აგენტი: ” ამაურის ამ მდგომარეობით “იუვენტუსი” ზარალდება “
ამაური პირადი მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშს განაგრძობს. კონტე გათვლას იტალო-ბრაზილიელზე ნამდვილად არ აკეთებს, ამიტომაც, სავარაუდოდ, ფორვარდს ტურინის დატოვება ზამთარში მოუწევს. საკუთარი კლიენტის მომავალზე ამაურის აგენტი, ჯამპიერო პოჩეტა საუბრობს: “ ჯერჯერობით არავინ დაგვკავშირებია. ვისაც ტრანსფერის სურვილი გაუჩნდება, პირველ რიგში, “იუვენტუსის” ხელმძღვანელობას უნდა დაუკავშირდეს, კარვალიოზე ყველანაირ უფლებას სწორედ ტურინელები ფლობენ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამჟამად ამაური გაძლიერებულად ვარჯიშობს, რათა ზამთარში პრობლემები საბოლოოდ მოგვარდეს და სეზონი დაიწყოს. ახლანდელ რეალობაში მხოლოდ “იუვენტუსი” კი არა, მთელი იტალიური ფეხბურთი ზარალდება. ” -აცხადებს პოჩეტა.
ეს ხო ვერ მოვიცილეთ რაა
juventus_gr
დელპიერო რო წავა, მერე მარტო მატრი, კვალიარელა დაგვჩება, უჩინიჩი ფლანგზე იქნება, 2 თავდამსხმელი სასტავსი იქნება და ზამენაზეც ხო უნდა იყოს 1-2
მატრი ან კვალიარელა რო ტრამვას მიიღებს მერე თვითონ დადგება თავდასხმაში?
იაკინტა უნდა დარჩეს
თუ განაცხადშიც ვერ ხვდებიან თვითონ გამოთქვამენ სურვილს წასვლის..
ამაური იაკვინტა ტონი.. განაცხადშიც არ აყენებს კონტე, ზამთარში თუ არა სეზონის ბოლოს წავლენ..
ეს რა მოუშორებელი ჭირივითა რაა
მთელ იტალიურ ფეხბურთზე და ამაურის საგალაქტაშორისო მნიშვნელობაზე ნამდვილად ჩასაქფიქრებლად გვაქვს საქმე
მართალი ხარ აგენტო :)
სამწუხაროდ იუვენტუსი ეკონომიურად ზარალდება, სხვა მხრივ ამაურის გუნდში ყოფნა ზარალი არაა..
ლუგანო ვერ მოიყვანეს 4 მილიონს რო ითხოვდა ხელფასს და ეს სიაში რო წერია მაგისთვის იღებს ფულს ((