“ინტერი” – “იუვენტუსი” ( წინასამატჩო )
სერია A, ტური 10
დრო : შაბათი, 30 ოქტომბერი, 22:45 სთ ( თბილისის დროით )
ადგილმდებარეობა : “ჯუზეპე მეაცა”, მილანი ( 80 074 )
“ინტერი”
- ნერიაძურიმ ბოლო 4 შეხვედრაში მხოლოდ ორჯერ მოიპოვა გამარჯვება, საკუთარ კარში კი 7 გატანილი გოლი მიიღო.
- ამ სეზონში “ჯუზეპე მეაცაზე” მილანელებმა მხოლოდ ორჯერ მოიგეს.
- ბოლოს “ინტერმა” “იუვენტუსი” 2010 წლის 16 აპრილს, 2-0 დაამარცხა.
“იუვენტუსი”
- ბებერი ქალბატონი ამ სეზონში დაუმარცხებლად ასპარეზობს, თუმცა ბიანკონერებმა 3 გასვლით შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხეს.
- ჩატარებული 8 მატჩიდან ანტონიო კონტეს შეგირდებმა მეტოქის კარის დალაშქვრა მხოლოდ ერთხელ ვერ მოახერხეს.
- ნერიაძურისთან გამართულ ბოლო 4 მატჩში ტურინელებმა ერთხელ წააგეს, მათ სასარგებლოდ კი ორი შეხვედრა დაასრულეს.
სიახლეები მეტოქეთა ბანაკებიდან
“ინტერი” – კლაუდიო რანიერის გუნდს ჟულიო სეზარი, ანდრეა რანოკია, ვალტერ სამუელი, ტიაგო მოტა, კოუტინიო, ანდრეა პოლი და დიეგო ფორლანი დააკლდება.
“იუვენტუსი” – ბებერი ქალბატონის ლაზარეთში მხოლოდ ჯაკერინი და იაკინტა იმყოფებიან.
მთავარი გმირები
“ინტერი” – ნახევარმცველი უესლი სნეიდერი ნერიაძურის ნამდვილი ლიდერია.როცა ჰოლანდიელი მოედანზეა, მილანური გრანდის შეტევა გაცილებით უკეთ გამოიყურება.
“იუვენტუსი” – ანდრეა პირლომ 2011/12 სეზონი შესანიშნავად დაიწყო.გამოცდილი ნახევარმცველი საკუთარ გუნდს ნერიაძურისთან მატჩში გამარჯვების მოსაპოვებლად დაეხმარება.
სავარაუდო შემადგენლობები
“ინტერი” ( 4-3-1-2 )
კასტელაცი; მაიკონი, ლუსიო, კივუ, ნაგატომო; ძანეტი, კამბიასო, სტანკოვიჩი; სნეიდერი; სარატე, პაცინი
“იუვენტუსი” ( 4-3-3 )
ბუფონი; ლიხშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; მარკიზიო, პირლო, ვიდალი; პეპე, მატრი, ვუჩინიჩი
პროგნოზი
“იუვენტუსი” “ინტერისგან” განსხვავებით შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, მილანელებმა სეზონის სტარტი კი აშკარად ჩააგდეს.ტურინელები ვალდებულნი არიან, ტიფოზებს გამარჯვება აჩუქონ.
სავარაუდო შედეგი
“ინტერი” 1-2 “იუვენტუსი”
ტვ-ტრანსლაციები
NTV+ Sport Online 22:45 სთ ( პირდაპირი ტრანსლაცია )
NTV+ HD Sport 22:45 სთ ( პირდაპირი ტრანსლაცია )
GMG + ფეხბურთი 22:45 სთ (პირდაპირი ტრანსლაცია)
დღეს ვიგებთ

გვარდიოლა ძაან მაგარი კაცია და მასეთი შედეგი არავის ქონია. არც სხვის გუნდს უთამაშნია ასე ლამაზად. მაურინიოს არც ადარებთ კი არა, ჩემი აზრით გვარდიოლა ჯობია კიდეც. რაიკაარდსაც ჰყავდა მაგარი გუნდი, მაგრამ რაც გვარდიოლას ყავს ის ფაქტიურად უნაკლოა. არ თქვათ რომ მწვრთვნელი არაფერ შუაშია, დავიჯერო სხვა ათამაშებდა ბუსკეთს, მასკერანოს, პედროს, ადრიანოს და ასე შემდეგ ასე მაგრად? ნუ გგონიათ რომ ბარსა მარტო მესი, ხავი და ინესტა იყვნენ. მესი არგენტინასაც ყავს. ხავი-ინიესტა ესპქნეთს, მაგრამ მარტო ბარსაში თამაშობენ ეგრე. ესპანეთის ნაკრებში ერთი-ორი კაცია ბარსაში რომ არ თამაშობს ისეთი, მაგრამ გუნდი სულ სხვაა მაინც. მე ასე მწამს რომ პეპი უმაგრესია და ბარსა მის გარეშე მალე გაბანძდება.… Read more »
კარგი მწვრთნელია ძალიან მაგარი სასტავით
ხო მაგრამ ბარსას არნახული თაობა ყავს ეხლა… ხავი – გენია, ინიესტა(ზიდანის მერე ყველაზე მაგრად ფლობს ბურთს) მესი(უკომენტაროთ) იგივე პუიოლი, ალვეში(მთელი ფლანგი მაგისია) წინ კიდე ჯერ ეტო(მსოფლიოს უძლიერესი ფორვარდი) მერე ვილია(ასევე ძალიან ძლიერი) გვარდიოლას გაუმართლა გუნდში : ))) თუმცა თუ წავა სადმე და იქაც დაამტიცებს რომ მაგარია მაშინ ვაღიარებ რომ შევცდი )))
ოქრო

მე როცა კონტე დანიშნეს ტრეინერად მაშინ ჩავთვალე რო ჩემპიონები ვართ
კონტე სულ მალე დაავიწყებს ყველას, მაურინიოს და გვარდიოლას
მაურინიოსთან გვარდიოლა რა მოსატანია თუ ძმა ხარ
კონტე რომ დანიშნო ბარსელონაში ოთხმიოცდაათი პროცენტი იგივე შედეგს დადებს )))
ხოოოოოოოოო

ბარსაში მეც არ მექნებოდა ცუდი შედეგი
1juve says
ნეტავი მასე მოხდეს და8 ტურის მერეც პირველზე ვიყოთ, და თუყ მართლა პირველზე ვიქნებით მაშინ ჩათვალეთ რომ ჩემპიონები ვართ
წინა წელს ძალიან არ გაგვიმართლა მოგება შეეძლოთ !
აუ როსი 6 თვე ვერ ითამაშებს მაგრა გამიტყდა
კონტე მემგონი პირამიდას თამაშობს მირკოთი, და მირკოც მოარტყამს ჯეკპოტს ამ თამაშში

არ იქნება დელ პიერო ძირითადში, ცხადზე ცხადია ეს თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ვუჩინიჩი და მატრი იქნებიან წინ, პეპე დაეხმარება..იმედია ალე შეცვლაზე შემოვა
მაცადე ოცნება :D მეც ვიცი რომ არ იქნება მაგრამ ასე მაინც გავიხარო გული. მჯეროდეს დაე :D უნამუსობა იქნება ისე ბოლო ნახევაი საათი მაინც რომ არ ათამაშოს ასეთ თამაშში… თან ფიორესთან არ ათამაშა.
დელ პიერო ძირითადში იქნება
ნეტავიი
alessa10
და ესპანეთში სავარჯიშოდ გამოდიან ბარსას და რეალის წინააღმდეგ
კაი რა, ეს 9 გოლი არ გამოვრიცხავ რო 1 თამაშში გაეტანა
შეადარე ახლა ხიხონები და სპორტინგები, თუნდაც ლეჩეს და ჩეზენას, ითალიაში თითქმის ყველა გუნდშის საუკეთესო მეკარე ყავს
და კიდე, იტალიაში პრესტიჟისთვის ეთამაშებიან აუთსაიდერები გრანდებს და “ყველაფერს დებენ მოედანზე”
“კონტე თამაშს არ წააგებს”
ფაქტია რო გაიტანა :D
ikajuve1011

შენ მთავარი არ გიგულისხმია და…
alessa10
წელს რომელმა უფრო მეტი გაიტანა?
მეც აქამდე საერთოდ არ მომწონდა მაგის თამაში, მარა კონტეს ხელში სხვანაირად Aთამაშდა
კიდევ უფრო სამწუხაროდ იგუაინმა :D 9 გოლი აქ გატანილი :( სამზე ნაკლებს არ იტანს არც რეალში არც ნაკრებში
ikajuve1011
ნახევარდაცვა არ ადაშალოსო, გეთანხმები, პეპე, პირლო,ვიდალი, მარკიზიო,მირკო არუნდა დაიშალოს, თუ წინ უნდა ამოუგდოს, მაშინ მატრი რჩება ამოსაგდები,
ნახევარდაცვაში ის სამეული ვიგულისხმე : )) პეპე და ვუჩინიჩი არ მიგულისხმია : )
ოქრო
როგორც დღეს არ თვლი მილანს, ისე არჩათვლი ხვალ ინტერს , მერე ნაპოლის, და მერე რომას
“კონტე თამაშს არ წააგებს”
mamuka1313
კაცი იდეალურად აკეთებს წელს ყველაფერს, თითქმის ყველა გასატანი გაიტანა
მატრისტი რა შუაშია, დღეს მატრია იუვეში და მაგის იმედი უნდა გვქონდეს, ვინც იქნება იუვეს ძირითადში, ესეიგი ისაა საუკეთესო გუნდში
რა მიფარჩაკდება?
მატრისნაირი ცენტრალური თავდამსხმელი დღეს არაა ევროპაში
მატრი მომწონს მაგრამ იგუაინზე გოლეადორი დგეს არ მეგულება სამწუხაროდ :|
არდა რეალის ბევრ ფანს არ ევასება
იმენნა მაშინაა გოლების მომენტი შეუქმენი და არ მაზავს პროსტა ტიპი
pinturichio
გავარკვიეთ ეგ ამბავი ერთი აქაური მომხმარებლის პირით და აღმოჩნდა რო უფრო ზარალში მივიდვართ და ვერაფერს ვერ ვიგებტ. ევროკავშირში გავყოთ თავი და მერე დავაწვეთ ხოლმე დიდ თამაშებზე, ოფიციალური სტატუსის ამბავი ძა მოუწესრიგებელი აქვთ
გასაგებია,პროსტა გამიტყდა რუსებს ოფიციალური ფან კლუბი აქვთ და ჩვენ არა

90% ბუფონი იდგება კარში, უბრალოდ არ ამხელენ )))
ფორცა იუვეეეე!!!! ფორცა ალექს დელ პიეროოო
ფენომენო ვერო! წინ. დიდი ანგარიშით ვიგებთ დღეს
ალექსა იტანს ჯარიმას 
ბიჭებო რა არის საჭირო რომ ოფიციალური ფან კლუბის სტატუსი მიანიჭონ საიტს,ან ვინ უნდა მიანიჭოს?
ბევრჯრედ დაიწერა 1 ადგილზე ვართო და კონტეს რას ვერჩითო?
კონტეს იმას ვერჩით რომ არავისთან არ უთამაშია მილანს თუ არ ჩავთვლით და უკვე უამრავი ქულა დაკარგა თავისი მშიშრობით და 5 და 6 მცველზეე გადასვლით და დაცვაში ჩადგომით
ახლა7-8 ისეთი თამაში გვაქვს ადვილი შესაძლებელია 7 ადგილსაც კი ჩავცდეთ
შენ რა გამოუსწორებელი პესიმისტი ხარ:evil::evil: ცოტა იმედიანად იყავი რა
ფორცა იუვე
გაუჭირდება იუვეს მაგრად :-D მარა მაინც მოიგებს:D :D :D :D :

იუვენტინოებო ყველას გძინავთ???:cry::cry: ,აუ,ხვალ დიდი დღეა და დიდი მატჩია,მაგრად მინდა თქვენს გვერდით,მაგრამ….ძმაკაცის გვერდითაც მინდა,ბოლო-ბოლო კაცმა გარისკა და თავი გაყო,ცოლი მოიყვანა რა და უნდა ვანუგეშო :mrgreen::mrgreen: ,სულით და გულით თქვენთან ვარ და თუ მოვახერხე შემოგირბენთ მაინც,იმედია კარებში მაინც შემომახედებთ თუ გვიან მოვალ
,მუდამ გამარჯვებით გევლოთ და უფალი გფარავდეტ ყველგან და ყოველთვის ! …….

ახლა შემოვა ჩვენი მოზამბიკელი თუ სომალელი ძმა,მთელი დღეა რომ არ გამოჩენილა და დამიწერს ვის ძინავს,რას ამბობო

Juve-ზე ვამბობ რა,რაღაც არ ჩანს დღეს და არ გვიკამათია ჯერ

ikajuve1011
მეც მინდა ალექსა სასტავში მარა კონტემ რაქნას 11 კაცი თამაშობს ფეხბურთს და ვინ ამოაგდოს? მატრი? იმ შემთხვევაში როცა 1 ფორვარდით თამაშობს, თუ გადავა 2 ფორვარდზე მერე შეიძლება მოთხოვო რო 1 ტაიმი მაინც ათამაშოს
და ნებისმიერი ამოაგდოს ))) რას ქვია ვინ ამოაგდოს??? მთავარია ნახევარდაცვა არ დაშალოს(რომლის წყალობითაც ეხლა პირველზე ვართ)
თორე წინ ნებისმიერის დასმა შეიძლება, რომელია წინ ექსტრა კლასის?? არცერთი
mamuka1313
კარგი
ცხრილშ 1 ადგილზე ვართ და თუ ეს არ გაკმაყოფილებს, აბა რა უნდა გააკეთოს?
თამაშის ხარისხ თუ გულისხმობ, 1 თვეში რო გუნდი თან შედეგს და თან ხარისხს აჩვენებდაეს, მაგას კონტე კიარა 9 კონტე ვერ გააკეთებს
ვახ შენ რა კაცი ხარ ტო..პირველი ადგილი ძაან პირობითია ერთი კვირის წინ არ ვიყავით პირველზე ხომ ესეა…დიდ მწვრთნელს კოჭებში უნდა ეტყობოდეს ..სვლებს უნდა აკეთებდეს სწორს და არა იმას რო მფერარასავი ტარ დამემართსო და მე-5 მცველი რომ შემოყავს 2-1რომ იგებს
მოკლედ შენ მატრისტი ხარ და არ დაიკაგო მერე მატრი რომ მიფრჩაკდება:)))თU შევცდი მაშინ ვაღიარებ ძმაო მერე…ისე არაა გამორიცხული გაიტანსო მატრიმ 15 გოლი სეზონში მაგრამ დიდ გუნდებთან და გადამწყვეტები ვერა…ანუ სჰედეგი გუნდს ვერ მოუტნოს
იმერელი შენ მოდიხარ ხვალ თამაშზე? მე და ჩემი ბრატი მოვდივართ ისიც ქუთაისელია მაგრამ ამჟამად რუსთავში ცხოვრობს და რუსთავმა ჩაგვაბრატა :D