ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ინტერი” – “იუვენტუსი” ( წინასამატჩო )

სერია A, ტური 10

დრო : შაბათი, 30 ოქტომბერი, 22:45 სთ ( თბილისის დროით )

ადგილმდებარეობა : “ჯუზეპე მეაცა”, მილანი ( 80 074 )

“ინტერი”

  • ნერიაძურიმ ბოლო 4 შეხვედრაში მხოლოდ ორჯერ მოიპოვა გამარჯვება, საკუთარ კარში კი 7 გატანილი გოლი მიიღო.
  • ამ სეზონში “ჯუზეპე მეაცაზე” მილანელებმა მხოლოდ ორჯერ მოიგეს.
  • ბოლოს “ინტერმა” “იუვენტუსი” 2010 წლის 16 აპრილს, 2-0 დაამარცხა.

“იუვენტუსი”

  • ბებერი ქალბატონი ამ სეზონში დაუმარცხებლად ასპარეზობს, თუმცა ბიანკონერებმა 3 გასვლით შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხეს.
  • ჩატარებული 8 მატჩიდან ანტონიო კონტეს შეგირდებმა მეტოქის კარის დალაშქვრა მხოლოდ ერთხელ ვერ მოახერხეს.
  • ნერიაძურისთან გამართულ ბოლო 4 მატჩში ტურინელებმა ერთხელ წააგეს, მათ სასარგებლოდ კი ორი შეხვედრა დაასრულეს.

სიახლეები მეტოქეთა ბანაკებიდან

“ინტერი” – კლაუდიო რანიერის გუნდს ჟულიო სეზარი, ანდრეა რანოკია, ვალტერ სამუელი, ტიაგო მოტა, კოუტინიო, ანდრეა პოლი და დიეგო ფორლანი დააკლდება.

“იუვენტუსი” – ბებერი ქალბატონის ლაზარეთში მხოლოდ ჯაკერინი და იაკინტა იმყოფებიან.

მთავარი გმირები

“ინტერი” – ნახევარმცველი უესლი სნეიდერი ნერიაძურის ნამდვილი ლიდერია.როცა ჰოლანდიელი მოედანზეა, მილანური გრანდის შეტევა გაცილებით უკეთ გამოიყურება.

“იუვენტუსი” – ანდრეა პირლომ 2011/12 სეზონი შესანიშნავად დაიწყო.გამოცდილი ნახევარმცველი საკუთარ გუნდს ნერიაძურისთან მატჩში გამარჯვების მოსაპოვებლად დაეხმარება.

სავარაუდო შემადგენლობები

“ინტერი” ( 4-3-1-2 )

კასტელაცი; მაიკონი, ლუსიო, კივუ, ნაგატომო; ძანეტი, კამბიასო, სტანკოვიჩი; სნეიდერი; სარატე, პაცინი

“იუვენტუსი” ( 4-3-3 )

ბუფონი; ლიხშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; მარკიზიო, პირლო, ვიდალი; პეპე, მატრი, ვუჩინიჩი

პროგნოზი

“იუვენტუსი” “ინტერისგან” განსხვავებით შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, მილანელებმა სეზონის სტარტი კი აშკარად ჩააგდეს.ტურინელები ვალდებულნი არიან, ტიფოზებს გამარჯვება აჩუქონ.

სავარაუდო შედეგი

“ინტერი” 1-2 “იუვენტუსი”

ტვ-ტრანსლაციები

NTV+ Sport Online 22:45 სთ ( პირდაპირი ტრანსლაცია )

NTV+ HD Sport 22:45 სთ ( პირდაპირი ტრანსლაცია )

GMG + ფეხბურთი 22:45 სთ (პირდაპირი ტრანსლაცია)

153 thoughts on ““ინტერი” – “იუვენტუსი” ( წინასამატჩო )

  1. დგეს უნდა ვიომოთ, ინტერის სისხლით უნდა მოვრწყათ თავისივე არენა, მირჩევნია ინტერთან მოვიგოთ და ჩეზენასთან წავაგოთ, დგეს ბოლომდე თამაშობენ უეჭველი, ყველამ კარგად იცის რას ნიშნავს იუვენტუსისთვის მ დერვიში მოგება</strong> :forza: :juvee: :forza: :juvee: :forza: :juvee: :forza: :juvee:

  2. ცვეტში შალკეს მოგება დამესიზმრა და იუვეს 0-2 ბოლო წუთზე გატანილი მეორე გოლით. შალკე დავსვი იმედია იუვეც დაჯდება :D :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.