ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვუჩინიჩი : ” აუცილებელია მომენტების მაქსიმალურად გამოყენება ”

მეორე ფორვარდი , შემდეგ ცენტრ ფორვარდი , ეხლა კი უკვე ფლანგზე მოქმედი ფეხბურთელი ანტონიო კონტეს სათამაშო სქემაში , დიახ საუბარი რა თქმა უნდა მირკო ვუჩინიჩზეა  . ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ჩერნოგორიელმა , საკუთარი უნივერსალიზმი გამოავლინა : ” რომში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ , ცვლილებების დრო დადგა . საბედნიეროდ ჩემით ბიანკონერი დაინტერესდა და მეც შესაბამისად ყოველგვარი დაფიქრების გარეშე , კარიერის გაგრძელება სწორედ აქ გადავწყვიტე “ – საუბრობს მირკო Juventus Channel – ის ჟურნალისტთან . ” ბედნიერი ვარ თუ არა ? რა თქმა უნდა . ითამაშო მატრისთან და მარკიზიოსთან ერთად ერთი სიამოვნებაა , მაგრამ განსაკუთრებულად , სასტარტო შემადგენლობაში ასპარეზობა მახარებს . საკმაოდ ბევრ მომენტებს ვქმნით და აუცილებელია , უმრავლესობა მათგანი ლოგიკურად დავასრულოთ . სწორედ ამას ითხოვს ვარჯიშებზე ანტონიო კონტე “ .

წყარო : TuttoJuve

59 thoughts on “ვუჩინიჩი : ” აუცილებელია მომენტების მაქსიმალურად გამოყენება ”

  1. იანვარში გავიგებთ
    ნაკლებად მოსალოდნელია პრინციპში ვარგასის ტრანსფერი . მაქსიმუმ მარცხენა მცველი ან ცენტრ ბექი დავიმატოთ იანვარში

    1. მეც ჭორი მგონია ეგ,, მარცხენა მცველად ისიც გამოდგება უკვე ორი წელი ვაკვირდები და სტაბილურად თამაშობს ვალენსიას მაცხენა მცველს მეტიუ თუ მატეუ ქვია ზუსტად არ ვიცი თუ მაგას მოიყვანენ მაგარი იქნება :juvee:

  2. ნუ ეხლა ზოგ ზოგიერთის ქება ადვილია )

    მარკიზიომ კონტეს პერიოდში ისევ გააგრძელა პროგრესი , რომელიც ფერარას დროს შეწყვიტა .

    ეხლა ისე მიდის წინ , რომ გუნდის საკვანძო ფეხბურთელი ხდება ვიდალთან და პირლოსთან ერთად . ეს სამეული ცენტრში რაც გვყავს ტოპ დონედ მიმაჩნია მე

  3. KING ARTUR
    მთავარია ფეხბურთში დაბრუნდეს კასანო და ევროპაზე არაა პრობლემა მატრი და კვალი პაცინი, ბალოტელისთან ერთად არ მოგვაკლებენ გოლებს

  4. მარკიზიომ ვერ გაამართლა მოლოდინი – ოღონდ კრიტიკოსების. :lool: :lool:

    ზოგიერთი აქაურიც ამბობდა ძირითადის ფეხბურთელი არ არისო, კლაუდიომ ყველას დაუმტკიცა რა ძალასაც წარმოადგენს დღევანდელ ფეხბურთში. ეგ მალე დაეწევა ინიესტასაც, ხავისაც და ლამპარდისაც, დიარას და ეგეთებს ხომ ჩამოტოვებს საერთოდ :chuvak: :chuvak:

    1. გავრცელდა ინფორმაციარო ტვინში აქვს გაჟონვაო და ქალა უნდა ახადონო არვიცი რამდენად მართალია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას

  5. კასანოზე გადაწყდა ოპერაციას უკეთებენ და სავარაუდოდ ვეღარ ითამაშებს ფეხბურთსოოოოო ძაან მეწყინა ჯერ როსი დავკარგეთ ეხლა ეს

        1. მსოფლიო სპორტის საიტზე ჩასაფრებულები არიან გერმანელები :lool: თუ მოიგეს( რაც მე არ მგონია) ააქოთებენ იქაურობას :lool: :lool: :lool:

      1. მე პირიქით მგონია რო მოიგებს ნაპოლი იმიტო რო მეორე ნომრად კარგად თამაშობს და კონტრშეტევებზე დაიჭერს! მოლკედ x2 არ აცდება :kenwvla: :yeah: :yeah: :yeah:

  6. თუ გინდა მომკალით და ამას კვალიარელა 10 თავით მირჩევნია…. შეიძლება ვერ ვარ ობიექტური რადგან კვალიარელა იტალიელია, მარა მაიც ესე ვფიქრობ რა :)

  7. ზამთარში ასევე პირლოს შემცვლელი გვინდა მთელი სეზონი ესე ვერ ითამაშებს ….. აუ ზამთარში ნეიმარი დაგვათრევინა ჩვენს ბედს ძაღლი არ დაყეფს 7-8 წელი…. ან ტევესი – 3-4 წელი.. მარა მაროტა 13ზე მეტს არ იხდიში არავიში.. ნუ ეხლა მარცხენა ფლანდ 5 ში ჩავეტევით

  8. ჭკვიანი ბიჭია, როგორ მიხვდა :chuvak:
    ძან მაგარია მირკო მარა ამაზე ბევრად მეტი შეუძლია, ლიგაზე გაიბრწყინებს, არც რუნიზე და არც ვილიაზე ნაკლები არაა

  9. მე მაინც და მაინც ფეხბურთში სამართლიანობის და ლოგიკურობის არ მჯერა.. მაგრამ შეხედეთ – ნაპოლიმ მოუგო ინტერს და მილანს.. ნუთუ ლოგიკიდან გამომდინარე მესამე გრანდთანაც უნდა მოიგონ?? ანუ ცოტა ძნელი დასაჯერებელია ამ ნაპოლიმ ერთ წრეში სამი გრანდი დაამარცხოს..

  10. ნაპოლის გაბედულად უნდა შევუტიოთ, ჯერ ერთი სამი მცველით თამაშობს, ჩვენ სამით ვუტევთ, თან მარკიზიო ეხმარება წინა ხაზს, ნეაპოლელებს გარგანო არ ეყოლებათ ცენტრში..

  11. განსაკუთრებით შენ გმართებს მომენტების გამოყენება მირკო, მატრი და მარკიზიო შედარებით სტაბილურად იტანენ, ყოველ თამაშში შეგიძლია გაიტანო :juvee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.