დელ პიერო:”მალე გამოჯანმრთელდი, ანტონიო”
ალესანდრო დელ პიერომ საკუთარ Facebook – ის გვერდზე თანადგომა გამოუცხადა “მილანის” ფორვარდ ანტონიო კასანოს, რომელიც “რომას” წინააღმდეგ ჩატარებული მატჩის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 29 წლის იტალიელ თავდამსხმელს გამოკვლევები ჩაუტარდა, რომლებმაც აჩვენეს, რომ სავარაუდოდ მას გულზე აქვს პრობლემები. “მალე გამოჯანმრთელდი, ანტონიო. იმედი მაქვს, რაც შეიძლება სწრაფად შეძლებ მომჯობინებას და მწვანე მინდორზე დაბრუნებას. წარმატებებს გისურვებ!” – ასე გამოხატა კასანოსადმი თანაგრძნობა “იუვენტუსის” კაპიტანმა. აქვე დავამატებთ იმას, რომ ჯერჯერობით დაუდგენელია რამდენი ხნის განმავლობაში დარჩება კასანო საავადმყოფოში.
წყარო: Football-Italia
ara marto stadionzea delpi lideri da kapitani….
იმედია მალე დაბრუნდება!
როსი ევროპას გამოტოვებს ისეთი ტრავმა მიიღო და კასო გვჭირდება.
კასანო,მატრი,კუალი,ჯოვინკო და გამოცდილი დელ პიერო მინდა ევროპაზე
რამდენიმე თვეში დაბრუნდებაო რა. ანუ ალბათ ევროპა გამოირიცხა. მაგრამ ფეხბურტი მთავარი არ არის, მთავარია ჯანმრთელად იყოს
მაგარი კაპიტანი გვყავს…!
საწყალი კასანო… ნეტა სერიოზული არაფერი იყოს