ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” 4 – 0 “რენატა” ( მეგობრული მატჩი )

“ნაპოლისთან” მატჩისთვის მომზადება გრძელდება, ბიანკონერებმა კი დღეს მეგობრული შეხვედრა სერია D – ს გუნდ “რენატესთან” გამართეს.

ანტონიო კონტემ ძირითად შემადგენლობაში შემდეგი თერთმეტეული ათამაშა : კარს სტორარი იცავდა, მოტა, სორენსენი, გროსო და დე ჩელიე დაცვაში, მარონე, პაციენცა და ესტიგარიბია ნახევარდაცვაში, კრასიჩი, დელ პიერო და კვალიარელა წინახაზში.

ორ-ორი გოლი თითო ტაიმში – მატჩის პირველ ნახევარში თავი ალესანდრო დელ პიერომ და ფაბიო კვალიარელამ გამოიჩინეს, მეორე ტაიმში კი მეტოქის კარი იგივე კვალიარელამ და ლუკა ტონიმ დალაშქრეს.ანტონიო კონტემ მატჩის განმავლობაში სამი ცვლილება განახორციელა, ტონი დელ პიეროს ნაცვლად, ელია ესტიგარიბიას ნაცვლად, ჯაკერინი კი კრასიჩის მაგივრად ჩაერთვნენ თამაშში.აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელმა და იტალიელმა გარემარბებმა ტრავმები სრულიად მოიშუშეს.

იმ ფეხბურთელებმა, რომლებმაც “რენატასთან” შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღეს, მატჩს თვალყურს ადევნებდნენ, შემდეგ კი ფიზიკური ვარჯიშები გამართეს.ნეაპოლში გასამართი დაპირისპირებისთვის მზადება ხვალ, თბილისის დროით 18:30 სთ – ზე გაგრძელდება.

წყარო : Juventus.com

11 thoughts on ““იუვენტუსი” 4 – 0 “რენატა” ( მეგობრული მატჩი )

    1. რატო გგონია პირამიდას ხო არ ყომარობ იუვეს წაგებაზე :mrgreen:
      მარტალია გაგვიცჰირდება მაგრამ არამგონია და ტუ ჩატყდა არც ამი მოხდება დიდი კატასტროფა მაგრამ ისე როგორც წესი იუვე გრანდებტან არ აგებს და იმედია ახლაც ესე იქნება

  1. Darja
    მარტო ჯენოასთან ??? არ არის სანდო გუნდი იუვე როცა ერთი ბურთით იგებს, დაჟე ორითაც :D ამაში ბევრჯერ დავრწმუნდით მაგრამ ასეთ პრინციპულ თამაშში 0-1 ის წამოღებას სხვა მუღამი აქვს :) :) :)

    1. მაგარი ნერვიულობაც მოგნატრებია შენ..ყველაზე სახიფათო ანგარიშია ერთბურთიანი სხვაობა, მითუმეტეს ჯენოასთან მატჩის შემდეგ ამის გამოცდილება ნამდვილად გვაქვს..მთავარია მოვიგოთ არ აქვს დიდი მნიშვნელობა რა ანგარიშით მოვიგებთ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.