ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” უფრო თავისუფლად უნდა მოვიგოთ ხოლმე “

გუშინდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ ანტონიო კოტნეს პირველივე სიტყვები საკუთარ ფეხბურთელებს ეხებოდათ. მთავარი მწვრთნელი შეგირდების თავგანწირვით გახარებულია და თვლის, რომ ეს გამარჯვება გუნდისთვის სამ ქულაზე მეტს ნიშნავს…

” ეს გამარჯვება ჩემი ბიჭების მიერ გაწეული შრომის დიდებული საზღაურია. მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, რომელიც მხოლოდ სატურნირო ცხრილის სათავეში დარჩენაში კი არა, მენტალურადაც დაგვეხმარება. ჯერ კიდევ გვჭირდება მუშაობა, მატჩის ბედი ადრე უნდა გადავწყვიტოთ ხოლმე, ისე, რომ შედეგზე ნერვიულობა აღარ გახდეს საჭირო. ასევე უნდა ვისწავლოთ, ყოველთვის ვიყოთ თამაშში ჩართულები და დავისვენოთ მაშინ, როცა ბურთით ჩვენ ვკომბინირებთ, 90 წუთის უმაღლეს ტემპში თამაში არავის შეუძლია. ჩვენ ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ, ჩამოვაყალიბეთ ახალი მენტალიტეტი, შევცვალეთ სისტემა და შევქმენით გუნდი, რომელიც ყოველთვის საკუთარი თამაშის პირობების კარნახს ცდილობს და გულშემატკივარს სიამოვნებას ანიჭებს. ”

” გოლის გაშვების შემდეგ მოედანზე ნამდვილი ბრძოლა დაიწყო, ორივე მხარე მჭიდრო პრესინგის თამაშს ცდილობდა. აღსანიშნავია, ჩვენ ბოლო რვა დღეში მესამე მატჩი ვითამაშთ და ფიზიკური კონდიციების მხრივ, საუკეთესო მდგომარეობაში არ ვყოფილვართ. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ რამდენიმე ტაქტიკური გადაწყვეტილება მივიღე. მთავარი ის იყო, რომ ნახევარმცველები ცენტრში უფრო გავშალე, რადგან ფლანგებზე მილანელებს დიდი სივრცეები ეძლეოდათ ჩვენი ბიჭების ცენტრში მჭიდროდ დგომის გამო. ამ კუთხით, წარმატება ნამდვილად მოვიდა.”

“მაიკონისა და ვუჩინიჩის დუელი? მათ ორივემ გაიტანეს. ბრაზილიელი პრობლემებს ქმნიდა და პეპე მისკენ გადავწიე, ამ ადამიანს შეუძლია ყველგან ერთდროულად იყოს. შემდეგ ესტიგარიბიას დროც დადგა და ორივე ადვილად გაუმკლავდა დუგლასს. არც ისე ადვილი პრობლემა გადავჭერით, ეს ადამიანი სულ შეტევაში მიიწევს. ”

” მოხარული ვარ, რადგან “ინტერის” “სან სიროზე” დამარცხება და ამდენი საგოლე მომენტის შექმნა ადვილი არაა. ასეა თუ ისე, შემდეგი მეტოქე “ნაპოლია” და უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ რთული შეხვედრა გველის, ნეაპოლელები ორივე მილანულ კლუბთან ერთად “სკუდეტოსთვის” ბრძოლაში ფავორიტები არიან.” -აცხადებს კონტე.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

56 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Del Piero 10+
14 years ago

ყველაზე მაგარი ტრანსფერი ლიხშტაინერია …. იმენა იგროკია

Del Piero 10+
14 years ago

მარკიზიოს და მირკოს დაგინებული აქვთ ინტერის კარში გატანა :lool:

giorgi kezevadze
14 years ago

გუშინდელ სურათებს და ვიდეოებს არ დადებთ? რაც სპორტ კაფეში გადაიღეთ? დზაააან მაგარიიი იყოო

Di Francesco # 1
14 years ago
nika kakabadze
14 years ago

გუშინ ფული არ მქონდა და ვერ წამოვედი და ნაპოლისთან თუ რამეა უეჭველი მოვდივარ :forza: :forza: :forza: :forza:

giorgi kezevadze
14 years ago

საგოლ ბიჭებს ყველას გილოცავთ!!! გუშინ სპორტ კაფეში უმაგრესი იყო დზაან ვისიამოვნე. ნაპოლისათან რას ვშვებით ვიკრიბებით ისევ?

vaxo turqadze
14 years ago

სალამი ძმენო,ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას,ულამაზესი დღე იყო,წუხელ არ მახსოვს ვის მივწერე,მაგარი ნასვამი ვიყავი და რომ არ გამეზიარებინა ის სიხარული არ შემეძლო,მარკიზიოს გოლის დროს შევედი ზუსტად ტოტალიზატორში…სპორტ-კაფეში რა ხდებოდა წარმომიდგენია,არადა სულით და გულით თქვენთან ვიყავი…პირველ ტაიმს რაღაც სასწაულად თამაშობენ,გუშინ კი მეორე ტრაიმმაც გაასწორა,კერძოდ დაცვამ,უძლიერესად ითამაშა ყველა მცველმა,ბარცალი-ბონუჩი იმენა კედელი იყო…….და ალე,ილ გრანდე კაპიტანო,კაცი ნამდვილი ადამიანი და ნამდვილი ტურინელი,ბურთი დაიჭირა და უამრავი ჯარიმა აკიდა ინტერის ხე მცველებს,მაგრამ იმ მომენტში,როცა გატანა მართებდა,რარაც ძალიან დათრგუნული მეჩვენა კაპიტანი,ძალიან შემეცოდა ისეთი სახე ქონდა მომენტის გაფუჭების მერე….ჩემთვის სამი კაცი არსებობს საფეხბურთო სამყაროში…მალდინი,დელ პიერო და ბუფონი…..მერე დანარჩენები,ამათთან ვერასოდეს ვერავინ მივა…… :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

shot10
14 years ago

საღოლ ალე! როგორ, ბაყაყებივით აფინტავა! :))

უეჭველი ვიცი შენს სიტყვას მაინც იტყვი!(მიმდინარე სეზონში)

P.S (პირლოსთვის ჯობია, “სხვის” მოპოვებულ ჯარიმებს შეეშვას და თავისას მიხედოს)

გამოკითვა რომ დაიდება უეჭველი “ალე” გაიმარჯვებს!

lasha tkeshelashvili
14 years ago

ალე არის ლეგენდა და ინტელიგენტი ფეხბურთელი,ყველაზე მაგარი და ყველაზე ჩკვიანი ფეხბურთის კუთხით,5 კონტეს ალექსა ზუსტად საჭირო დროს შემკოაგდო,შემოვიდა ბებერო და ეგრევე ბურთი დაიჭირეს,იცის ადამიანმა რა უნდა ქნას მოედანზე,ალბათ ალექსა რომ წავა დეპრესია გარანტირებული მექნება,კონტეს საღოლ ძაან სწორად ათამაშა გუნდი და ცვლილებებიც საჭირო გააკეთა. ფორცა იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

bacho kochlashvili
14 years ago

palermo-juves statistika gamichitet ra dzmurad

Arancia Meccanica
14 years ago

Juventus Palermo
Win 4 7
Loss 7 4
Draw 1 1
Ø Goals per Match 1.4 1.5
League Table 1. 9.

http://www.footballepl.com/match/statistics?gameid=CC5DA01E0000012B2268A1681DEACA1B
:forza:

marchisio8
14 years ago

მოიცა პალერმო პლიუსშია ჩვენთან? :?

14 years ago

ინტერი ჩემპიონობისთვის ბრძოლას საბოლოოდ გამოეთიშა.. აი ჩემპიონი მილანსა და იუვეს შორის გამოვლინდება, თავგანწირულ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლაში..

lasha tkeshelashvili
14 years ago
Reply to 

არა არც ეგრეა საქმე ძმა,მაინც იტყვის თავის სიტყვას ეგ გუნდი.

Di Francesco # 1
14 years ago

იანდონეტო და პასკუატო რატო გაუშვეს სკამი არ გვქონდა? :chuvak:
არ ჯობდა დელპიეროსთვის ეყურებიათ, სტრასერის ყურებას, თამაშით არ იუვეში ათამაშებდნენ და ვერც ლეჩეში თამაშობენ

giorgi kipshidze
14 years ago

ხო რაიყო პეპე მაიკონზე ნაკლები ბიჭია? :D :D :D

Di Francesco # 1
14 years ago

უკეთესი :chuvak:

bacho kochlashvili
14 years ago

au exla palermos tu gavudet mere asi procentit davrcmundebi ro dzveli juve dabrunda. am bolodros magars gvideben xolme. tvini caixes to. amovida yelshi. sul gvigeben am bolodros. yvelaze metad magattan tamashze vnerviulob. tan uecveli unda movugot imito ro davumtkicot magat prezindends ro tcva palermo juventus jobiao. fu magis qaraquca deda… unda vanaxot vinaa juve da vinaa palermo. ise bichebo juve_- palermos statistikas urtiertshexvedrebisa gamichitavt vinme? dzaan mainteresebs

lexo doreuli
14 years ago

გილოცავთ იუვენტინოებო! :forza:
ყველამ ძალიან კარგად ითამაშა. ერთი პეპეს თამაში არ მომეწონა. დანარჩენი ყველა კარგი იყო. დაცვამ ის იუვენტუსი გამახსენა 2002-2003 წლებში რომ აბეტონებდა საჯარიმოს მისადგომებიდან მოყოლებული ყველაფერს… ასეთი ჩაკეტილი, ბეტონი იუვენტუსი მიყვარს მე! ესტიგარებიეტა (თუ რაც ქვია :D) მაგარი გაიზრდება ეგ! თამამი ბიჭია რაც მთავარია. ლიდერად არის დაბადებული. ერთი მაგაზე მწყდება გული ელია ძალიან დაიჩაგრა.იქნებ მისცენ შანსი. და ბოლოს! გრანდე ალეეეეექს! ხომ ხედავთ კაპიტანს რა შეუძლია? ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია მთელ ევროპაში. აუცილებლად მეტი დრო უნდა მისცენ კაპიტანს! :forza:

dito chanturia
14 years ago

bravo bravo pirvel rigshi dacvas gamovyopdi romelic ragac saocrebebs shveboda dges gansakutrebit meore taims gamovyofdi roca titqmis karshi arc dauryia inters xolo shoridan rac daartyes arcerti ar miushves karebamde amdeni wlis problema dacvashi shecvsala kve da chemi azrit kalchoshi sauketeso dacva gvyavs dgesdgeobit nu naxevardacva es komentarod brwyinvalea ubralod da tavdasxmac kargi uralod cota meti realizebaa sahiro bevr moments aniaveben da magasac tu gamoasworeben sezonis bolos apeninebi sav tetrad sheigebeba 100% it.. ise bravo garibias martla magari talantia da mosva eliac da krasichic

Di Francesco # 1
14 years ago

andrea__pirlo
როდის კონტემ რო პეპე გადაწია? :chuvak:

14 years ago

ამ თამაშში გამოჩნდა ნამდვილი იუვენტუსი…ჩვენ გუნდმა ბრძოლაში გაიმარჯვა…შემდეგი ნაპოლია…

giorgi kipshidze
14 years ago

თავიდან მაიკონი და ძანეტი აწიოკებდნენ მარცხენა Fლანგს მარა მერე დაკეტეს კარგად

14 years ago

კონტე 100% იანია , რეალიზაციაში მოვიკოჭლებთ დალშე მაგრები ვააართ!!!

14 years ago

ნაპოლი , პალერმო , ლაციო … მდააა ამ თამაშებში 6 ქულაზეც კამყოფილი ვიქნები 7 შესანიშნავი და 9 ფანტასტიური

Di Francesco # 1
14 years ago

სადაა ბონუჩი დირკააო რო იძახოდით? :bicho:
ბარძაგლი და ბონუჩი და იელინი ასეთი 3 ცენტრი არცერთ გუნდს არ ყავს ევროპაში, რა ტერი და რა ფერდინანდი? ამგენის მერე დირკა სხვაზე როგორუნდა თქვა? :juventus: :achuu:

14 years ago

ამას პეპეზე ჯვარი აქვს დაწერილი….. საღოლ კონტე წიინ დიდებისკენ

Di Francesco # 1
14 years ago

ბრაზილიელი პრობლემებს ქმნიდა და პეპე მისკენ გადავწიე :lool:
ისე თქვა ვითომ, კლუბის საუკეთესო მოთამაშე გამოიყენა, ამ პრობლემის გადასაწვეტადაც :lool:
მაგარია კონტე და მალე ლიგასაც მოვიგებთ :italy:

bebero gagloshvili
14 years ago

კონტე მაგარი კაციხარ ტო მაგრათ მიყვარხარ:oops: ყვალას გილოცავთ ბიცჰებო ამ დიდებულ გამარჯვებას!!!

| Newsphere by AF themes.
56
0
Would love your thoughts, please comment.x