“ინტერი” – “იუვენტუსი” ( წინასამატჩო )
სერია A, ტური 10
დრო : შაბათი, 30 ოქტომბერი, 22:45 სთ ( თბილისის დროით )
ადგილმდებარეობა : “ჯუზეპე მეაცა”, მილანი ( 80 074 )
“ინტერი”
- ნერიაძურიმ ბოლო 4 შეხვედრაში მხოლოდ ორჯერ მოიპოვა გამარჯვება, საკუთარ კარში კი 7 გატანილი გოლი მიიღო.
- ამ სეზონში “ჯუზეპე მეაცაზე” მილანელებმა მხოლოდ ორჯერ მოიგეს.
- ბოლოს “ინტერმა” “იუვენტუსი” 2010 წლის 16 აპრილს, 2-0 დაამარცხა.
“იუვენტუსი”
- ბებერი ქალბატონი ამ სეზონში დაუმარცხებლად ასპარეზობს, თუმცა ბიანკონერებმა 3 გასვლით შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხეს.
- ჩატარებული 8 მატჩიდან ანტონიო კონტეს შეგირდებმა მეტოქის კარის დალაშქვრა მხოლოდ ერთხელ ვერ მოახერხეს.
- ნერიაძურისთან გამართულ ბოლო 4 მატჩში ტურინელებმა ერთხელ წააგეს, მათ სასარგებლოდ კი ორი შეხვედრა დაასრულეს.
სიახლეები მეტოქეთა ბანაკებიდან
“ინტერი” – კლაუდიო რანიერის გუნდს ჟულიო სეზარი, ანდრეა რანოკია, ვალტერ სამუელი, ტიაგო მოტა, კოუტინიო, ანდრეა პოლი და დიეგო ფორლანი დააკლდება.
“იუვენტუსი” – ბებერი ქალბატონის ლაზარეთში მხოლოდ ჯაკერინი და იაკინტა იმყოფებიან.
მთავარი გმირები
“ინტერი” – ნახევარმცველი უესლი სნეიდერი ნერიაძურის ნამდვილი ლიდერია.როცა ჰოლანდიელი მოედანზეა, მილანური გრანდის შეტევა გაცილებით უკეთ გამოიყურება.
“იუვენტუსი” – ანდრეა პირლომ 2011/12 სეზონი შესანიშნავად დაიწყო.გამოცდილი ნახევარმცველი საკუთარ გუნდს ნერიაძურისთან მატჩში გამარჯვების მოსაპოვებლად დაეხმარება.
სავარაუდო შემადგენლობები
“ინტერი” ( 4-3-1-2 )
კასტელაცი; მაიკონი, ლუსიო, კივუ, ნაგატომო; ძანეტი, კამბიასო, სტანკოვიჩი; სნეიდერი; სარატე, პაცინი
“იუვენტუსი” ( 4-3-3 )
ბუფონი; ლიხშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; მარკიზიო, პირლო, ვიდალი; პეპე, მატრი, ვუჩინიჩი
პროგნოზი
“იუვენტუსი” “ინტერისგან” განსხვავებით შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, მილანელებმა სეზონის სტარტი კი აშკარად ჩააგდეს.ტურინელები ვალდებულნი არიან, ტიფოზებს გამარჯვება აჩუქონ.
სავარაუდო შედეგი
“ინტერი” 1-2 “იუვენტუსი”
ტვ-ტრანსლაციები
NTV+ Sport Online 22:45 სთ ( პირდაპირი ტრანსლაცია )
NTV+ HD Sport 22:45 სთ ( პირდაპირი ტრანსლაცია )
GMG + ფეხბურთი 22:45 სთ (პირდაპირი ტრანსლაცია)
imereli

სად ათამაშოს რა პოზიციაზე? ტაქტიკა არის 4-5-1, მატრი ამოაგდოს?
imereli
კონტემ ითამაშა ამ ტაქტიით
———-პირლო————ვიდალი————მარკიზიო——
—პეპე—————————————————მრკო–
—————————მატრი—————————-
არიყო ასე
ეს ბოლოსთქო ვთქვი,მაგრამ მანამდე ხომ არ იყო ეგრე???ეგ იყო ბოლო თამაშში ბრატ მარტო …
lexo_delpi
აბა რა ქნას ძირითადში ვერ ათამაშებს ასაკის გამო, 89 წუთზე არუნდა შეიყვანოს თურმე, რაქნას აბა ამაურივით ვარჯიში აუკრძალოს? თუ უნდა გუნდში ყოფნა იჯდეს ზამენაზე და როცა საწირო იქნება შეიყვანს მოედანზე
რომელ ასაკზე მელაპარაკები…შარშანაც ბებერი რო რო გკითხოთ კაცმა მაგრამ კლუბში ყველაზე მეტი გაიტანა…დრესაც ყველა თავდამსხმელს ჯობია და მაგაში მალე დარწმუნდებით ვისაც არ გჯერათ დელ პიეროსი…
თუმცა არც ახლა ჰყავთ ცუდი შემადგენლობა, უბრალოდ გადაბერებულები არიან
თამაშით შევჭამთ, დარწმუნებული ვარ, აი ანგარიშისა რა გითხრათ.
უბრალოდ მომენტები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, მთავარია მატრის შეუქმნან მომენტები, ეგ ძაან ცოტას მაზავს, უმეტესობა გააქვს
კაი ტრეინერისთვის, დელპიერო და მენთეშაშვილი ერთი უნდა იყოს, ბიძაშვილმამიდაშვილობით არ მოდის შედეგი
ჩემი ძმა,რომ წყვეტდეს ციდან ვარსკვლავებს სხვა,არ ვიტყვი არაფერს,მაგრამ რომ უყურებ,ფაფხურობს რაღაცას ის ჩემი ციდვით სავსე,შეუშვი ეს კაცი,მაგის გამოცდილება და პატივისცემაც კი დააფრთხობს მეტოქეებს,თორე ძირითადში ათამაშოს და კარტ-ბლანში გაუხსნასთქო არ ვამბობ მე……ეხლაც თუ შემეწინააღმდეგები,ქუტაისურ კილოზე მოგწერ,იქნებ გამიგო

imereli
ესეიგი შენ ამბობ რო პეპე თავდამსხმელის პოზიციაზე იყო?
პეპე და მირკო თამაშობდა ერთ პოზიციაზე საპირისპირო ფლანგებზე
პეპე მარჯვენა ნახევარმცველია ძმა,მარცხნივ იყო ესტიგარიბია,ან პეპე იყო ხოლმე ადრე,მარჯვნივ კრასიჩი,რა,მირკოც მარცხენა ნახევარმცველი იყო ხოლმე მაგ თამასებში და ესტიგარიბია პეპეც?????
imereli
მარრი ცენტრფორბარდიცა უკანა ფორვარდიც, მარხენაც და შუარცხენაც
კონტეს ტაქტიკაა 4-5-1 ამ ეტაპზე და ყველა ტერიტორია აქ დათმობილი მატრის მეორე ფორვარდისიც და ცენტრისაც
1juve
ანუ 89 წუთზე უნდა შეიყვანოს? რატო მაგის პატარა ბავშვია? ალექსა პროსტო შეგნებული კაცია და გუნდისთვის ცუდს არ გააკეთებს არ გაამწვავებს სიტუაციას თორემ სხვა ბევრი ვარსკვლავი მაგის ადგილას გაუტეხავდა თავს მწვრთვნელს. რა არ გახსოვს ასეთი მაგალითები თუ რა? ჯავა კანკავაა თუ დელ პიერო ტო, ეღადავება 89 წუთზე შეჰყავს. უზრდელია ეგ კონტე და მეტი არაფერი. ის ანიელი ხო ვაფშე პიჟონი ყოფილა. ეგ რამ ათქმევინა, აზრზე ვერ მოვდივარ საერთოდ.
პეპიტო,ვინ თავდამსხმელზე საუბრობ??? მატრიზე თუ ამბობ მატრი არის ცენტრფორვარდი,სადაც ალეს არასოდეს უთამაშია,აი ვუჩინიჩის მაგივრად უნდა იყოს დელ პიერო,დარწმუნებული ვარ მაგაზე უკეთ თუ არა უარესად მაინც არ ითამაშებს და 89-ე წუთზე შემოყვანა კიდევ მართლაც დიდი შეურაცხყოფაა ლეგენდის,89 წუთზე მაგან შეიყვანოს პერიკარდი(ადრე გვყავდა ასეთი უცნაური არსებაც თუ გახსოვთ ) !!!
imereli
მირკოს ადგილზე სად? მარცხენა ფლანგზზე ათამაშოს?
და როდის თამაშობს მირკო მარცხნივ???ბოლო თამაშში გადაიწია ისიც მეორე ტაიმში,აბა ესტიგარიბია ვინ ჩემი ფეხები იყო???მე არ ვამბობ დელ პიეროს ენდოს სულთქო,უბრალოდ თუ შემოგყავს გასაძლიერებლად,შემოიყვანე 70-ზეჰა მაქს.80-ზე,ეს 89-ე რა უბედურებაა??? ….ამით არ იფიქროთ რომ კონტეს წინააღმდეგი ვარ,პირიქით,მაგრამ ალეც მეცოდება ძალიან,შარშან თუ თამაშობდა და ლამაზ გოლებს იტანდა,წელს რა,10წელი მოემატა ერთბაშად???
lexo_delpi
ბაა როდის შემოიყვანოს?
ხო უყურებ გუნდს ბოლო 20 წუთი უჭირს და კონტემ შემოიყვანოს მატრის მაგივრად ალექსა შემთხვევით გაგვითანაბრეს ანგარიში და დელპიეროს იმედზე ვიყოთ ამ ასაკში? ვერ გაიტანს დელპიერო და არავინ არ იტყვის ალექსაზე ცუდს ყველა იტყვის კონტემ ვერ გაამართლაო
კაც თამაშობს ერთი თავდამსხმელით, ზედმეტად არ , ლეჩესთან რისკავს და არც მილანთან, და სწორიცაა ახალი გუნდია და ამ ეტაპზე შედეგია პრიორიტეტული, კაპიტანი მარტო 2 საათით არაა ალექსა,თავის საქმეს მოედნის გარეთაც მშვენივრად აკეთებს, დასტაბილურდება გუნდი და მერე შეემატება, სადღაც ზამთრის მერე , ალექსა და კვალი
lexo_delpi – არა მთლად მასეც ნუ გავათახსირებთ კონტეს და ანიელის : ))) გასაგებია ბევრ რამეში არ ვეთანხმები კონტეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ პატივს არ ვცემ. ანიელი კი ის ადამიანია ვისაც იუვენტუსის მომავალთან ვაკავშირებ მე.
ალე რომ მიდის ეგეც გასაგებია, წავიდეს ერთი წელი ლოს ანჟელესის პლიაჟებზე ინებივრს და ითამაშოს : )) ამით რა შეიცვლება?? არაფერი, ის უკვე სამუდაომ ყველა იუვენტინოს გულშია. თან კარიერას როგორც კი დაასრულებს ეგრევე დაგვიბრუნდება.
მერე ერთად გაუძღვებიან ანდრეა, პავლიკა და ალექსა იუვეს საქმეებს. კონტეს კი ვუსურვებ ისე აკეთოს თავისი საქმე კაკ მინიმუმ 30 წელი ხელშეუხებელი იყოს თავის პოსტზე : )))
დამიჯერე, ალექსს კიდევ შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში. რამდენჯერაც შემოვიდა გაამწვავა მოედანზე მდგომარეობა. უდიდესი კლასი აქვს. ფიზიკურადაც კარაგდ არის მომზადებული, მერე რა რომ ასაკშია. თამაშობს კაცი და რა მნიშვნელობა აქვს ასაკს. ახლა ნედვედთან შედარებით რომ დაამცირეს ალექსა რად უნდა მაგას ლაპარაკი? რაც ანიელიმ გააკეთა და რასაც კონტე აკეთებს მაგას გამართლება არა აქვს.
96ის მილანი იუვე გამახსენდა რატომღაც და რავიცი… ენამ არ მიყივლოს
ვერ ძლებს იქნება ფიზიკურად დელპიერო 2 ტაიმი
თან ვინ ამოაგდოს, 1 თავდამსხმელით თამაშობს და იმასაც დუბლები გააქ და რა ქნას?
შეცვლაზეც რომ არ შემოჰყავს ნორმალურად? 89 წუთზე კაპიტნის შემოყვანა არის შეურაცხყოფა. ბევრი მაგის ადგილზე არ შევიდოდა მოედანზე, მაგრამ დელ პიერო ნამდვილი იუვენტინოა.
პეპიტო,ვინ თავდამსხმელზე საუბრობ??? მატრიზე თუ ამბობ მატრი არის ცენტრფორვარდი,სადაც ალეს არასოდეს უთამაშია,აი ვუჩინიჩის მაგივრად უნდა იყოს დელ პიერო,დარწმუნებული ვარ მაგაზე უკეთ თუ არა უარესად მაინც არ ითამაშებს და 89-ე წუთზე შემოყვანა კიდევ მართლაც დიდი შეურაცხყოფაა ლეგენდის,89 წუთზე მაგან შეიყვანოს პერიკარდი(ადრე გვყავდა ასეთი უცნაური არსებაც თუ გახსოვთ
) !!!
რა მარაზმია…. კაპიტანს როგორ ექცევიან. რა უფლება აქვთ. ბოლო სეზონია და იმის საშუალებას არ გვაძლევენ მისი თამაშით ცოცხლად უკანასკნელად დავტკბეთ. 89 წუთზე შემოყვანა კაპიტნის რა შეურაცხყოფაა…. ასეთი თამაშია და დელ პიერო სათადაროგოზე….
მეც შენს დღეში ვარ!!! ვერ ვხვდები რატომ უნდა შემოიყვანო დელ პიერო 89 წუთზე : (((
ან თუნდაც რატომ არ შეიძლება ინტერთან დააყენონ?? რომელი სწრაფი გუნდი ინტერი მყავს, წარმოიდგინე რა აზრიან თამაშს ითამაშებს გუნდი როცა ალე-პირლო ერთად იქნებიან მოედანზე.
არც ისეთი ნელია ისე ზოგს რომ ჰგონია…. აღარ მინდა ფეხბურთის ყურება რა…. არაკაცები არიან ანიელიც და კონტეც. იუვეს და ფეხბურთის ყველა ფანს შეაფურთხა მაგ ანიელიმ თავისი არაკაცური განცხადებით. ვინ ჩემი ფეხებია ეგ უწყვეტს დელ პიეროს როდის წავა გუნდიდან. რა გაუკეთებია იუვესთვის დელ პიეროს მეათედი მაინც? ნედვედს თუ ეკუთვნოდა დაფასება კაპიტანი ვისზე რა ნაკლებია… პროსტო ნაღდი კაცია და იუვეზე უზომოდ შეყვარებული და არაფერს ამბობს, თორემ სხვა მაგის ადგილას….
მოვიგებთ დარწმუნებული იყავით. ინტერის ბოლო გაფართხალება ჟოზე მოურინიო იყო:)
უნდა მოვიგოთ მთელი გულით ვგულშემატკივრობ

ვინმემ უყურა ინტერის თამაშს ატალანტასთან? ვინ იდგა ცენტრში ლუსიოსთან ერთად? კივუ?
კი-ვუ იდგა

კი-ვუ კარგი იყო

ერთი ვერ გავიგე??? შაბათშ 30შიოო წერიაა და ეგ როგორ ნეტაა??? :?
შაბატი სწორია ; ) იქ მართალი ხარ 29 უნდა იყოს )))
“კონტე თამაშს არ წააგებს”
გავხევთ ინტერს ….
საოცრება გველის!!! თან ისიც არ მინდა იოლად მოვუგოთ, ანუ ტიტანების ბრძოლა ერთი გუნდის სასაკლაოდ გადაიქცეს

საცარაუდო შედეგი მაგარია
დვოიკა. მაგრად მჯერა რო მოვიგებთ
უნდა მოვიგოთ