ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო : “პენალტი ნამდვილად იყო”

კლაუდიო მარკიზიომ “ინტერთან” მატჩის პირველ ტაიმში გოლის გატანა შეძლო და გასული სეზონის შედეგი გააუმჯობესა.4 გატანილი გოლიდან სამი იტალიელმა ნახევარმცველმა მილანური გრანდების, “მილანისა” და “ინტერის” კარში გაიტანა : “ყველაფერი ტაქტიკური სქემის დამსახურებაა.სამი ნახევარმცველით თამაშისას მე უფრო მეტი შანსი მაქვს წინ წავიდე და მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს ვითამაშო.”

კლაუდიო უკმაყოფილოა იმით, რომ მსაჯმა ნერიაძურის კარში თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა : “ნიკოლა რიცოლიმ ჩათვალა, რომ მე კარის მიმართულებით დარტყმა შევძელი…მთავარი ისაა, რომ მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა.”

ახალგაზრდა ნახევარმცველს საფეხბურთო სპეციალისტები მარკო ტარდელისა და ანტონიო კონტეს ადარებენ : “ჯერ-ჯერობით იმდენი არ მომიგია, რამდენიც ჩემმა მწვრთნელმა შეძლო.ანტონიო გუნდის საკვანძო ფიგურაა, იგი არასოდეს ნებდება.კონტეს რჩევებს მუდამ ვითვალისწინებ, რადგან მოედანზე მსგავსი დავალებები მაკისრია.”

ბრძოლა სკუდეტოსთვის – “მილანი” ფორმას უბრუნდება : “როსონერის შესანიშნავი გუნდი ჰყავს, მილანი ხომ მოქმედი ჩემპიონია.ძალიან რთული კალენდარი გვაქვს და მოტივაციაა საჭირო.”ჯენოას”, “ფიორენტინასა” და “ინტერთან” ბრძოლის შემდეგ “ნაპოლისთან” ურთულესი დაპირისპირება გველის.”

წყარო : Juventus.com

13 thoughts on “მარკიზიო : “პენალტი ნამდვილად იყო”

  1. პენალტი კი იყო მარა მატრი უნდა დაენახა, მემგონი რომ მაინც იღორა და პენალტზე ითამაშა. შეეძლო მიეცა მატრისთვის…

  2. mamuka1313
    დელ პიერო მაშინ უნდა შევიდეს მოედანზე როცა ტრეინერი საჭიროდ ჩათვლის და ამას ვიძახოდი მე გუშინაც და გუშინწინაც :chuvak: , და კონტესთვის იმის მოთხოვნა რო 2 ტაიმი ათამაშოს და ისევ ალექსაზე აეწყოს თამაში, მემგონი არასერიოზულია

    1. ჯერ ერთი მე არ ვიძახი რომ მასზე უნდა ააწყოს…დელ პიერო ისეთი ტიპის ფეხბურთელია რომ სქემები არ ჯირდება აქეთ ერგება ნებისმიერ სქემას და ეგ შენც კარგად იცი…ასე რომ ერთი კუკიდურესობიდან მეორეში ნუ გადავვარდებით…სეზონის ბოლოს ვისაუბროტ ამ ტემაზე ძმაო..

  3. არადა გვერდზე რომ წაეკრა ფეხი ბურთისთვის, მატრი ცარიელი ელოდებოდა და მეკარე უკვე გამოვარდნილი იყო…
    მაინც მაგარია მარკიზიო…

  4. ეს კაცი დინო ბაჯოს მახსენებს , რომელიც პრინციპულ თამაშებში იტანდა გოლებს. წელს ნამდვილად საუკეთესო სეზონი აქვს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.