ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორი (ოლიჩი)

გერმანული პრესის ცნობით, ტურინის “იუვენტუსი” დაინტერესებულია მიუნხენის “ბაიერნის” ხორვატი თავდამსხმელის ივიცა ოლიჩის შეძენით. ოლიჩმა “ბაიერნის” შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი გომესს დაუთმო და ხორვატს თავის გამოჩენის საშუალებაც კი არ ეძლევა. არადა წინა წლებში გომესი ოლიჩის ჩრდილში იყო მოქცეული. ტურინელებს 32 წლის ფეხბურთელის შეძენა ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროს სურთ, როდესაც გუნდს დატოვებს ამაური და იაკინტა. მაგრამ “იუვეს” თავდასხმაში მაინც დიდი კონკურენცია იქნება: კვალიარელა, დელ პიერო, ვუჩინიჩი, ტონი, მატრი და თუკი ოლიჩიც დაემატება საგრძნობლად გაიზრდება არსებული კონკურენცია. “იუვეს” გარდა ოლიჩის შეძენით “მალაგა”, “ინტერი”, “ვერდერი” და “კაიზერსლაუტერნი” არიან დაინტერესებულნი. როგორც გერმანული პრესა იტყობინება ოლიჩი სავარაუდოდ იტალიაზე გააკეთებს არჩევანს.

წყარო:transfermarkt.de

37 thoughts on “სატრანსფერო ჭორი (ოლიჩი)

  1. რა ოლიჩი ჯივინკო დააბრუნოს მაროტამ ეგ ხო არ უბერავს, პეპე და ჯაკერინი სასტავში და ჯივინკო პარმაში??? და ეხლა კიდე ოლიჩი, მაგარი სატრანსფერო პოლიტიკაა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.