ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იაკინტამ ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს

ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი, ვინჩენცო იაკინტა ანტონიო კონტეს განკარგულებაშია და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს.Tuttosport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელმა წინახაზელმა ტრავმა სრულად მოიშუშა და მზადაა, ბებერი ქალბატონის განაცხადს უკვე “ნაპოლისთან” შეხვედრისთვის დაუბრუნდეს.შეგახსენებთ, რომ იაკინტა გასულ ზაფხულს ბიანკონერების დატოვებასთან ახლოს იყო, თუმცა ჯუზეპე მაროტამ მას შანსი მისცა და ახლა მეცხრე ნომერი მზადაა, საკუთარ შანსს დაელოდოს.

წყარო : Tuttojuve

24 thoughts on “იაკინტამ ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს

  1. ამის ჩამოწერა გუნდიდან ჯერ ძაან ადრეა.
    ძაან მაგარი ცენტრ ფორვარდია და ძაან მაგარი უიღბლოა.
    თუმცა მე მაინც ვფიქრობ არაერთხელ გაგვახაერბს იაკინტა თავისი გოლებით. თუ მეცემა თამაშის შანსი კი არა რათქმაუნდა მიეცემა თამაშის შანსი. კონტე დაუფასებს შრომას. ფორზა იაკინტა! :forza:

  2. ძალიან უცნაური თავდამსხმელია ძნელი გოლები გააქვს და შეიძლება პირისპირ გამაზოს! ასე რომ საჭიროა მაინც სკამზე :)))

  3. ვაჰ,დაგვიბრუნდა მრისხანე ფორვარდი,მოწინააღდეგე მცველების ამაწიოკებელი და მეკარეთა რისხვა,დიდი ბურატინო :lool: :lool: :lool: ….წარმატებები კვინტ სულით და გულიით,მართლაც მეცოდება ეს,ძალიან მონდომებულია ყოველთვის…პ.ს :იმედია ხვალვე არ დაწერთ დაიტრამვაო,რომ დაიტრამვოს მაინც არ დაწეროთ რა ცოტა ხანი :lool: :lool:

  4. იუვენტუს.რუ-ზე არის ვიდეო შედარება 2006 წლის ინტერი-იუვენტუსისა და გუშინდელი მატჩისა. უყურეთ და დაინახავთ რომ ეს იუვე უკვე ჯობია იმ იუვეს რომელშიაც თამაშობდნენ ისეთი ვარსკვლავები როგორიცაა კანავარო,ტურამი,იბრაგიმოვიჩი,ემერსონი,ტრეზეგე,კამორანეზი,იმ დროინდელი დელ პიერო და ვიეირა! ხოდა იგივე ანგარიშით მოვიგეთ 1-2 მაგრამ ეს იუვე უფრო შეკრული და ორგანიზებულია ყველამხრივ, ისეთი შთაბეჩდილება რჩება რომ ყველა ფეხბურთელის ტვინი მიერთებულია ერთმანეთისას და ერთი რიტმით უცემთ გულები… თამაშის ტემპს აკონტროლებენ და 100% არიან კონცენტრირებული მთელი მატჩის განმავლობაში, დაცვაში შეცდომა მინიმუმამდეა დაყვანილი და თან ისე რომ არც კანავარო და არც ტურამის დონის მცველები არ გვყავს გუნდში ამჟამად… ნახებარდაცვა საერთოდ დიზელის ძრავიანი მოტორივითაა არ ქრება არ ერთ სიტუაციაში და არც ერთ ამინდში! ვერცხლისწყალივით არიან მოძრავნი და მობილურნი… ყველგან არიან და ყოველთვის საჭირო ადგილას! მეტოქის შუახაზს ამოსუნთქვია საშუალება არააქვს რადგან პრესინგია მუდმივი! შეტევა იკბინება სასიკვდილოდ და მეტოქის მცველებს ატერორებს… სიტყვები არ მყოფნის იმის აღსაწერად რა სიამაყესა და სიხარულს განვიცდი გუშინდელის შემდეგ… ყველას ულოცავ იუვეს ფანებს :)

  5. Calcio-zvio
    1 კვირა რათ უნდა, ხვალ დაიდება ეგეთი სტატია.

    კარგია ისე იაკინტას სმაილი როა , ნახეთ როგორ გავს :oldman:

  6. მეც გამიხარდა ვინჩენცოს დაბრუნება, რაც არ უნდა იყოს შეცვლაზე შემოვა და მოგებულ თამაშში ფორვარდს დაასვენებს..იმედია კვალიარელასაც, იაკინტასაც და განსაკუთრებით დელ პიეროს უფრო ექნებათ შანსი..

  7. არ დამიჯერებთ მაგრამ მაინც ვიტყვი.. გამიხარდა : ))) წარმატებები იაკინტას.. ესეც მაგარი შრომის მოყვარეა და არ გამიკვირდება კონტემ შანსი რომ მისცეს(პეპეს მსგავსად) მაგრამ მხოლოდ შეცვლებზე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.