ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოჯი გასულ ტურზე საუბრობს …

ლუჩიანო მოჯიმ , ტელე გადაცემა Moggi e domani – ის მსვლელობისას , იტალიის ჩემპიონატის აწ უკვე გასრულებულ ტურზე გააკეთა კომენტარი : “ ” ინტერი ” – ” იუვენტუსის ” დაპირისპირებისას , საკმაოდ დიდი ზეგავლენა იგრძნობოდა,  ნერიაძურის მხრიდან გაუთავებელი კრიტიკისა მსაჯთა კორპუსის წინააღმდეგ , რომელიც  მთელი კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა . რიცოლიმ 100 % – იანი პენალტი არ დადო ინტერის კარის მიმართულებით , როდესაც კასტელაციმ დაარღვია თამაშის წესები , სხვათაშორის ის ეპიზოდი მახსენდება , როდესაც ტოლდომ იუხეშა იუვესთან დაპირისპირპირებაში , თუმცა მსაჯმა თვალები დახუჭა და სრულიად უსამართლო გოლი ჩათვალა ბიანკონერის კარში . ჩემმა ადვოკატებმა შესძლეს მაშინდელი არბიტრის როდომონტის და ნერიაძურის წარმომადგენლების ,  საუბარის ჩანაწერის მოპოვება , რომელიც შემდგომ ყველამ მოისმინა . თავის მხრივ ტურინელებმა სწორად იმოქმედეს , როდესაც პრესის დახმარებით არ გამოეპასუხნენ მათ და შეინარჩუნეს სრული სიმშვიდე მატჩამდე . კონტეს განკარგულებით , გუნდმა საოცარ ტემპში ითამაშა და დაიმსახურა სამი ქულა “

” თუმცა , ვფიქრობ ” იუვენტუსმა ” , გაცილებით ცინიკურად უნდა ითამაშოს მეტოქის საჯარიმოსთან , მაგრამ თუ ასეთ სტილში , მაღალ პროფესიონალურად განაგრძობენ ასპარეზობას , მაშინ არ არის გამორიცხული , რომ ზურგს უკან მილანი მოიტოვონ . რანიერი კმაყოფილი იყო საკუთარი გუნდის ასპარეზობით ? შესაძლოა … პრინციპში , რომაელ თავკაცს ვეღარ იცნობთ , მას შემდეგ რაც ნერიაძურის ჩაუდგა სათავეში . მორატის უსტვენდნენ ? უმჯობესი იქნება თუ მიეჩვევა , რადგან კალჩიოპოლის გარეშე ის აწი ერთი ტურნირის მომგებიც კი არ არის ” .

მოჯი ასევე მილანის ასპარეზობასაც შეეხო …

” არ შემვცდარვარ , როდესაც ” ოლიმპიკოზე ” ფავორიტად მილანი შევრაცხე . მიუხევად მათი ბოლო დროინდელი პრობლემებისა , როსონერის უამრავი ექსტრა კლასის მოთამაშე ჰყავთ , რომლებსაც შეუძლიათ გამარჯვებების მოტანა . დარწმუნებული ვიყავი ასევე იბრაჰიმოვიჩში , რადგან რომაელებს საკმაოდ სუსტი დაცვის ხაზი ჰყავთ , რაც კარგად გამოიყენა შვედმა . ყველაფერთან ერთად , ენრიკეს გუნდი მაინც და მაინც ცუდად არ თამაშობდა , ჩუქნიდა რა შოუს ყველას , მათ შორის ” მილანსაც ” , რადგან მათ არ იციან შეტევა და პლიუს ამასთან დაცვა . ელემენტარულად ანხელი , ფლანგელი მცველი , რომელმაც საერთოდ არ იცის უკან თამაში და მხოლოდ შეტევებში გამოირჩევა , ქმნის ქაოს საკუთარი გუნდის უკანა ხაზში . ყველა იმას იძახის , რომ რაღაც შესაცვლელია , მაგრამ ენრიკე – რომელმაც 11 მატჩში , 11 სათამაშო სქემა გამოცადა , იტალიელი რომ ყოფილიყო უკვე დიდი ხნის გადაყენებული იქნებოდა ” .

დასასრულს ლუჩიანომ , სიცილიური ” კატანია ” და მისი მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა შეაქო …

” ” კატანია ” განაგრძობს ჩემს გაკვირვებას . ” ინტერის ” დამარცხების , ხოლო ” იუვენტუსთან ” ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ , მათ ” ნაპოლის ” დაჩოქებაც მოახერხეს . მონტელას გუნდში არის ორი ფეხბურთელი , რომელიც იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას – ესენი არიან ბერგასიო და გომესი . რა თქმა უნდა ფორვარდს იმანაც შეუწყო ხელი , რომ მაცარიმ არა სწორი გადაადგილებები განახორციელა . მან ერთაბაშად ფიდელფა და ფერნანდესი გამოუშვა , რითაც კანავაროს დაბნევაც მოახერხა ” .

წყარო : Tuttosport

8 thoughts on “მოჯი გასულ ტურზე საუბრობს …

  1. სეზონი სანამ დაიწყებოდა,პირველი ტურის წინ,(არა მგონია ვინმეს ახსოვდეს ჩემი აქ დადებული კომენტარი:mrgreen::mrgreen:) ,აი მაშინ ვთქვი რომ სუსტი გუნდებიდან სეზონის აღმოჩენა იქნებოდა კატანია და მისი ფეხბურთელი გომესი,ჯერ-ჯერობით პროგნოზი მართლდება და უკვე დიადი ლუჩაჩონეც მეთანხმება :mrgreen::mrgreen::mrgreen:

  2. მოჯი კი მოკვეთეს მაგრამ ერთი ეგაა რო ოფიციალურად არ შეუძლია ფეხბურთში ჩართვა.. თორე ინტერვიუებში იმდენ სასარგებლო რამეს ამბობს რო ფეხბურთზე მაინც მოქმედებს!!!

    1. თუ მართლა სერია B-ში გადავარდა სავარაუდოდ ბევრი ფეხბურთელი დატოვებს გუნდს და არაა გამორიცხული რო პირველივე წელს ვერ გადმოვიდეს სერია A-ში ის juve-ს დონის ვერასოდეს გახდება და სერია B ეკუთვნის სამუდამოდ :forza: :juvee: :juventus:

  3. სხვათაშორის იმ ჩანაწერში მოჯი რო ლაპარაკობს როდომონტის ეუბნებიან თუ რამე სადაო შეიქმნა იუვესკენ არ გადაწიოო, ეგეთი ამბავი იყო კვირასაც

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.