ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კრასიჩს ტურინის დატოვება არ სურს

ბოლო პერიოდში მილოშ კრასიჩი , ” იუვენტუსის ” სათადარიგოთა სკამის მოთამაშედაც კი არ განიხილება . თუმცა , სერბი ფეხბურთელი და მისი აგენტი კატეგორიულად გამორიცხავენ იმ ფაქტს , რომ მილოშმა შესაძლოა დატოვოს ტურინი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში : ” ეს უბრალოდ ჭორებია , რომლისთვისაც დრო საერთოდ არ გამაჩნია . ” მანჩესტერ იუნაიტედიც ” და დორტმუნდის ” ბორუსიაც ” ევროპული ფეხბურთის გრანდები არიან , მაგრამ არც მე და არც ჩემს აგენტს მათი მხრიდან რაიმე დაინტერესების შესახებ არაფერი გვსმენია . იმ შემთხვევაშიდაც კი , თუ ეს სიმართლე იქნებოდა , ვერ ვხედავ მიზეზს თუ რატომ უნდა შევიცვალო დღევანდელი ადგილსამყოფელი . ჩემი მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ” იუვენტუსთან ” ასოცირდება “ .

წყარო : TuttomercatoWeb

9 thoughts on “კრასიჩს ტურინის დატოვება არ სურს

  1. მაგარი ფეხბურთელია. შარშან რომ მარჯვენა ფლანგზე მარტოს მიჰყავდა პარადი და მოსვენებას არ აძლევდა მცველებს, მაშინ მაგრად მოგვწონდა. ახლა უბრალოდ ჯერჯერობით არ არის ფორმაში, იმედი მაქვს მალე აღიდგენს ფორმას, ე მერე კი დაერხევათ ნებისმიერი გუნდის მცველებს. :chuvak: :chuvak:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.