მთავარი მწვრთნელების წინასამატჩო პრესკონფერენცია
სრულიადში შეგიძლიათ წაიკითხოთ , ანტონიო კონტესი და კლაუდიო რანიერის წისანასამატჩო პრესკონფერენცია , რომელიც ” იუვენტუსი ” – ” ინტერის ” დაპირისპირებას მიეძღვნა …
ანტონიო კონტე : ” ” ინტერი ” , რომ იტალიური და ევროპული ფეხბურთის გრანდია , ამაში ორი აზრი არაა და მე დღემდე ვთვლი , მათ სკუდეტოს ერთ ერთ უმთავრეს ფავორიტად . თუმცა , რაიმე ანალიზის გაკეთება ჯერ ნაადრევა , მანამ სანამ ჩემპიონატში ზამთრის შესვენება დაიწყდებოდეს . პენალტები ” ინტერის ” კარში ? სიმართლე გითხრათ , ნაკლებად მადარდებს მეტოქეების პრობლემები , კონცენტრირებას მხოლოდ საკუთარ გუნდზე ვახდენ . უმრავლესობისთვის ეს შეხვედრა არის შოუ , მაგრამ საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია ქულები , რომელიც მატჩის დასრულების დროს ფიქსირდება . სულ რამდენიმე დღე მქონდა ამ დაპირისპირებისთვის , რომ მომზადებულიყავით , მაგრამ ყველაფერი რიგზეა . ფიზიკურად გუნდი მზად არის 90 წუთიანი ბრძოლისთვის ” .
” იცით , არ განვიცდი იმდენად , საკუთარი ფეხბურთელების მიერ გაფუჭებულ მომენტებს , ვიდრე იმ ფაქტს , რომ კონკრეტული ფეხბურთელი ვერ ახდენს თამაშზე კონცენტრირებას . ჯერ ჯერობით ვუჩინიჩი კარგია , მაგრამ იმედი მაქვს დროთა განმავლობაშის კიდევ უფრო პროდუქტიული გახდება ” .
კლაუდიო რანიერი : ” ამ შეხვედრის შემდეგ , კიდევ გვექნება საშუალება , რომ ჯამში 84 ქულა დავაგროვოთ და ჩემპიონობა ვიზეიმოთ . მაგალითად ” მილანი ” , შარშან 82 ქულით გახდა სკუდეტოს მფლობელი . ამიტომ ეს დაპირისპირება არ არის ჩვენთვის გადამწყვეტი . ჩვენ კიდევ მოვახერხებთ სატურნირო ცხრილის სათავეში მოქცევას და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ” .
” დიახ , გარკვეული პერიოდის მანძილზე ვწრთნიდი ” იუვენტუსს ” , მაგრამ მიუხედავად ამისა ეს იქნება უბრალოდ ერთი რიგითი მატჩი ჩემთვის , რომელშიც აუცილებელი იქნება მეტოქის დამარცხება . ბუნებრივია ბიანკონერი გამორჩეული მეტოქეა და მათ დასამარცხებლად , დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება . როდესაც მათი მწვრთნელი ვიყავი , ” ინტერთან ” დაპირისპირება იყო ყველაზე გამორჩეული მატჩი მთელი სეზონის განმავლობაში ” .
” კონტე ? გუნდი არაჩვეულებრივად ჰყავს მოტივირებული და პლიუს ამასთან ტექნიკურად გამართული . ბოლო პერიოდში მან შეცვალა სათამაშო სისტემა 4-4-1-1 და გადავიდა 4-4-2 ზე . შედეგად გუნდი კიდევ უფრო სწრაფი , ტექნიკური და ეფექტური გახადა . მათ უკვე დიდი ხანია არაფერი მოუგიათ და სწორედ ამიტომაც გამოხატავენ უდიდესი სურვილს , სწორედ წელს მიაღწიონ წარმატებას ” .
რაც შეეხება შემადგენლობას , ტიაგო მოტა მხოლოდ და მხოლოდ ” ლილთან ” მატჩში დაგვიბრუნდება . სნეიდერი კი არაჩვეულებრივ ფორმაში იმყოფება , რასაც ვერ ვიტყვით დიეგო მილიტოზე , თუმცა მას დამოუკიდებლად შეუძლია ყველანაირი პრობლემის გადაჭრა უმოკლეს პერიოდში ” .
წყარო : Football Italia
სადააცაი იქ დარჩეს 16 ადგილი უხდება ძ
აან
რანიერი კარგი ტრენერია. ამოწევს ინტერს სულლ მალე
ისე ყველა თმაშზე ურთიერთშეხვედრები
რო დადოთ კაი იქნება
10ადგილი არა, 14 და სამართალი
დაგერხა რანიერი,შენი კლიჩკა უკვე 10 ადგილი იქნება ამ სეზონის მერე:D:D:D:D:DD: