,ანდაც იგივე ვუჩინიჩი…
imereli
აბა კეიტა ვინაა???
თქვენ თუ იძახით რო პეპე, ცუდია მარა დანარჩენებს ჯობიაო, და თუ გუნდში, მინიმუმ 6 უსაქმურია ასეთი გუნდი 1 ადგილზე ვერ იქნებოდა
პეპეც კაია, ესტიგარიბიაც, ჯაკერინიც, და ელიაც მალე ათამაშდება
ესტიგარიბია და ელია მარცხნივ ჯიგარო,მე მარჯვნივ ვლაპარაკობ,იქ კიდე მარტო კრასიჩია,რომელიც არაა ფორმაში,თორე შარშანდელივით რომ იყოს ჩათვალე შენი პეპე მარტო გასახურებლად თუ ირბენდა:mrgreen::mrgreen:
ხო,კეიტა კიდევ იმიტომ თამაშობს ახლა რომ პიკე-პუიოლის გამო ორივე საყრდენი,მასკერანო და ბუსკეტსი დაცვის ცენტრში თამაშობენ,ეგეთი გამოუვალი სიტუაციის გამო თამაშობს პეპე….
imereli
არანაირად არარიან იდენტურ პოზიციაზე
მოტას იმედი მაქ, იუვეში თუ არა სხვაგან მაინც გაქაჩავს
ძან ბევრი ფეხბურთელია ისეთი რომელსაც 100 თამაშში 6 გოლზე მეტი არ გაუტანია, მარა პეპეა დღეს იუვეშ და არა ვინმე სხვა ესეიგი პეპე იმსახურებს
მაშინ რატო ათამაშებს კონტე პეპეს, აზრზე არაა ხო ფეხბურთის კონტე?

იმიტომ რომ მაგ პოზიციაზე დღესდღეობით რეალურად უკეტესი ფეხბურთელი არ გვყავს,მაგას ვაღიარებ რომ დღეს ვინც არიან,პეპე საუკეთესოა მაგათგან,მაგრამ არის უკლასო…..სხვათა შორის ბარსას უკვე 6 თამაშია გოლი არ გაუშვია,მაშინ როცა პიკე და პუიოლი დამტვრეული ყავს და იცი რატომ ხდება ეს???არა იმიტომ რომ ჩვენზე კარგი დაცვა ან მეკარე ყავს,უფრო პირიქით,არამედ იმიტომ რომ არ ყავთ პეპე,კრასიჩი,მირკო და ბურთს არ კარგავენ ადვილად და არ აძლევენ მეტოქეს სწრაფი იერიშის განხორციელების საშუალებას….სხვათა შორის მიუხედავად იმისა რომ ვუჩინიჩი ძალიან სუსტი იყო,აქამდე სიტყვა არ დამცდენია,იმიტომ რომ მირკოს ეტყობა მომატება რომ შეუძლია და მეტი კლასიც აქვს,პეპეს მაქსიმუმი კიდევ გუშინდელი თამაში იყო და ნუ ვუყურებთ იმას რომ საუკეთესო შეფასება აქვს,ფრე რომ… Read more »
მესიმ რო პლძენთან, 20 ასპროცენტიანი მომენტი გამაზე აუღბლობას დააბრალეს და პეპემ რო 3 მომენტი ვერ გამოიყენა უკლასობას
არაა მაღალი დონის ფეხბურთელი მარა ბევრ მაღალი კლასის ფეხბურთელს ჯობია
მესის იმიტომ ეპატია ჯიგარო,რომ ლეომ ბარსას ბოლო ას შეხვედრაში 103 გოლი გაიტანა და იმაზე მეტი საგოლე გადაცემა გააკეთა,პეპეს კი სერია ა-ში ჩატარებულ ბოლო 200 თამაშში 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემა აქვს,არადა თითქმის იდენტურ პოზიციებზე თამაშობენ,ასე რომ….ბევრ რამეში გეთანხმები,მაგრამ ბევრი შენი კომენტრი გაოცებას იწვევს,უკვე ნაკრებში ითხოვ პეპეს,იმედია მალე მოტას და პაციენცას არ მოითხოვ
,იმედია არ გეწყინება,ვხუმრობ რა თქმა უნდა;-);-)
პეპე შუაზე რო გაიხიოს მაინც პეპე იქნება..
კი პეპე შრომობ, იბრძვი და საბედნიეროდ გამოგდის, მაგრამ ამის დაბალი სათამაშო კლასი იმაში გამოჩნდა რომ გუშინ 2 ასპროცენტიანი მომენტი გაატანა ქარს..
და მესამეჯერ ბურთს ფეხი ააცილა, ლამის ბეჭი ამოიგდო
ელიას უკვე უნდა მიეცეს შანსი, ესტიგარიბიას კი მეტი სათამაშო დრო
ასევე თუ კუალიარელას შეუშვებს რამდენიმე თამაშში ნახევარ–ნახევარი საათით, დარწმუნებული ვარ ფორმას აკრეფს და ფორმაში მყოფ კუალაირელას რაც შეუძლია ვიცით ყველამ : )