მოჯი გასულ ტურზე საუბრობს …
ლუჩიანო მოჯიმ , ტელე გადაცემა Moggi e domani – ის მსვლელობისას , იტალიის ჩემპიონატის აწ უკვე გასრულებულ ტურზე გააკეთა კომენტარი : “ ” ინტერი ” – ” იუვენტუსის ” დაპირისპირებისას , საკმაოდ დიდი ზეგავლენა იგრძნობოდა, ნერიაძურის მხრიდან გაუთავებელი კრიტიკისა მსაჯთა კორპუსის წინააღმდეგ , რომელიც მთელი კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა . რიცოლიმ 100 % – იანი პენალტი არ დადო ინტერის კარის მიმართულებით , როდესაც კასტელაციმ დაარღვია თამაშის წესები , სხვათაშორის ის ეპიზოდი მახსენდება , როდესაც ტოლდომ იუხეშა იუვესთან დაპირისპირპირებაში , თუმცა მსაჯმა თვალები დახუჭა და სრულიად უსამართლო გოლი ჩათვალა ბიანკონერის კარში . ჩემმა ადვოკატებმა შესძლეს მაშინდელი არბიტრის როდომონტის და ნერიაძურის წარმომადგენლების , საუბარის ჩანაწერის მოპოვება , რომელიც შემდგომ ყველამ მოისმინა . თავის მხრივ ტურინელებმა სწორად იმოქმედეს , როდესაც პრესის დახმარებით არ გამოეპასუხნენ მათ და შეინარჩუნეს სრული სიმშვიდე მატჩამდე . კონტეს განკარგულებით , გუნდმა საოცარ ტემპში ითამაშა და დაიმსახურა სამი ქულა “ …
” თუმცა , ვფიქრობ ” იუვენტუსმა ” , გაცილებით ცინიკურად უნდა ითამაშოს მეტოქის საჯარიმოსთან , მაგრამ თუ ასეთ სტილში , მაღალ პროფესიონალურად განაგრძობენ ასპარეზობას , მაშინ არ არის გამორიცხული , რომ ზურგს უკან მილანი მოიტოვონ . რანიერი კმაყოფილი იყო საკუთარი გუნდის ასპარეზობით ? შესაძლოა … პრინციპში , რომაელ თავკაცს ვეღარ იცნობთ , მას შემდეგ რაც ნერიაძურის ჩაუდგა სათავეში . მორატის უსტვენდნენ ? უმჯობესი იქნება თუ მიეჩვევა , რადგან კალჩიოპოლის გარეშე ის აწი ერთი ტურნირის მომგებიც კი არ არის ” .
მოჯი ასევე მილანის ასპარეზობასაც შეეხო …
” არ შემვცდარვარ , როდესაც ” ოლიმპიკოზე ” ფავორიტად მილანი შევრაცხე . მიუხევად მათი ბოლო დროინდელი პრობლემებისა , როსონერის უამრავი ექსტრა კლასის მოთამაშე ჰყავთ , რომლებსაც შეუძლიათ გამარჯვებების მოტანა . დარწმუნებული ვიყავი ასევე იბრაჰიმოვიჩში , რადგან რომაელებს საკმაოდ სუსტი დაცვის ხაზი ჰყავთ , რაც კარგად გამოიყენა შვედმა . ყველაფერთან ერთად , ენრიკეს გუნდი მაინც და მაინც ცუდად არ თამაშობდა , ჩუქნიდა რა შოუს ყველას , მათ შორის ” მილანსაც ” , რადგან მათ არ იციან შეტევა და პლიუს ამასთან დაცვა . ელემენტარულად ანხელი , ფლანგელი მცველი , რომელმაც საერთოდ არ იცის უკან თამაში და მხოლოდ შეტევებში გამოირჩევა , ქმნის ქაოს საკუთარი გუნდის უკანა ხაზში . ყველა იმას იძახის , რომ რაღაც შესაცვლელია , მაგრამ ენრიკე – რომელმაც 11 მატჩში , 11 სათამაშო სქემა გამოცადა , იტალიელი რომ ყოფილიყო უკვე დიდი ხნის გადაყენებული იქნებოდა ” .
დასასრულს ლუჩიანომ , სიცილიური ” კატანია ” და მისი მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა შეაქო …
” ” კატანია ” განაგრძობს ჩემს გაკვირვებას . ” ინტერის ” დამარცხების , ხოლო ” იუვენტუსთან ” ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ , მათ ” ნაპოლის ” დაჩოქებაც მოახერხეს . მონტელას გუნდში არის ორი ფეხბურთელი , რომელიც იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას – ესენი არიან ბერგასიო და გომესი . რა თქმა უნდა ფორვარდს იმანაც შეუწყო ხელი , რომ მაცარიმ არა სწორი გადაადგილებები განახორციელა . მან ერთაბაშად ფიდელფა და ფერნანდესი გამოუშვა , რითაც კანავაროს დაბნევაც მოახერხა ” .
წყარო : Tuttosport
სეზონი სანამ დაიწყებოდა,პირველი ტურის წინ,(არა მგონია ვინმეს ახსოვდეს ჩემი აქ დადებული კომენტარი:mrgreen::mrgreen:) ,აი მაშინ ვთქვი რომ სუსტი გუნდებიდან სეზონის აღმოჩენა იქნებოდა კატანია და მისი ფეხბურთელი გომესი,ჯერ-ჯერობით პროგნოზი მართლდება და უკვე დიადი ლუჩაჩონეც მეთანხმება :mrgreen::mrgreen::mrgreen:
მოჯი კი მოკვეთეს მაგრამ ერთი ეგაა რო ოფიციალურად არ შეუძლია ფეხბურთში ჩართვა.. თორე ინტერვიუებში იმდენ სასარგებლო რამეს ამბობს რო ფეხბურთზე მაინც მოქმედებს!!!
ცდება მოჯი – ინტერი მოიგებს 1 ტიტულს მომავალ წელს – სერია ბ-ს : )
თუ მართლა სერია B-ში გადავარდა სავარაუდოდ ბევრი ფეხბურთელი დატოვებს გუნდს და არაა გამორიცხული რო პირველივე წელს ვერ გადმოვიდეს სერია A-ში ის juve-ს დონის ვერასოდეს გახდება და სერია B ეკუთვნის სამუდამოდ

სხვათაშორის იმ ჩანაწერში მოჯი რო ლაპარაკობს როდომონტის ეუბნებიან თუ რამე სადაო შეიქმნა იუვესკენ არ გადაწიოო, ეგეთი ამბავი იყო კვირასაც
ზუსტად იგივე იყო, 100% პენალტი არ დადო მსაჯმა.
Nachke
სად ნახე ეს ჩანაწერი დადე ლინკი რაა
აუ ფიორესთან თამაშის ტაქტიკური ანალიზი ან ინტერთან თამაშის არაა ჯერ?