ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი : “ამაური ინგლისში გადაბარგებასთან ახლოსაა”

კარვალიო ამაურის აგენტის თქმით, თუ რომელიმე იტალიური ტოპ-კლუბი შემოთავაზებას არ გააკეთებს, მაშინ მისი კლიენტი სავარაუდოდ ინგლისში გადაბარგდება:“ამაური “ნაპოლიში”? რა თქმა უნდა, ნეაპოლელებთან მოლაპარაკებაზე ყოველთვის თანახმა ვართ, მაგრამ ჩემი კლიენტი ინგლისში გადასვლასთან ბევრად უფრო ახლოსაა. ამაურის უფლებათა პაკეტით იტალიური კლუბებიდან “ჯენოა” და “პალერმო” იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ ფეხბურთელი კარიერის ესპანეთში ან ინგლისში გაგრძელებას ამჯობინებს. თუმცა, თუ იქნება წინადადება რომელიმე იტალიური ტოპ-კლუბის მხრიდან, მოლაპარაკების მაგიდას მივუსხდებით, ამ გუნდებში იგულისხმება “ნაპოლიც”. რაც შეეხება “მილანს”, ამ გუნდის მხრიდან დაინტერესების შესახებ ჯერჯერობით არაფერი მსმენია.” – დაასრულა ერნესტო ბრონცეტიმ.

წყარო: Football-Italia

6 thoughts on “აგენტი : “ამაური ინგლისში გადაბარგებასთან ახლოსაა”

  1. აუუ აზზე ხარ რა ფულის მონაა. ტოპ კლუბს იმიტო ითხოვენ რო რაც შეილება მეტი ფულის სანაცვლოდ ითამაშოს. ამას 4 მილიონი როგორ დაუნიშნეს :?:?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.