“ინტერი” 1-2 “იუვენტუსი” (ფეხბურთელების შეფასებები)
გთავაზობთ გუშინდელ მატჩში მონაწილე ფეხბურთელების შეფასებებს…
ბუფონი 6 – დამაჯერებლად მოქმედებდა მთელი მატჩის განმავლობაში.გაშვებული გოლის ეპიზოდში მისი დადანაშაულება შეუძლებელია, რადგან მაიკონის დარტყმულს მიმართულება ბონუჩის მუხლმა შეუცვალა.
ლიხშტაინერი 6.5 – მოქმედებდა ყურადღებით, მშვიდად და დამაჯერებლად.ფიზიკურ ბრძოლებში მყარად იდგა ფეხზე.კონტროლი დაცვაში, აქტიური ჩართვა შეტევაში.
ბარძალი 7 – ან ფეხით, ან თავით – მთავარია, რომ ნებისმიერი ორთაბრძოლა ანდრეას გამარჯვებით სრულდებოდა.მეორე ტაიმში დამაჯერებლად კეტავს “პაცოს”.
ბონუჩი 6.5 – მიმართულებას უცვლის მაიკონის დარტყმულს, თუმცა ამის შემდეგ ერთვება ორთაბრძოლებში და იგებს კიდეც მათ.ყურადღებით მოქმედებდა მეორე ტაიმში.
კიელინი 6.5 – მატჩის დებიუტში მაიკონთან დაპირისპირება ძალიან გაუჭირდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი მოაგვარა.მონაწილეობს თითოეულ ეპიზოდში და აქტიურად მეურვეობს ნერიაძურის ტანმაღალ შემტევებს, ლუსიოსა და პაცინის.
მარკიზიო 7.5 – ისევ გაიტანა, უკვე მეოთხე გოლი მეცხრე შეხვედრაში.გათამაშებული კედელი მატრისთან და ბილიარდისებული უზუსტესი დარტყმა, საბოლოოდ 2-1.შეეძლო გაეტანა მეორე გოლიც, თუმცა კასტელაციმ არ დაანება.კლაუდიომ არა მხოლოდ გამარჯვების გოლის შოუ დადგა, არამედ ჩაჭრების, ბლოკებისა და კონტშეტევების წამოწყების.
პირლო 6.5 – თამაშობს ლამაზად, თუმცა რიგ ეპიზოდებში სახიფათოდ.როგორც ყოველთვის, საოცარი სიზუსტით არიგებს პასებს, ხედავს მოედანს და ურტყამს კიდეც კარში.შემდეგ მატჩში ნაკლებ რისკიანად, გეთაყვა.
ვიდალი 6.5 – კარგად დაიწყო, თუმცა შემდეგ უფრო ჩრდილში მოექცა.მეტოქის შეტევების ჩაშლაში დამაჯერებლად მოქმედებს, თუმცა შეტევაში მისი პასები სიზუსტით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდნენ.
პაციენცა ( 89 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.
პეპე 6.5 – თამაშობს კვლავ ძირითად შემადგენლობაში და კვლავ დამაჯერებლად.მაიკონის წინააღმდეგ თამაშობს თავგანწირულად და ეხმარება თანაგუნდელებს.
მატრი 6.5 – ამჯერად ალემ საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა, თუმცა გუნდურ თამაშში იტალიელი ერთ-ერთი გამორჩეული იყო.გააკეთა საგოლე გადაცემა მარკიზიოზე და მონაწილეობა მიიღო პირველი გოლის ეპიზოდში, წამოიწყო შეტევა, დაარტყა კარში და მის დარტყმულს ვუჩინიჩმა დაამატა.უკმაყოფილოა შეცვლით, თუმცა ეს იმ ბომბარდირის უკმაყოფილებაა, რომელმაც გოლის გატანა ვერ შეძლო.
ვუჩინიჩი 7 – თავიდან ურიგოდ დაიწყო, თუმცა შემდეგ გაიტანა გოლი და მონაწილეობა მიიღო მეორე საგოლე ეპიზოდში.არ ცდება, როცა ბურთს იღებს.ბევრი იშრომა მეორე ტაიმშიც, პრესინგს აწარმოებდა მეტოქის დაცვის ხაზთან.
დელ პიერო ( 84 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.
წყარო : La Stampa
კველა თამაშის გოლები უნდა იდებოდეს აქ ასე აჯობებს რაა თუ არი სადემე და მე ვერვპოულობ?:D :D :D :D: დ
ეეხ დელპო რადრო დაგიდგა შეფასების გარეშე გაწერია
იმენა მარკიზიო თუ თამაშობს გუნდი მიყავს წინნ თუ მაგან ჩააგდო გვერხევა რააა…
იუვენტუს.რუ-ზე არის ვიდეო შედარება 2006 წლის ინტერი-იუვენტუსისა და გუშინდელი მატჩისა. უყურეთ და დაინახავთ რომ ეს იუვე უკვე ჯობია იმ იუვეს რომელშიაც თამაშობდნენ ისეთი ვარსკვლავები როგორიცაა კანავარო,ტურამი,იბრაგიმოვიჩი,ემერსონი,ტრეზეგე,კამორანეზი,იმ დროინდელი დელ პიერო და ვიეირა! ხოდა იგივე ანგარიშით მოვიგეთ 1-2 მაგრამ ეს იუვე უფრო შეკრული და ორგანიზებულია ყველამხრივ, ისეთი შთაბეჩდილება რჩება რომ ყველა ფეხბურთელის ტვინი მიერთებულია ერთმანეთისას და ერთი რიტმით უცემთ გულები… თამაშის ტემპს აკონტროლებენ და 100% არიან კონცენტრირებული მთელი მატჩის განმავლობაში, დაცვაში შეცდომა მინიმუმამდეა დაყვანილი და თან ისე რომ არც კანავარო და არც ტურამის დონის მცველები არ გვყავს გუნდში ამჟამად… ნახებარდაცვა საერთოდ დიზელის ძრავიანი მოტორივითაა არ ქრება არ ერთ სიტუაციაში და არც ერთ… Read more »
და იმ ინტერის შემადგენლობა ეხლანდელისგან არ განსხვავდება? ვერონი რეკობა ადრიანო… ეხლა ობი და ა. შ.
დი ნატალეს ……
ლიხშტაინერი მეტს იმსახურებდა მაგრად ითამაშა
ეჰ ჩემი კაპიტანი…. შეფასების გარეშე…. ალბათ, როგორი დათრგუნულია. მის ადგილზე ყველაზე მარტოსულად ვიგრძნობდი თავს…. ჯარიმასაც კი არ გაეკარა…. გრანდე ალექს! ყველას აღებულს ერთად მირჩევნია! მისი თითიოეული მოძრაობა მიყვარს. გუშინაც იდდებულად ითამაშა გაცუდებულ მომენტს თუ არ ჩავთვლით. ძალიან, ძალიან ცუდად იქცევა იუვე…. ჭეშმარიტი კაპიტანია, არ უნდა გუნდს პრობლემები შეუქმნას და არფერს ამბობს, თორემ დარწმუნებული ვარ გული ძალიან სტკივა…. Grazie Del Piero! Fenomeno Vero!
http://www.youtube.com/watch?v=Y0D91XT6Cag
რამის ვიტირო ამ ვიდეოზე….
იუვე X2 შალკე 1 მანჩე 2 და ლილი და პარმა დამრჩა ჯიოვინკოომ პენალტი გამაზა :(((((( აუუუუუუ
ეხლა ნაპოლი უნდა გავაჩოქოთ იუვე მაგარიაააააააა ;-);-);-)
ყველაფს და ყველაფერს თავი დავანებოთ.. აი ერთს ვიტყვი რაა – ბონუჩის დამაჯერებელმა თამაშმა ახალგაზრდაობაში ნესტა და კანავარო გამახსენა
ასევე ჯორჯო იბრუნებს ფორმას!!!
მარკიზიომ კი, პირლოს და კონტეს ხელში კოლოსალური პროგრესი განიცადა, კლაუდიოს გამოგიტყდებით და ვეღარ ვცნობ, სხვა განზომილების ფეხბურთს თამაშობს.. უფრო თავდაჯერებული და დახვეწილი მეჩვენება. შეცდომები მინიმუმამდე დაიყვანა.. და ნუ შედეგსაც რომ დებს ეს ჩემზე კარგად იცით

აუ დელპის ის მომენტი უნდა გაეტანა ძაან მაგარი იქნებოდა ….
დაცვა ძაან მომწონს მეთქი ვერ ვიტყვი მაგრამ რაც იყო იმას ასი თავით ჯობია უბრალოდ ყველა თამაში გოლი არ უნდა გავუშვათ და ეგაა…იმით მოვიგეთ რო მეტი გავიტანეთ.. ჩემი აზრით ყველაზე დიდი შეასება ლიხშტაინერს უნდა ქონდეს …. ნუ ეხა ერთი მომენტი გააცურა მაგრამ არაფერია ეგ
დაცვა მომწონს დაცვაააა მაგარია
ფსიქოლოგიურად ყველაზე მძიმე მდგომარეობა ალეს აქვს. იმიტომ რომ სულ სკამიდან უწევს იუვენტუსის თამაშის ყურება და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი, ის რომ იცის ბოლო სეზონია გუნდში. გუნდში,რომელიც ალბათ ყველაფერზე ძალიან უყვარს.
დიდი კაპიტანი,დიდი ფეხბურთელი და უდიდესი ადამიანი!!!
გრანდეეე ალეეეე… გუშინდელ გამარჯვებაში წვლილი შენ შეიტანე
გილოცაააავთ
ისე სამართლიანობა რო იყოს 1-5 ს მოვიგებდით 
რატო მაშინ პაცინის ძელიც უნდა ჩავთვალოთ, ზარატეს დარტმულიც, ჯიჯის აღებული პაცინის ქუსლით..მომენტებზე ხო არაა, რასაც გამოიყენებ ეგაა
აუ დელ პიერომ რო ვერ გაიტანა მაგარი გამიტყდა…ესტიგარიბიასაც მინდოდა გაეტანა მარა ისე არ დამწყვეტია გული როგორც დელ პიეროს გაფუჭებულ მომენტზე დამწჭდა….იმედია კიდევ ბევრი მომენტი ექნება დელ პიეროს და უეჭველი გაიტანს

კონტეს არ აქვს შეფასება?
კონტე შეუფასებელია იუვესთვის
მე კიდე იმენა ლამის დელ პიეროს მაგივრად დავიწყე ტირილი ისეთი სახე მიიღო
აუ,ხო რა,რაღაც ძალიან ისეთი სახე ქონდა,დათრგუნული,მეც ლამის ცრემლები წამომივიდა ამხელა კაცს,ალექსა ეგეტი არასოდეს მინახავს,პირლოსაც უპრობლემოდ დაუთმო საჯარიმო,პრობლემებს არც არასოდეს ქმნიდა,მაგრამ ჯარიმები მუდამ მისი იყო……:-(:-(
როგორ მინდოდა დელპიეროს გაეტანა ანიელის ჯიბრზე