ლიპი: ” “იუვე” ჩემპიონობისთვის იბრძოლებს “
მარჩელო ლიპის აზრით, დღევანდელ “იუვენტუსს” ჩემპიონობისთვის საჭირო ყველა თვისება აქვს. იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი “ბებერი ქალბატონის” გულშემატკივრებს აიმედებეს: “ “იუვენტუსი” შინაგანი მუხტისა და მოტივაციის დემონსტრირებას ახდენს. დიდი წარუმატებლობების შემდეგ ეს გუნდი სახეს იბრუნებს, თავისხმრივ, წინასასეზონო უიღბლობას “მილანმაც” დააღწია თავი. ეს ორი კლუბი ჩემპიონობისთვის სეზონის ბოლომდე იბრძოლებს. “იუვეს” პირლოსნაირი ფეხბურთელი სჭირდებოდა, ფეხბურთელი, რომელიც თავის თავში პროფესიონალიზმს, ინდივიდუალურობასა და სიმშვიდეს აერთიანებს. პირლო მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ “ბიანკონერების” მეტამორფოზა მხოლოდ ერთი ფეხბურთელით ან ერთი ტაქტიკური ინოვაციით ვერ აიხსნება. ეს უამრავი დეტალის ერთობლიობაა, რომელთაგან ერთ-ერთიც სტადიონია. ვფიქრობ, გახსნითი ცერემონიალის დროს ბევრმა ფეხბურთელმა გააცნობიერა, თუ რა არის “იუვენტუსი”. დღეს “ბებერი ქალბატონი” ანგარიშგასაწევი ძალაა და იმედია, ისევ მოახერხებს გამარჯვების გზაზე დაბრუნებას. ფეხბურთში ისტორია თავის თავს იმეორებს. ” -აცხადებს ლიპი.
მართალს ამბობს მარჩელო ლიპი, გახსნა იყო ძალიან მაგარი! ყველამ დაინახა რომ მსოფლიოში არსებობს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი ახალი სტადიონით და ლეგენდარული ადამიანებით!
უდავოდ ყველა დროსი საუკეთესო მწვრთნელი იუვენტუსის ისტორიაში!!!
არა მარტო იუვეს ისტორიაში არამედ მსოფლიო ფფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო ყველა დროსი
ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი
სიმართლეს ამბობს ეს კაცი.
მაგრამ რაც შეეხება იუვეს, მან პირლოს გარეშე თამაშიც უნდა ისწავლოს, მომენტში პირლომ ტრავმა რომ მიიღოს-რომ არ დაეტყოს გუნდს.
პირლოს გარეშე რომ დავრჩეთ მარკიზიო წაუძღვება გუნდს.. ამაში ცოტა ხნიშ წინ ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ ბოლო დროს ნაჩვენებმა თამაშმა დამარწმუნა რომ კლაუდიო ყალიბდება იუვენტუსის ლიდერად!!!
თუ თავიდან ჩანდა რო იუვე მარტო პირლოზე იყო დამოკიდებული დღეს ნამდვილად ვერ ვიტყვით ამას…
თავიდან სულ პირლო იყო მაგრამ ინტერთან პირლო ისე არ ჩანდა როგორც ადრე და მაგრად გამისწორდა იმდეია კლაუდიო შეითავსებს პიროობას მისი არ ყოფნის დროს
ამ კაცმა არა მარტო იუვეს და იტალიის საფეხბურთო ისტორა შექმნა, არამედ მთელი მსოფლიოს… ლეგენდააა ნამდვილად!!! მაგრამ ფერარასიც გეიმედებოდა შენ.. იმედია ამჯერად გაამართლებს იუვე კონტეთი და მისი შეგირდებით…

მე პირადად ძალიან ვაფასებ ამ კაცს
მაგარი კაცია ლიპი რაა