ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო : “ეს დიადი გამარჯვებაა”

გუშინ ტურინის “იუვენტუსმა” კიდევ ერთი დერბი დ’ იტალია მოიგო. “ბიანკონერებმა” “ინტერი”  ჯუზეპე მეაცაზე 1-2 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.ალესანდრო დელ პიერო გახარებულია ამ ფაქტით და Facebook – ის მეშვეობით პატარა კომენტარს აკეთებს : “ეს დიადი გამარჯვებაა, როგორც ჩვენი ასევე ჩვენი ტიფოზებისათვის.ამ ტრიუმფით რამდენიმე დღე დავტკბებით, ხოლო შემდეგ მომდევნო მატჩზე მოვახდენთ კონცენტრირებას … “

წყარო : calcionews24

57 thoughts on “დელ პიერო : “ეს დიადი გამარჯვებაა”

  1. დავიწყოთ მაგ საკითხის ორგანიზება 2 კვირა გვაქვს დრო და გაიჩითება ხალXი შეიძლება რუსთავიც წამოვიდეს ხოთქვეს დღის თამაშებზე ჩამოვალთო

  2. აუუუ რა დროს საათის გადაწევა იყო გაგანია სეზონია საფეხბურთო და ისედაც ძილი არ მაქ ეხა რა ვქნა ???? :blin: :blin: მაგათი ლიზარაზო…

  3. KING ARTUR

    ეჰ რავი ვარ რა შენ რავა ხარ ფეხის ამბავი როგორაა?

    მე პირადად ზუსტად პალერმოზე ვიფიქრე გუშინ კალენდარს რო გადავხედე. გააჩნია ხალხი რას იტყვის, საღამოს თამაშია, უკან ავტობუსებითაც დაბრუნდება ხალხი

    1. რავი ნიჩევო… ხოო დღის თამაშია და აჯობებდა ხალხი თუ გაიჩითება კაია აპარატსაც უეჭველი წამოვიღებ და ბლომად სურათები გადავიღოთ

      1. კი მე მომწონს ეგ აზრი, მთავარია ნაპოლისთან არ წამოკრან ფეხი და იქამდე ერთი თვეა თითქმის, ხალხიც სულს მოითქვამს :yes:

  4. იუვენტუს.რუ-ზე არის ვიდეო შედარება 2006 წლის ინტერი-იუვენტუსისა და გუშინდელი მატჩისა. უყურეთ და დაინახავთ რომ ეს იუვე უკვე ჯობია იმ იუვეს რომელშიაც თამაშობდნენ ისეთი ვარსკვლავები როგორიცაა კანავარო,ტურამი,იბრაგიმოვიჩი,ემერსონი,ტრეზეგე,კამორანეზი,იმ დროინდელი დელ პიერო და ვიეირა! ხოდა იგივე ანგარიშით მოვიგეთ 1-2 მაგრამ ეს იუვე უფრო შეკრული და ორგანიზებულია ყველამხრივ, ისეთი შთაბეჩდილება რჩება რომ ყველა ფეხბურთელის ტვინი მიერთებულია ერთმანეთისას და ერთი რიტმით უცემთ გულები… თამაშის ტემპს აკონტროლებენ და 100% არიან კონცენტრირებული მთელი მატჩის განმავლობაში, დაცვაში შეცდომა მინიმუმამდეა დაყვანილი და თან ისე რომ არც კანავარო და არც ტურამის დონის მცველები არ გვყავს გუნდში ამჟამად… ნახებარდაცვა საერთოდ დიზელის ძრავიანი მოტორივითაა არ ქრება არ ერთ სიტუაციაში და არც ერთ ამინდში! ვერცხლისწყალივით არიან მოძრავნი და მობილურნი… ყველგან არიან და ყოველთვის საჭირო ადგილას! მეტოქის შუახაზს ამოსუნთქვია საშუალება არააქვს რადგან პრესინგია მუდმივი! შეტევა იკბინება სასიკვდილოდ და მეტოქის მცველებს ატერორებს… სიტყვები არ მყოფნის იმის აღსაწერად რა სიამაყესა და სიხარულს განვიცდი გუშინდელის შემდეგ… ყველას ულოცავ იუვეს ფანებს :) :forza: :forza: :forza:

  5. აუ ისე რამე სპეციალური სმაილი რომ იყოს საიტზე კონკრეტულად დელ პიეროსადმი სიყვარულისა და პატივისცემის გამოსახატავად არ შეიძლება ? :D აი იუვეზე ხოა ეს :juvee: ხოდა კაპიტანზეც არ შეიძლება რამე გაკეთდეს? :givi:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.