ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვუჩინიჩი: ” ეს მატჩი დაგვანახებს, ვინ ვართ “

“იუვენტუსს” მომავალ ტურებში საკუთარი ძალების ნამდვილი გამოცდა ელოდება. “ბიანკონერები” ხვალ “ინტერს” დაუპირიპირდებიან, ხოლო 6 ნოემბერს მათ ნეაპოლელები საკუთარ კედლებში გაუწევენ ასპარეზობას. როგორც მირკო ვუჩინიჩის სიტყვებიდან ჩანს, ჩერნოგორიელს ამ მატჩების არ ეშინია და გუნდისთვის მაქსიმუმის გაღებას ეცდება: ” ეს ორივე კლუბი ძალიან ძლიერია. “ინტერი” სახეს იბრუნებს და ამ გუნდს უკვე ეტყობა რანიერის ხელი. ეს ორი მატჩი დაგვანახებს, ვინ ვართ. რანიერის გუნდის შემართებით განწყობა სჩვევია, ამას “რომაში” კარგად აკეთებდა. ორშაბათს ჩემი შვილის, ალექსანდერის დაბადების დღეა, ასე რომ, თუ “სან სიროზე” გავიტან, გოლს მას მივუძღვნი. ჩემი პოზიცია? თუ საჭირო გახდა და ამით “იუვენტუსს” დავეხმარები, დაცვაშიც ვითამაშებ… ” -აცხადებს ვუჩინიჩი.

წყარო: football italia

17 thoughts on “ვუჩინიჩი: ” ეს მატჩი დაგვანახებს, ვინ ვართ “

  1. pintu-ricchio
    მართალი ხარ ინრერთა მილანთან და რომასთან თამაშებით რო ისაზღვრებოდეს ჩვენი სიძლიერე, შარშან სკუდეტო უნდა მოგვეგო
    მთავარია უმოტივაციო თამაშებში მოახერხოს კონტემ გუნდის მოტივირება, რაც ძან რთული იქნება

  2. მე არ ვთვლი, რომ ეს მატჩი დაგვანახებს ვინ ვართ… იუვე – მილანი, იუვე – ინტერი, მილანი – ინტერი, ეს თამაშები ყოველთვის გამოირჩევა არაპროგნოზირებადობით… შეიძლება რომელიმე მათგანი იმ წელს ვარსკვლავებს წყვეტს, მაგრამ კონკრეტული მატჩი ვერ მოიგოს…
    ასე რომ ამ მატჩს უფრო სხვა დატვირთვა აქვს…
    ინტერს ჩვენთვის მეტი აქვთ დასამტკიცებელი, ვიდრე ჩვენ მათთვის… ასევე რანიერისაც გაუჩნდება სურვილი იუვეს დაუმტკიცოს პროფესიონალიზმი…
    დიდი ბრძოლაა…
    კარგია რომ პირველ წრეს გასვლას ვეთამაშებით ინტერს…

  3. Nachke
    ხო, გუშინ ვნახე კაი თამაში იყო, თქვენც გირჩევთ უყუროთ, ზოგიერთების გასაგონად პეპე სასტავში იყო და კარგად ითამაშა, ვიდალი სკამზე იყო :lool: :lool: :lool:

  4. “იუვენტუსი” ყოველთვის ყველამ იცის ვინ არის,ვინ იყო და ვინ იქნება,აი შენ კი მართლა გამოჩნდები ვინც ხარ ამ თამაშში :lool: :lool: …..იმედი მაქვს,რომ ისე გამოჩნდები,როგორც მინდა მე და იუვეს თითოეულ გულშემატკივარს :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

      1. სიმართლე გითხრა არ ვიცი ზუსტად ძმა,ძმაკაცმა ცოლი მოიყვანა და ალბათ იქ მომიწევს(ახლა მოუნდა მაინცდამაინც ამ……..:twisted: :lool: :lool: )სიაში არ შემიყვანო და თუ რამე ერთი,მაქს.ორი კაცის ადგილი იქნება იმედია….

          1. შენ მომწერე ალბათ ხო?სამსახურში არ იჭერს ჩემთან ბილაინი და ახლა ვნახე სმს-ი….შეგატყობინებ აუცილებლად….

  5. თვითონაც მიხვდა რო ცენტრალურად არ გამოდის თამაში და ფლანგზე უნდა გადასვლა

    —————————–სტორარი—————————

    ლიხშტაინერი———-ბონუჩი———–ბარძალი————-კიელინი

    პეპე—————-მარკიზიო———–პირლო—————მირკო

    ———————კვალი———-მატრი———————-

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.