ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : “უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ”

2010 წლის 30 ოქტომბერი და 2011 წლის 29 ოქტომბერი – თითქმის ერთი წლის შემდეგ ტურინის “იუვენტუსი” კვლავ იპყრობს “სან სიროს”, ამჯერად მეორე მილანური გრანდის, “ინტერის” წინააღმდეგ, თუმცა იგივე ანგარიშით, 1-2.

უმნიშვნელოვანესი გამარჯვება გუნდს Juventus Channel – თან ინტერვიუში ბებერი ქალბატონის სპორტულმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ მიულოცა : “ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ სატურნირო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.რაც მთავარია, იუვენტუსმა სტაბილურობას უმატა და პირადად ჩემთვის, ეს აუცილებელია.ფეხბურთელების ფიზიკური ფორმის გათვალისწინებით, კონტეს შეგირდების ორგანიზაცია თამაშის მსვლელობისას ძალიან მომეწონა.ამ მომენტისთვის ცხრილზე დიდი ყურადღების გამახვილებას საჭიროდ არ ვთვლი, თუმცა ახალი მწვრთნელისა და ხელმძღვანელობის მიერ გატარებული რეფორმები თვალში საცემია.გასულ წლებთან შედარებით, ჩვენს მომავალს ნათელ ფერებში ვხედავ.”

წყარო : Juventus.com

4 thoughts on “მაროტა : “უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.